პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების სხდომა
სამშაბათი, 02 აპრილი 2013 18:45

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი, 2012 წლის 21 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია განიხილეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებმა დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ დეპუტატებს კონვენციის ძირითადი არსი განუმარტა და მისი ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კონვენციის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხს.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 02 აპრილი 2013 18:49
 
modules