პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
ოთხშაბათი, 27 მარტი 2013 22:16

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ეროვნულ სამოქმედო გეგმას განიხილავდა დღეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, თბილისში სასტუმრო „ამბასადორში“  გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ლი მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, მანანა კობახძის განცხადებით, „სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც დაზარალებული არიან ქალები, გოგონები და  ეს რეზოლუციები სწორედ ამ მსხვერპლთა რეაბილიტაციას და მათ დახმარებას ეხება,  ასევე ზოგადად ქალების ჩართულობას კონფლიქტების მოგვარების საქმეში,  ქალების მონაწილეობას უსაფრთხოების და მშვიდობის თემებზე მოლაპარაკების პროცესში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციების ზედმიწევნით შესრულება“, -  განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ლტოლვილთა და განსახლების  სამინისროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები.

თითოეულმა მათგანმა თავის მოხსენებაში 2012 წელს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის  დეტალური ანგარიში წარმოადგინა.

მოსმენილ ანგარიშებთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა და დაისახა მომავალი საქმიანობის გეგმები. 

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 28 მარტი 2013 13:00
 
modules