დასრულებული პროექტები

ეუთოს მისია საქართველოში / დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR)

საპარლამენტო რეფორმების ცენტრი - CPR

OSCE_Tree_Image

OSCE_Logo_Image

 

 

 

პერიოდი: იანვარი  2006–დეკემბერი 2008

 

2006 წლის იანვარს საქართველოს პარლამენტის, და საქართველოში ეუთო-ს მისიისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივი ინიციატივით დაფუძნდა საპარლამენტო რეფორმების ცენტრი. ცენტრის მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაძლიერებას რეფორმების მონიტორინგის, ანალიზის, კოორდინირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.

 

საპარლამენტო რეფორმების ცენტრის ძირითადი მიმართულებები იყო:

 

  • პარლამენტის ხელმძღვანელობის ექსპერტული და ტექნიკური ხელშეწყობა საპარლამენტო რეფორმების განხორციელების საქმეში;
  • პარლამენტის მონიტორინგის როლის გაძლიერება საპარლამენტო რეფორმების მიმდინარეობისას და დონორების მიერ გაწეული დახმარებს კოორდინირებისას;
  • პარლამენტის დახმარება რეფორმების ხელშეწყობის პროგრამებისა და დონორების მოძიებაში.

 

სამწლიანი ფუნქციონირების პერიოდში ცენტრი:

  • რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას და აძლევდა რჩევას საერთაშორისო დონორი პროექტების კოორდინატორს საპარლამენტო რეფორმების მიმიდინარეობის სტრატეგიის და აქტუალური საკითხების შესახებ;
  • საპარლამენტო რეფორმის მოთხოვნილებების და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა ყველა დაინტერესებულ მხარეს;
  • მხარს უჭერდა საერთაშორისო დონორი პროექტების კოორდინატორს დონორთა რეგულარული საკოორდინაციო შეხვედრების მომზადებაში;
  • ახდენდა დონორთა დახმარების კოორდინირებას და ინფორმირებას დონორთა მოზიდვის პოტენციურ შესაძლებლობეთან დაკავშირებით;
  • უწევდა მონიტორინგს როგორც რეფორმების კონკრეტულ პროექტებს, ასევე ზოგადად საპარლამენტო რეფორმის პროცესს;
  • საერთაშორისო დონორი პროექტების კოორდინატორთან ერთად განიხილავდა საპარლამენტო რეფორმის ახალ საპროექტო წინადადებებს:
  • უზრუნველყოფდა პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების ჩართულობას საპარლამენტო რეფორმების მიმდინარეობის პროცესში;
  • გამოსცა სამი წლიური ჟურნალი «საპარლამენტო რეფორმის საქმიანობებიის შესახებ”;
  • ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და გაზიარების მიზნით თანამშრომლობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებულ საპარლამენტო რეფორმაში ჩართულ ინსტიტუებთან და პირებთან.

 

 

გაეროს განვითარების ფონდი (UNDP)

პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების პროგრამა

UNDP

პერიოდი: ივნისი 2004 – დეკემბერი 2008


პროექტის ძირითადი მიზანი საკანონმდებლო ხელისუფლების კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოდერნიზებას წარმოადგენდა. პროექტი დაფუძნებული იყო თანამედროვე მეთოდოლოგიურ მიღწევებსა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე საქართველოში არსებული  რეალობის გათვალისწინებით.

 

პროექტის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა:

  • კანონშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფა;
  • Iმართვის პროცესების გაუმჯობესება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობების განვითარება, კანონშემოქმედებით საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გააქტიურების მხარდაჭერისა და ამ პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
  • ადამიანური რესურსების განვითარების, პერსონალის მართვისა და ტრეინინგების სისტემის სრულყოფა;
  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების აქტიური დანერგვა და გამოყენება.

 

 

ევროკავშირის დელეგაცია / გერმანიის მთავრობის ტექნიკური მხარდაჭერა (GTZ)

ევროკავშირის პროექტი   საქართველოს პარლამენტის რეფორმის მხარდაჭერა

EU_Flag

პერიოდი: ოქტომბერი 2005 – აგვისტო 2009


პროექტი მიზნად ისახავდა:

პარლამენტის პროფესიონალიზმისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას;

პარლამენტის როლის გაძლიერებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის თვალსაზრისით;

პარლამენტის როლის გაზრდას ევროინტეგრაციის პროცესებში;

პარლამენტს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ინტერესთა ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას;

საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან, მეზობელი ქვეყნების პარლამენტებსა და ევროპულ პარლამენტთან ნაყოფიერი ურთიერთობების დამყარებაში.

ამ პერიოდის განმავლობაში, პროექტმა:

 

  • იმუშავა ევროპული ტერმინოლოგიათა ლექსიკონის, ევროვოკის, თარგმანზე;
  • ევროინტეგრაციის, საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და დაახლოების პროცესებისთვის ხელი შეუწყო პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის ამაღლებას;
  • ევროკავშირის პოლიტიკის უკეთესად გაცნობისათვის ხელი შეუწყო პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელებას პარლამენტში ჰორიზონტალური მექანიზმის, უახლესი კვლევითი და საინფორმაციო ცენტრების დაარსების გზით;
  • მხარი დაუჭირა პარლამენტს, რათა იგი უფრო ხელმისაწვდომი, ღია და ინფორმაციული გამხდარიყო მოქალაქეებისთვის;
  • ხელი შეუწყო პარლამენტს მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან პროდუქტიული თანამშრომლობის დამყარების საქმეში;
  • Iაამაღლა პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა ცოდნა ევროპული პარლამენტისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების საქმიანობების საკითხში;
  • დაარსა ევროკავშირის სადოკუმენტაციო ცენტრი, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციას აწვდის ნებისმეირ დაინტერესებულ პირს პარლამენტის შიგნით და მას გარეთ.  პროექტის დასრულების შემდგომ, ცენტრი პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის სტრუქტურული ნაწილი გახდა;
  • უზრუნველჰყო პარლამენტის წევრები და სხვადასხვა დეპარტამენტები ტექნიკური აღჭურვილობით, უცხოური ლიტერატურით.

