| სხდომის ოქმი #17 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის 1 აპრილი 2013წ. ქ. ქუთაისი 1300 საათი /ოთახი #301/
სხდომის თავმჯდომარე: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი: ბელა ქველაძე
სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი, ალი მამედოვი, რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგიური, სერგო ხაბულიანი, ანზორ ბოლქვაძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა კომიტეტის წევრები: გია თევდორაძე, ირმა ნადირაშვილი, დავით ბეჟუაშვილი, თამაზ ჯაფარიძე, სერგო რატიანი;
მოწვეული სტუმარი: ირინე იმერლიშვილი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის უფროსის მ/შ, რაფიელ გელანტია, ხათუნა ხვიჩია, რამაზ ხიზანიშვილი, გვანცა დოლიშვილი, ბელა ქველაძე; სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: 1.საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე იმერლიშვილის, იოსებ ჯაჭვლიანი და თამაზ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/72, 21.03.13) (პირველი მოსმენა) მომხსენებელი ირინე იმერლიშვილი (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარე) 2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შესახებ“ (07-2/54, 21.03.13) (პირველი მოსმენა) მომხსენებელი: დავით ბაციკაძე (აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი) სხდომის თავმჯდომარემ დასვა საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის გადადების შესახებ მომდევნო საკომიტეტო მოსმენისათვის, ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა იწვევს ფინანსურ ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტში და შესაბამისად საჭიროა მთავრობის დასკვნა, რომელიც არ არის წარმოდგენილი. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა (ერთხმად), რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივა მოიხსნას დღის წესრიგიდან. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: კანონპროექტის ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირინე იმერლიშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: იოსებ ჯაჭვლიანის და თამაზ ჯაფარიძის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღება განპირობებულია საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შუალედური არჩევნების დამატებითი ვადების დაწესების აუცილებლობით. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით, საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა სამს მიაღწევს, ტარდება შუალედური არჩევნები წელიწადში სამჯერ; თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში, თუ ამ თვეების ბოლომდე 70 დღეზე მეტია დარჩენილი, ხოლო თუ დარჩენილია 70 დღეზე ნაკლები, მაშინ შუალედური არჩევნები ტარდება ზემოაღნიშნულთაგან შესაბამის მომდევნო თვეში. გარდა ამისა, პერიოდი რომლის განმავობაშიც არ ტარდება შუალედური არჩევნები (საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2 წელი) 2 წლიდან მცირდება 1 წლამე. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტის განხილვა მოხდება დაჩქარებული წესით. აზრი გამოთქვეს: ირაკლი ტრიპოლსკი: წარმოდგენილი პროექტი თუ ითვალისწინებს შუალედური არჩევნების ჩარატების იგივე წესს თბილისის საკრებულოში? ირინე იმერლიშვილი: წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით შუალედური არჩევნების ჩატარების წესი ეხება ასევე თბილისის საკრებულოს, ისევე როგორც ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს. დავით ბერძენიშვილი: მიიჩნევს, რომ დროული და მხარდასაჭერი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტურს გახდის საკრებულოების საქმიანობას. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს გადაწყვიტეს: (მომხრე -10, წინააღმდეგი -0) კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრების საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე იმერლიშვილის, იოსებ ჯაჭვლიანი და თამაზ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მხარს უჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). სხდომის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე |






