| იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ოთხშაბათი, 03 აპრილი 2013 17:31 |
|
პარლამენტის დადგენილების შესაბამისად II მოსმენით დაბრუნებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს. საკითხი კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ გააცნო. ამასთან ერთად ცვლილებები კანდიდატთა არჩევის წესსაც შეეხო, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით არჩეული კანდიდატები პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით გამოვლინდება. თუმცა, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსება, კენჭისყრის მომდევნო ტურებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოვლინდება, ამასთან ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდეს. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 03 აპრილი 2013 18:42 |