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის საპარლამენტო პრაქტიკის პროექტი (EWPPP)

სწორი ეკონომიკური მართვა და საპარლამენტო ზედამხედველობა: საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამა.

EWPPP

პერიოდი: ივლისი 2005 - დეკემბერი 2007

 

საქართველოში განსახორციელებელი სამწლიანი პროგრამის მიზანი იყო საპარლამენტო და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება სწორი ეკონომიკური მართვის თვალსაზრისით.

პროგრამის მიზნებს წარმოაგენდა:

 

 

  • პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება საბიუჯეტო კონტროლის და სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით
  • პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში
  • საპარლამენტო კომიტეტების შესაძლებლობების გაზრდა საბიუჯეტო ანალიზის დამოუკიდებლად განხორციელებისთვის
  • საბიუჯეტო გამჭირვალობის ხელშეწყობა
  • პირადი და პროფესიული ურთიერთობათა ქსელის დაარსება საქართველოს პარლამენტის წევრებსა და მათ ევროპელ და რეგიონალურ პარტნიორებს შორის
  • ევროკავშირში არსებული სწორი მართვის სტანდარტების ათვისება

 

პროგრამა შედგებოდა ხუთი ძირითადი საქმიანობისაგან, რომელიც გამიზნული იყო საბიუჯეტიო პროცესში მონაწილე პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)

TI_Georgia

 

 

Parliamentary Oversight, Responsiveness and Transparency (PORT) Program
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
საპარლამენტო ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პროგრამა – PORT
NDI
პერიოდი: ივლისი 2004 – ივლისი 2006

პროექტის ფარგლებში:
  • ჩატარდა ტრენინგები და სემინარები პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიზნით;
  • მხარი დაეჭირა დეპუტატთა სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომლის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტის რეგლამენტში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები;
  • ორგანიზება გაუკეთდა ღია საკომიტეტო მოსმენებს საზოგადოების კანონშემოქმედებით პროცესში ჩართვის მიზნით;
  • დაარსდა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭო;
  • რეგულარად გამოიცემოდა საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას საკომიტეტო მოსმენების გრაფიკის, დღის წესრიგისა და კანონპროექტების შესახებ;
  • განხორციელდა საპარლამენტო სტაჟიორების პროგრამა.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისი პარლამენტში
TI_Georgia
პერიოდი: 2004 – 2005

„შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ მიერ 2004–2005 წლებში განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანი იყო პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება, რაც ითვალისწინებდა ექსპერტთა კონსულტაციების, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების და რიგითი მოქალაქეების აქტიური თანამონაწილეობით კანონპროექტების მაქსიმალურ სრულყოფას.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)

საპარლამენტი პროექტი სამცხე–ჯავახეთის რეგიონში

TI_Georgia

პერიოდი: მარტი – სექტემბერი 2005

კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული საპარლამენტი პროექტის მიზანი იყო საგადასახადო კოდექსზე და შესაბამის კანონმდებლობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველოს სომხური მოსახლეობის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და რეგიონის მოსახლეობის კანონიერი უფლებების განხორციელებისთვის აუცილებელი მექანიზმების უზრუნველყოფა.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)

პროექტი - საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის შემუშავება და საჯაროდ ხელმოწერა

TI_Georgia

პერიოდი: მაისი – ოქტომბერი 2004


ეუთო–ს ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის შემუშავება და საჯაროდ ხელმოწერა.

 

ევროკავშირი (EU / B & S Europe / COWI)

ევროკავშირისა და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროექტი

EU_Flag

პერიოდი: დეკემბერი 2004 – მაისი 2005

 

პროექტის ფარგლებში:

  • მოეწყო ტრენინგების სერია აპარატის თანამშრომლებისთვის ევროკავშირის სტრუქტურაზე და მის ინსტიტუტებზე; ასევე საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პრინციპებზე;
  • დაიბეჭდა საგანმანათლებლო ბუკლეტები და ბროშურები საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით, ასევე კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებთან დაკავშირებით

 

ევროკავშირი (EU / LINKS)

ლატვიის სეიმსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის პროექტი

EU_Flag

პერიოდი: იანვარი – ივლისი 2005

 

პროექტი მიზნად ისახავდა ლატვიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობას. ამ კუთხით, მოეწყო საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ლატვიის პარლამენტში, სადაც გაიმართა კონფერენცია, სემინარები და შეხვედრები. ძირითადი თემა იყო საპარლამენტო მუშაობა ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოების პროცესში.

 

პოლონეთის რესპუბლიკა

Poland

პერიოდი: 2007

 

EUSPGeorgia-ს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის საფუძველზე პოლონეთის მთავრობამ საქართველოს პარლამენტისთვის გამოიწერა ფასიანი ვებ-საიტები.

 

ესტონეთის რესპუბლიკა

Estonia

პერიოდი: აპრილი 2006

 

ესტონეთის პარლამენტმა საქართველოს პარლამენტს საჩუქრად გადმოსცა ციფრული სტენოგრაფირების სისტემა, რომელიც დაინსტალირდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

 

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

Germany

პერიოდი: სექტემბერი 2005

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში საქართველოს პარლამენტს საჩუქრად გადმოსცა Toshiba-ს ტიპის საპრეზენტაციო 4 ცალი ეკრანი კომპლექტაციით. ეკრანი დამონტაჟდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

 
modules