| სხდომის ოქმი #8 |
|
27.12.12
საქართველოს პარალმენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
სხდომას ესწრებოდნენ: 1. ვიქტორ დოლიძე 2. ლევან ბერძენიშვილი 3. პაატა ბარათაშვილი 4. ანი მიროტაძე 5. გიორგი ვოლსკი 6. ზვიად კვაჭანტირაძე( საპატიო) 7. შალვა კიკნაველიძე (საპატიო) 8. .ომარ ნიშნიანიძე
სხდომის თავმჯდომარე- ვიქტორ დოლიძე სხდომის მდივანი- ნინო ხუციშვილი
სხდომის დღის წესრიგი:
საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის N 66-2 რეზოლუციით დამტკიცებული „აღმასრულებელი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილება“ (07-1/11, 14.12.12).
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე სხდომის მსვლელობა: კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი და სთხოვა დავით ებრალიძეს წარმოედგინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის N 66-2 რეზოლუციით დამტკიცებული „აღმასრულებელი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილება“ დავით ებრალიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ მიიღო N1932 განკარგულება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნების კვოტების გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, რომელიც მხოლოდ ფორმალური პროცედურაა და საქართველოს მხრიდან რაიმე ღონისძიებებს არ ითვალისწინებს, გარდა იმისა, რომ დირექტორატის ცვლილებაზე დაეთანხმოს. ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებოთ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს მის რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ვიქტორ დოლიძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|






