|
2013 წლის 29 მარტის მდგომარეობით ინტერფრაქციულ ჯგუფში შემოსული წინადადებები
შესაჯერებელ საკითხი N1 - ძირითადი პრინციპები, წინადადებები არ შემოსულა;
შესაჯერებელი საკითხი N2 -ამომრჩეველთა სიები, შემოსულია: 2.1. ცსკოს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და UNDP ერთობლივი წინადადებები (რეკომენდაციები). წინადადებები მოწოდებულია დადგენილი წესის დარღვევით, მას არ აქვს კანონპროექტის სახე; 2.2. ,,საია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ერთობლივი წინადადებები. წინადადებები მოწოდებულია დადგენილი წესის დარღვევით, მას არ აქვს კანონპროექტის სახე.
შესაჯერებელი საკითხი N3 - ამომრჩევლის მოსყიდვა, პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება
3.1. ,,საია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ერთობლივი რეკომენდაციები (სამუშაო ვერსია); 3.2. ირაკლი მელაშვილის წინადადებები; 3.3. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისის ერთობლივი წინადადებები. წინადადებები მოწოდებულია დადგენილი წესის დარღვევით, მას არ აქვს კანონპროექტის სახე; 3.4. USAID და IFES ერთობლივი რეკომენდაციები. წინადადებები მოწოდებულია დადგენილი წესის დარღვევით.
ყველა ეს წინადადება ჯგუფში მოწოდებული იყო ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.
|