| სხდომის ოქმი #11 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის 4/03/2013 სხდომის თავჯდომარე : ვიქტორ დოლიძე სხდომის მდივანი: ირინა წულუკიძე სხდომას ესწრებოდნენ: ვიქტორ დოლიძე ლევან ბერძენიშვილი გიორგი ვოლსკი გიორგი კანდელაკი ზვიად კვაჭანტირაძე ანი მიროტაძე შალვა კიკნაველიძე ომარ ნიშნიანიძე დავით დარჩიაშვილი სხდომის დღის წესრიგი: მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: წამყვანი სპეციალისტი მიხეილ ნაკაშიძე კომიტეტის თავჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე მიესალმა კომიტეტის წევრებს და გააცნო დღის წესრიგი, შემდეგ სიტყვა გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავჯდომარეს ბატონ შალვა კვინიხიძეს, რომელმაც წარმოადგინა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ რიტიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2013 წლის 30 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფიორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ოქმი ითვალისწინებს ესტონეთის რესპუბლიკის მხრიდან კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და საქართველოსთვის საიდუმლოობის ხარისხების ცვლილებებს და არ წარმოშობს არანაირ დამატებით ვალდებულებებს მხარეთა შორის. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ამ შენთანხმებასთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნდა და მხარი დაუჭირა მის რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე . მომხრე-9 წინააღმდეგი-0 თავი შეიკავა-0
ვიქტორ დოლიძე ევროპასთან ინტერგარსციის კომიტეტის თავჯდომარე |






