| სხდომის ოქმი #12 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის სხდომის თავჯდომარე : ვიქტორ დოლიძე სხდომის მდივანი: ირინა წულუკიძე სხდომას ესწრებოდნენ: ვიქტორ დოლიძე ლევან ბერძენიშვილი პაატა ბარათაშვილი თინთინ ბოკუჩავა დავით დარჩიაშვილი გიორგი ვოლსკი ზვიად კვაჭანტირაძე ანი მიროტაძე ომარ ნიშნიანიძე სხდომის დღის წესრიგი 1. საკომიტეტო მოსმენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე. მომხსენებლები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - თამარ ბერუჩაშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - გოჩა ლორთქიფანიძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - მიხეილ ჯანელიძე 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: წამყვანი სპეციალისტი მიხეილ ნაკაშიძე კომიტეტის თავჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე მიესალმა კომიტეტის წევრებს და სტუმრებს, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითებში ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკანიანს და ქალბატონ თეა ახვლედიანს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ინტერგარციის დეპარტამენტის დირექტორს. სხდომაზე დაწრვილებით ისაუბრეს სქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და ასევე სამომავლო გეგმებზე. კომიტეტის თავჯდომარემ წარმოადგინა დღის წესრიგით გათვალსიწინებული მეორე საკითხი, საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები და გადასცა მას სიტყვა. ქალბატონმა ირინა იმერლიშვილმა დეტალურად ისაუბრა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა საპარლამენტო უმცირესობიდან თინა ბოკუჩავამ გამოთქვა შენიშვნები წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მართებულად მიიჩნიეს აღნიშნული უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის გადაცემა, რაც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, როგორც ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კონსტიტუციური ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციების სრულფასოვანი შესრულების აუცილებლობას. ამასთანავე კომიტეტმა წარმოადგინა წინადადებები კანონპროექტის ტექსტის სრულყოფის მიზნით. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს კანონპროექტებთან დაკავშირებით, სხვა წინადადები და შენიშვნები არ ჰქონდა და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, რათა წარმოდგენილი კანონპროექტი განხილულ იქნას პლენარულ სდომაზე. მომხრე-8 წინააღმდეგი-1 თავი შეიკავა -0
ვიქტორ დოლიძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე |






