| სხდომის ოქმი #13 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
19/03/2013
სხდომის თავჯდომარე : ვიქტორ დოლიძე სხდომის მდივანი: ირინა წულუკიძე სხდომას ესწრებოდნენ: ვიქტორ დოლიძე ლევან ბერძენიშვილი პაატა ბარათაშვილი დავით დარჩიაშვილი გიორგი ვოლსკი ზვიად კვაჭანტირაძე ანი მიროტაძე ომარ ნიშნიანიძე სხდომის დღის წესრიგი: საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე აპარატიდან პასუხიმგებელი პირი: აპარატის წამყვანი სპეციალისტი მიხეილ ნაკაშიძე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე მიესალმა კომიტეტის წევრებს და სიტყვა გადასცა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით ებრალიძეს. დავით ებრალძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“. მან განმარტა რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები, წარმოადგენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას. ქვეყნის საგარეო და ეკონომიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით ,ევროპასთან ინტეეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ საკითხის რატიფიცირებას პლენარულ სხდომაზე. მომხრე-8 წინააღმდეგი-0 თავი შეიკავა -0
ვიქტორ დოლიძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე |






