სხდომის ოქმი #13

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის

ოქმი #1
3

/სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებთან ერთად/

                                                                         6 მარტი 2013წ. ქ. ქუთაისი 1500 საათი           

                                                                                                                                                                                           / საკომიტეტო მოსმენის დარბაზი #303/

 

სხდომის თავმჯდომარე:                                               ერეკლე ტრიპოლსკი

                                                                                    (კომიტეტის თავმჯდომარე)

                                                        

სხდომის მდივანი:                                                     ბელა ქველაძე

 

სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა

 და თვითმმართველობის კომიტეტს წევრები:

ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი (თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ალი მამედოვი(თავმჯდომარის მოადგილე),  გია თევდორაძე (თავმჯდომარის მოადგილე), რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, თამაზ ჯაფარიძე, ირმა ნადირაშვილის ადგილმონაცვლე ჩიორა თაქთაქიშვილი, გურამ მისაბიშვილი, სერგო ხაბულიანი,  სერგო რატიანი, ანზორ ბოლქვაძე;

სხდომას საპატიო მიზეზით არ

ესწრებოდა კომიტეტის წევრი: ზვიად ძიძიგური,  დავით ბეჟუაშვილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის უფროსის მ/შ, რაფიელ გელანტია, გვანცა დოლიშვილი, რამაზ ხიზანიშვილი, ბელა ქველაძე;
ერთობლივი კომიტეტის სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
 საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წევრები, აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივ  სხდომას უძღვებოდა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  დავით ონოფრიშვილი, მან კომიტეტების წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საერთო საკითხი:

1.საქრთველოს პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტები: ,,უმაღლლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე“,  ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (07-3/54; 07.02.2013 (პირველი მოსმენა)

  სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ   გამოთქმულა.     კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა სერგო რატიანმა პირველი მოსმენით წარმოადგინა         

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტები: ,,უმაღლლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე“,  ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 

მოისმინეს:

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებთან მიმართებით რეგენტთა საბჭოს ფუნქციებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება გადაეცემა თავად უნივერსიტეტებს, კერძოდ მათ კოლეგიალურ ორგანოებს.

ამასთან, რეგენტა საბჭოზე დაკისრებული უფლებამოსილებები სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების განკარგვის და შესყიდვების განხორციელების ნაწილში გადაეცემა შესაბამის სამინისტროებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გაყიდვა და უფლებრივი დატვირთვა საჭიროებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას, ხოლო გამარტივებული შესყიდვის განხორციელება შესაძლებელი იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. 

აზრი გამოთქვეს:

გია ჟოჟოლიანი: მიაჩნია, რომ წარმოდგენილი  საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ეხება

ქვეყანაში უმაღლესი განათლების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის,

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირების უნივერსიტეტებისათვის გამარტივებული შესყიდვის წესის დადგენას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას პოზიტიური და მხარდასაჭერია, ,,თუმცა მიზანშეწონილი იქნებოდა უფრო ფართო კონტექსტში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან სხვა ფუნდამენტალურ ცვლილებებთან ერთად განხილვა, რომელზეც ჩემი ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და პარლამენტის შესაბამის კომიტეტტან ერთად“ აღნიშნა გ. ჟორჟოლიანმა.

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტებისათვის გამარტივებული შესყიდვის წესის დადგენა მისაღები და მხადასაჭერია, რაც შეეხება რეგენტთა საბჭოების უფლებამოსილებების საკითხთან დაკავშირებით უფრო კომპედენტური იქნება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასკვნა, მაგრამ კვლევების დაფინანსების საკითხი მისაღებია, თუმცა მისი აზრით საგადასახადო  შეღავაღების განსხვავებული მიდგომა  წარმოშობს უფრო მეტ უსამართლობას, ვიდრე დადებით შედეგს გამოიღებს. 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტს მიაჩნია, რომ: 1. ქვეყანაში უმაღლესი განათლების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების-სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და სახელმწიფოს ურთიერთმიმართება განხილულ უნდა იქნას „უმაღლესი  განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან სხვა ფუნადემენტალურ ცვლილებებთან ერთად, რომელზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს  განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროსი  და საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტში.

2. საგადასახადო შეღავათები, რომლებიც მიიმართება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წასახალისებლად, იმსახურებს მხარდაჭერას, მაგრამ აუცილებელია კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისათვის  წარმოდგენილ იქნას  შესაბამისი  ფინანსური გათვლები, ასევე  საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები.      

    ამ შენშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს  წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  პირველი მოსმენით განხილვას.  (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). 

 

   სხდომის თავმჯდომარე                                           ერეკლე ტრიპოლსკი

    სხდომის მდივანი                                                        ბელა ქველაძე

 
modules