| სხდომის ოქმი #15 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის ოქმი #15 19 მარტი 2013წ. ქ. ქუთაისი 1350 საათი / დარბაზი #307/
სხდომის თავმჯდომარე: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი: ბელა ქველაძე
სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანის ადგილმონაცვლე გია გაჩეჩილაძე, ალი მამედოვის ადგილმონაცვლე პაატა ბარათაშვილი, გია თევდორაძის ადგილმონაცვლე მიხეილ მაჭავარიანი, რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგიური, სერგო ხაბულიანი, სერგო რატიანი, ანზორ ბოლქვაძე; სხდომას საპატიო მიზეზით არესწრებოდა კომიტეტის წევრები: ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, თამაზ ჯაფარიძე, დავით ბეჟუაშვილი; მოწვეული სტუმარი: თინათინ ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის უფროსის მ/შ, რაფიელ გელანტია, ნინო ქავთარაძე, ხათუნა ხვიჩია, რამაზ ხიზანიშვილი, ბელა ქველაძე. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ (07-3/39; 27.12.12) (მეორე მოსმენა) სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: კანონპროექტის ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა მეორე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე.“ მოისმინეს: როგორც ინიციატორმა აღნიშნა, კანონპროექტის მიმართ პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული და ასახულია ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლის მეორე პუნქში, კერძოდ, ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 2. მოსახლეობა და ორგანიზაციები ვალდებული არიან, მოქმედი წესის დაცვით, თავად შეარჩიონ ოპერატორები იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს აცხადებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა:“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქ. თბილისის მთავრობის მიერ ორგანიზებული დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მოსაკრებლისაგან და მომსახურების საფასურს იხდიან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.“ ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილია შემდეგი ცვლილება: 1.მე-121 მუხლის მე- 4 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,4. მოსაკებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის - 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნაჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით“. მე-121 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნა სიტყვები ,,დაკავებული ფართობის“, ,,მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების)“ და ,,და ა. შ.“ და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,5. მოსაკრებლის ოდენობა შეიძლება დიფერენცირებული იყოს ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის ქონების, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც“. ასევე მე-12 1მუხლს ემატება 51 მუხლისემდეგი რედაქციით: ,,51 მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვარს მაჩვენებლის შესაბამისად“. კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 1 ივნისიდან. აზრი გამოთქვა: მიხეილ მაჭავარიანმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის მერის გიგი უგულავას შემოთავაზებაზე, რომლის წინადადებით, მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვული იყოს ფიქსირებული გადასახადით ოჯახზე და არა სულადობაზე. მაგალითად, თბილისში არის 50 ათასი აბონენტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ სულადობრივი გადასახადი არ მიუვათ. მერიის შემოთავაზებაა, რომ აბონენტზე დაწესდეს 7 ლარი, რომლის შემთხვევაში 3, 4 სულიანი ოჯახის პირობებში გადასახადი, უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე თქვენი შემოთავაზებით. რაც შეეხება ერთ სულიან ოჯახს (ასეთი თბილისის მაშტაბით 107 ათასია), ჩვენი გათვლებით მათზე, ნაცვლად 3 ლარისა, უნდა დაწესდეს ოდნავ მეტი გადასახდელი. მთლიანობაში, 300 ათასი ოჯახი უფრო მეტ შეღთვათს მიიღებს, ვიდრე თვენს მიერ შემოთავაზებული ინიციატივით. თინა ხიდაშელი: აღნიშნა, რომ თბილისის მერიიდან მოვიდა წერილი, რომელიც, ჩემი აზრით, არასერიოზულია, გამომდინარე იქედან, რომ დღეს, განსაკუთრებით, როდესაც დასტურდება ის, რასაც ორი წლის განმავლობაში დასუფთავების სამსახურთან დაკავშირებით მერიას ვედავებოდით, კერძოდ, იმ ხარჯების თაობაზე, რომელსაც ისინი „თბილსერვის“ ჯგუფს უკავშირებდნენ, არაფერი საერთო არა აქვს ქალაქის დასუფთავებასთან. მერია კი ისევ იმავე ციფრებს და მონაცემებს გვიგზავნის. გამომიმდინარე აქედან, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მერიას არ შეუძლიათ გამოაგზავნოს კონკრეტული წინადადებები, დასაბუთებული, დაანგარიშებული და გაწერილი ხარჯთაღრიცხვა. დავით ბერძენიშვილი: სამართლიანობის მოტივაციიდან გამომდინარე ვთვლი, რომ იქნებ მიზანშეწონილი იყოს მოსაკრებლის ქვედა ზღვარის ოდენობის დადგენაზეც გვემსჯელა. თინა ხიდაშელი: თუ რეალური რიცხვებით დავითვლით, თბილისში ეფექტურად მოკრების შემთხვევაში, ვფიქრობ, ფინანსური პრობლემა არ შეგვექმნება, თუმცა, შეგვიძლია გვეფიქრა ქვედა ზღვარის ოდენობის დადგენაზეც. გადაწყვიტეს: (მომხრე -10, წინააღმდეგი -1) კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის).
სხდომის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე |






