სხდომის ოქმი #23

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის

სხდომის ოქმი

N23

19 მარტი 2013  წელი

13. საათი

(დარბაზი N8 )

 

კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, ბიძინა გუჯაბიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, შოთა მალაშხია, მარიამ ქაჯაია, ზურაბ ტყემალაძე, ნინო გოგუაძის ადგილმონაცვლე გედევან ფოფხაძე, აკაკი ბობოხიძის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე და გოგი ლიპარტელიანის ადგილმონაცვლე გიორგი გოზალიშვილი.

სხდომაზე მოწვეულები:  ნოდარ ებანოიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით კიკვაძე - საკანონმდებლო წინადადების ავტორი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 12 წევრის  დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

  1. 1.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო  ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებრეგლამენტის პროექტის II მოსმენით განხილვა;
    /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ 
  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის   IIIგანხილვა;

/ მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი/

  1. 3.საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტიII მოსმენით განხილვა.

/მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე/ 

  1. 4.საქართველოს კანონის პროექტების: „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“,  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვა
    /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ 
  1. 5.საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა

/მომხსენებელი: ელისო ჩაფიძე/ 

  1. 6.მოქალაქე დავით კიკვაძის მიერ  წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადების - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ  განხილვა;

/მომხსენებელი: დავით კიკვაძე/ 

  1. 7.საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და დროებით კომისიებში ვოტების განსაზღვრა.

/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ 

სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვის რიგითობის შეცვლასთან და მე-5 საკითხის (საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებრეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა) ამოღებასთან  დაკავშირებით,  რაზედაც კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ და ერთხმად  დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

დღის წესრიგი:

  1. 1.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო  ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებრეგლამენტის პროექტის II მოსმენით განხილვა;
    /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ 
  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის   IIIგანხილვა;

/ მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი/

  1. 3.საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და დროებით კომისიებში ვოტების განსაზღვრა.

/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტიII მოსმენით განხილვა.

/მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე/

  1. 5.საქართველოს კანონის პროექტების: „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“,  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვა

/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

  1. 6.მოქალაქე დავით კიკვაძის მიერ  წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადების - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ  განხილვა;

/მომხსენებელი: დავით კიკვაძე/ 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო  ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს  პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებრეგლამენტის პროექტის II მოსმენით განხილვა;

მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის    რეგლამენტით მეორე მოსმენისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომხსენებელმა  რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ: 

  1. 1.107-ე მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
  2. 2.117- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1) ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას

მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ  კანონპროექტის  მიღების მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მუხლები არსებული წინააღმდეგობის აღმოფხვრა; კერძოდ - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო. შესაბამისად აღნიშნული ფუნქციის ამოღება ხდება 107-ე მუხლიდან -საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებიდან და მისი დამატება ხდება 117-ე მუხლში - საქართველოს პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებებში.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო  ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებრეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  II  მოსმენით  განხილვისათვის;

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3. კომიტეტის დასკვნა გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის   III  მოსმენით განხილვა; 

მოისმინეს: ნოდარ ებანოიძის  მოხსენება. საქართველოს პარლამენტის    რეგლამენტით მესამე  მოსმენისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომხსენებელმა განმარტა, რომ რედაქციული ხასიათის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით არ ყოფილა წარმოდგენილი.     მომხსენებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს საპენსიო ასაკში მყოფი პროფესიონალი პირების საჯარო სამსახურში მიღებას და მათი გამოცდილების გამოყენებას. კონკრეტულად,  წარმოდგენილი ცვლილების თანახმად შესაძლებელი იქნება საჯარო სამსახურში თანამშრომლის მიღება 65 წლის ასაკის ზემოთ.

გადაწყვიტეს(ერთხმად):

1.  საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   III  მოსმენით განხილვისათვის;

2.  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო   საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3.  კომიტეტის დასკვნა გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და დროებით კომისიებში  ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ვოტების განსაზღვრა. 

მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და დროებით კომისიებში  ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრა განაპირობა ახალი საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ შექმნამ და უფრაქციო დეპუტატების კომიტეტებში გაწევრიანების საკითხმა. ახალი კვოტირების თანახმად დიდ ფრაქციებს ყველა კომიტეტში დააკლდათ თითო წევრი, მაგრამ მათ შორის რაოდენობრივი თანაფარდობა არ შეცვლილა.  ყველა დანარჩენ საპარლამენტო ფრაქციას და აგრეთვე უფრაქციოდ დარჩენილ დეპუტატებს ეყოლებათ თითო წარმომადგენელი ყველა კომიტეტში.  ( საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები და საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები - თან ერთვის) 

აზრი გამოთქვეს:

მარიამ საჯაიამ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არასასურველი იყო უმცირესობისათვის კომიტეტებში მათი წარმომადგენლობის შემცირება.

ირინე იმერლიშვილმა მარიამ საჯაიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მიუხედავად კომიტეტებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა რაოდენობის შემცირებისა 4-დან 3-მდე და 3-დან 2-მდე - თანაფარდობა არ შემცირებულა, კეძოდ როგორც კვოტების წინა გადანაწილების შემთხვევაში, ამჯერადაც  ფრაქცია „ქართული ოცნებას“ ჰყავს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობაზე ერთით მეტი წარმომადგენელი.

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ  წარმოდგენილ პროექტს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და დროებით კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ვოტების თაობაზე. 

დამატებით

ირინე იმერლიშვილმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომიტეტის მომდევნო სხდომაზე განხილული იქნებოდა - საქართველოს პარლამენტის   საგამოძიებო კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ვოტების გადანაწილება 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა  საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და დროებით კომისიებში  ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გადანაწილების თაობაზე. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან  დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტიII მოსმენით განხილვა.

მოისმინეს: ზურაბ ტყემალაძის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად მომხსენებელმა კანონპროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ:

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად:

  1. 1.მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურში მიღებისას აუცილებელია პირმა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა“.

  1. 2.25-მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა“

  1. 3.30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი“

„ზ) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში“

  1. 4.76-ე მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით:

„მუხლი 76. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების უფლება

მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეუძლია მოხელის უშუალო ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, ან დაწესებულებას“

  1. 5.77-ე მუხლის დაემატება 11 პუნქტი: „1. უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიზლება წამოყენებული იქნეს ის მოხელე, რომელიც საჯარო სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობს 1 წელი მაინც“
  2. 6.82-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. 

აზრი გამოთქვეს:

ბიძინა გუჯაბიძემ გამოთქვა რედაქციული ხასიათის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მე-5 მუხლში - „ერთი წელი მაინც“ შეიცვალოს „არანაკლებ ერთი წლით“ .

ირინე იმერლიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი ცვლილება - საჯარო სამსახურში დაწინაურების პრინციპის დაბრუნება შეეხებათ მხოლოდ საჯარო სამსახურში კონკურსით მოსულ მოხელეებს და არც ერთ შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც კონკურსის გარეშე არიან საჯარო სამსახურში დანიშნული.  წინააღმდეგ შემთხვევაში დაწინაურების პრინციპის დაბრუნება გააუქმებს საჯარო სამსახურში მოხელეთა მიღების მთავარ წესს - კონკურსს.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

საკითხზე კენჭისყრის დროს დამსწრე 10 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო

8 წევრმა

8 - მომხრე;

გადაწყვიტეს (ერთხმად):

სხდომაზე გამოთქმული გათვალისწინებით

1. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებითა და შესაბამისად მისი ასახვით პროექტში, საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი  მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  II მოსმენით განხილვისათვის;

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3.კომიტეტის დასკვნა გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით

საქართველოს კანონის პროექტების: „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“,  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვა

მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც   საქართველოს დაზვერვის სამსა­ხურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო­ბაზესა­ქარ­თველოს კანონის პროექტის მომზადება განპი­რობებულია სა­ქართველოს მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელის­უფლების გან­მახორციელებელი უმაღლესი კოლეგიური ორგანოს, კონსტი­ტუციური ფუნ­ქციის განმტკიცების ხელშეწყობის აუცილებლობით.  როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონში არსებული დღეს მოქმედი რეგულაცია, რომლის თანახმადაც დაზვერვის სამსახურზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი იყო იმ კონსტიტუციური ნორმის შესაბამისი, რომლის თანახმადაც - საქართველოს პრეზიდენტი იმავდროულად იყო მთავრობის მეთაური.  კანონპროექტის მიღების მიზან წარმოადგენდა სწორედ  სადაზვერვო საქმიანობის განმხორციელებელ ორგანოთა მუშაობის კოორდინაციაზე და საქართველოს სადაზვერვო დაწესებულებათა უცხო ქვეყნის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობაზე საქართველოს მთავრობის  უფლებამოსილების განსაზღვრა. ამგვარად აღნიშნული უფლე­ბამოსილების საქართველოს მთავრობისათვის გადაცემა განპი­რობებული იყო საქარ­თველოს მთავრობის, როგორც ქვეყნის თავდაცვისა და საზო­გადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კონსტიტუციური ორგა­ნოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების სრულ­ფასოვანი შესრულების აუცილებლობით.

კონკრეტულად: წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად  დაზვერვის საქმიანობის განმხორციელებელი სამსახურების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ხდებოდა საქართველოს მთავრობა და ეროვნულ სადაზვერვო პროგრამასაც ცვლილებების თანახმად დაამტკიცებდა საქართველოს მთავრობა. 

გადაწყვიტეს(ერთხმად): 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა  საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“,  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხთან დაკავშირებით

მოქალაქე დავით კიკვაძის მიერ  წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადების - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ  განხილვა; 

მოისმინეს: დავით კიკვაძის მოხსენება, რომლის თანახმადაც მის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მომზადების მიზეზია საჯარო სამსახურში მიღების არასამართლიანი წესის არსებობა, რომელიც არ იძლევა საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სამართლიანად შერჩევის შესაძლებლობას, კერძოდ ნორმატიულ აქტებში კონკრეტულად მითითებული არ არის თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს კონკურსი, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ  კანონქვემდებარე აქტით (საქართველოს პრეზიდენტის N46 ბრძანებულება ) კონკურსის ჩატარების ერთ-ერთ ეტაპად დაშვებულია ზეპირი გამოცდის ფორმა - გასაუბრება.

მომხსენებლის აზრით, გასაუბრება არის გამოცდის ყველაზე უფრო უსამართლო ფორმა თავისი უაღრესად სუბიექტური  ხასიათის გამო. გარდა სუბიექტურობისა, პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ორივე მხარე მოკლებულია თავიანთი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობას.

ამ გარემოების გათვალისწინებით მის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია კონკურსის ჩატარების წესიდან გასაუბრების, როგორც კონკურსანტის შეფასების არაობიექტური და უსამართლო ფორმის ამოღება და მხოლოდ წერითი გამოცდის დამკვიდრება. 

აზრი გამოთქვეს:

ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქის, დავით კიკვაძის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი  საკანონმდებლო წინადადებასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარმოდგენილი წინადადება გულისხმობსსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის 29- მუხლისთვის 11 პუნქტის დამატებას, რომლის მიხედვითაცკონკურსი უნდა ჩატარდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, ტესტირების ან წერითი დავალების სახით, ერთ ან რამდენიმე ეტაპად.“

საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონი კონკრეტულად არ განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების წესს. აღნიშნული კანონის 29- მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N46 ბრძანებულებისსაჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებმე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონკურსის შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ) წერით დავალებას; ) სხვადასხვა სახის ტესტირებას) გასაუბრებას. რაც შეეხება კონკურსის უშუალო ფორმას, მას განსაზღვრავს დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

საგულისხმოა, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის დაკავებამდე, სხვადსახვა დაწესებულება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია საჭიროებდეს კანდიდატთა როგორც წერილობით ცოდნის შემოწმებას, ასევე გასაუბრების ეტაპის გატარებას.

მხოლოდ „წერითი ფორმის“ დატოვება  კონკურსის ჩატარების ფორმად - მიუღებლად მიაჩნია, რადგან გასაუბრება აუცილებელი კომპონენტია იმისათვის, რომ სტრუქტურის ხელმძღვანელმა შეიქმნას წარმოდგენა ზოგადად კონკურსანტის აზროვნების უნარისა და შესაძლებლობების შესახებ.

