სხდომის ოქმი #16

              საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის

ოქმი #1
6

                                                                            21 მარტი  2013წ. ქ. ქუთაისი 1150 საათი           

                                                                                                                                                                                                               /ოთახი #105/

 

სხდომის თავმჯდომარე:                                               ერეკლე ტრიპოლსკი

                                                                                    (კომიტეტის თავმჯდომარე)

                                                        

სხდომის მდივანი:                                                     ბელა ქველაძე

 

სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა

 და თვითმმართველობის კომიტეტს წევრები:

ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი, ალი მამედოვი, გია თევდორაძე, რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგიურის ადგილმონაცვლე პაატა კვიჟინაძე, სერგო ხაბულიანი,  სერგო რატიანი, ანზორ ბოლქვაძე, თამაზ ჯაფარიძე,

სხდომას საპატიო მიზეზით არ

ესწრებოდა კომიტეტის წევრები: ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დავით ბეჟუაშვილი;

მოწვეული  სტუმარი:   თინათინ ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი (მომხსენებელი)

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის უფროსის მ/შ, რაფიელ გელანტია, ნინო ქავთარაძე, გვანცა დოლიშვილი,  ხათუნა ხვიჩია, რამაზ ხიზანიშვილი, ბელა ქველაძე;

სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ და ,,ადგილობრივი  მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ (07-3/39; 27.12.12) (მესამე მოსმენა)

         მომხსენებელი თინათინ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წევრი)

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

მოისმინეს:

კანონპროექტის  ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა მესამე მოსმენით წარმოადგინა  მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ და ,,ადგილობრივი  მოსაკრებლის შესახებ“.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,   წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხოლოდ რედაქციული და ტექნიკური ხასიათის შენიშვნები იყო გამოთქმული, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა.

აზრი გამოთქვეს:

გია თევდორაძე:  მთლიანობაში კანონპროექტის იდეას და პრინციპებს ვეთანხმები, თუმცა მიმაჩნია, რომ  სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, შესაძლებელია უფრო ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.ახლა სტატისტიკური მონაცამები არ გამაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეღავათები ნამდვილად ეხება ოთხ, ხუთ, ექვს, შვიდ და უფრო მეტსულიან ოჯახებს, მაგრამ ოთხ და ნაკლებსულიან ოჯახებს, სავარაუდოდ, გაუძვირდებათ გადასახადი. ამ პირობებში სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაღება. გამომდინარე აქედან, იქნებ მიზანშეწონილი იყოს ქვედა ზღვარის იდეაც წამოგვეწია.

თინათინ ხიდაშელი:   საინტერესოა ქვედა ზღვარის იდეაც, მაგრამ ამას შესაბამისი სტატისტიკა და ქვეყანაში არსებული დინამიკის ცოდნაა საჭირო. აქ მხოლოდ  ოთხი  თვითმმართველი ქალაქის მონაცემები ჯერ კიდავ არ იძლევა სრული დასკვნის საშუალებას. ყოველი შემთხვევისთვის, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები კანონის შესაბამისად თავად დაარეგულირებენ ამ საკითხებს, განსაზღვრავენ მოსაკრებლების დასაბუთებულ ოდენობას, მით უფრო, რომ ამ კანონში გავითვალისწინეთ  შეღავათები სოციალურად დაცულთა კატეგორიებისთვის.

გადაწყვიტეს: (მომხრე -11, თავი შეიკავა -1)კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს  საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ და ,,ადგილობრივი  მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). 

 

   სხდომის თავმჯდომარე                                           ერეკლე ტრიპოლსკი

 

    სხდომის მდივანი                                      ბელა ქველაძე

 
modules