საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მარინე ასათიანი სტაჟიორებს შეხვდა
შაბათი, 30 მარტი 2013 11:40

 

საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მარინე ასათიანი პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს პარლამენტის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის, პირობებისა და საკონკურსო პროგრამის შესახებ ესაუბრა. მან გააცნო სამართლებრივი აქტები და აღნიშნა რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით უნდა წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია. საგამოცდო ტესტები აგებულია მრავლობითი არჩევნის პრინციპით - მოცემულია რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან აწორია 1. შეკითხვებს კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ავტომატურად შეურჩევს კომპლექსური ტესტირების კომპიუტერული პროგრამა.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 01 აპრილი 2013 16:33
 
modules