როგორც ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა,  გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფი რომელიც განაგრძობს მუშაობას უფრო ინტენსიურ რეჟიმში საჯარო სამსახურის შესახებ კოდექსზე, ვინაიდან არსებობს უამრავი ხარვეზი დრევანდელ მოქმედ კანონში, რომელთა გამოსწორებაც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას საკითხის სრულყოფილად მოგვარების მიზნით. 

რიგითობა ანუ ჯერ იქნება გასაუბრება, შემდეგ ტესტირება.ულ პროცედურებს ხელმძღვანელმა მიიღოს გადაწყვეტილება დგომას საკითხის სრულყოფ

ზურაბ ტყემალაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ის იზიარებს საკანონმდებლო წინადადების პრინციპს - რომ გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების პირობები, მაგრამ არ ეთანხმება კონკრეტულ წინადადებას, რომ კონკურსის ჩატარების ერთადერთ ფორმად განისაზღვროს მხოლოდ წერითი ფორმა. მისი აზრით მიზანშეწონილი იქნება თუ იარსებებს ორივე ფორმა- როგორც წერილობითი ისე ზეპირი, მაგრამ შეიცვლება რიგითობა ანუ ჯერ იქნება გასაუბრება, შემდეგ ტესტირება.

კარლო კოპალიანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ  საჭიროა არსებობდეს ორივე ფორმა- როგორც წერილობითი ისე ზეპირი. გარკვეული ნების არსებობის შემთხვევასი წერილობითი ფორმაც შეიძლება იყოს სუბიექტური ანუ ტესტები ცნობილი იყოს ადამიანებისათვის წინასწარ. ამიტომ საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა

ფრიდონ საყვარელიძემ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება კონკურსის ჩატარების ერთადერთი ფორმა იყოს წერილობითი, გასაუბრება აუცილებელია ადამიანის ყველა უნარის შესაფასებლად და წარმოდგენის შესაქმნელად კონკურსანტის მდგომარეობის თაობაზე. მოიყვანა კონკრეტული მაგალითიც - „შესაძლოა ადამიანმა ტესტები წარმატებულად ჩააბაროს მაგრამ თუ ის გასაუბრებაზე ფეხშიშველი გამოცხადდება - ცხადია მისი ფსიქიკა - ჯანსაღად ვერ შეფასდება“

მალხაზ ვახტანგიშვილმა აღნიშნა, რომ ის ეთანხმება საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ გასაუბრება სუბიექტურია

გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების პრინციპს და პათოსს, რომ დაიხვეწოს საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების პირობები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით საკანონმდებლო წინადადებისათვის განსაზღვრული პროცედურები არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს საკანონმდებლო წინადადების რაიმეგვარი კორექტირება, ის მზად არის წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში წარმოადგინოს, როგორც მისი როგორც პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივა, რასაც წინადადების ავტორიც დაეთანხმა.

ირინე იმერლიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამართული მსჯელობა საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად წარმოდგენილი წინადადების მიხედვით, საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესად იმპერატიულად განისაზღვრება წერილობითი ფორმა, რაც გამორიცხავს გასაუბრების ეტაპს.

სხდომის თავმჯდომარემ დამატებით განმარტა საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებული რეგლამენტის 150-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურები, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად:

-„საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.
-კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს - მოქალაქე დავით კიკვაძის მიერ  წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადების - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ   მიღებულად ცნობის შესახებ

საკითხზე კენჭისყრის დროს დამსწრე 10 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო

10-მა წევრმა

2 - მომხრე;

გადაწყვეტილება - მოქალაქე დავით კიკვაძის მიერ  წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადების - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ   მიღებულად ცნობის შესახებ - არ იქნა მიღებული

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს - მოქალაქე დავით კიკვაძის მიერ  წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადების - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ   უარყოფის თაობაზე

საკითხზე კენჭისყრის დროს დამსწრე 10 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო

8 წევრმა

8 - მომხრე;

გადაწყვიტეს (ერთხმად):

  1. 1.მოქალაქე დავით კიკვაძის მიერ  წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადება - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ  უარყოფილი იქნეს.
  2. 2.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

ირინე იმერლიშვილი

 

 

 

კომიტეტის  აპარატის

უფროსი

მდინარა დოხნაძე

 

 

 

 

 

 
modules