| სხდომის ოქმი #9 |
|
7.02.2013 საქართველოს პარალმენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N9
სხდომას ესწრებოდნენ: 1. ვიქტორ დოლიძე 2. ლევან ბერძენიშვილი 3. პაატა ბარათაშვილი (საპატიო) 4. გიორგი კანდელაკი 5. ანი მიროტაძე 6. ზვიად კვაჭანტირაძე 7. ომარ ნიშნიანიძე 8. შალვა კიკნაველიძე 9. თინათინ ბოკუჩავა 10. დავით დარჩიაშვილი 11.მარიკა ვერულაშვილი (საპატიო) 12. გიორგი ვოლსკი 13.ჩიორა თაქთქიშვილი (ადგილმონაცვლე)
სხდომის თავმჯდომარე- ვიქტორ დოლიძე სხდომის მდივანი- ნინო ხუციშვილი სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ 07-1/17, 10.01.2013). მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე 2. პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ (07-1/18, 10.01.2013). მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე 3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ (07-1/10, 11.12.2012); მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე 4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ (07-1/12, 21.12.12). მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე 5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ (07-1/9, 11.12.12). მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე 6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შემდეგი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურებისათვის თანხმობის მიცემის საკითხი:
სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს წარუნდგინა დღის წესრიგი და სთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს შალვა კვინიხიძეს წარმოედგინა „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტები. აღნიშული შეთანხმებები წარმოადგენს მთავრობათა შორის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთდაცვის ისეთ წესებს რომელიც გამორიცხავს ფაქტიურად საიდუმლო სახის ინფორმაციის გამჟღავნებას, შესაბამისად შეთანხმებაში მკაცრად არის განსაზღვრული მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, აგრეთვე მათი შემდგომი დაცვის საშუალებები. მხარეები თანხმდებიან, რომ ეროვნული კანონმდებლობის მეშვეობით მაქსიმალურად დაიცავენ აღნიშნულ ინფორმაციას. საქართველოსათვის მსგავსი სახის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვაინია ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებთან. დღემდე ამ სახის შეთანხმებები გაფორმებულია ბულგარეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან, ავსტიასთან, ბალტიის ქვეყნებთან და ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან. სამომავლოდ იგეგმება გერმანიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან. აღნიშნული სახის შეთანხმება საჭიროებს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხიძემ წარმოადგინა საკითხი რომელიც ეხება „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტს. მან აღნიშნა რომ წარმოდგენილი შეთანხმება ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და არეგულირებს ისეთ საკითხებს როგორიც არის ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ტრეფიკინიგი, კიბერდანაშაული, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და სხვა მძიმე დანაშაული. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის ისეთ ფორმებს როგორიც არის ოპრერატიული ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლა, ერთობლივი სემინარები, კონფერენციები, გამოცდილების გაზიარება და სხვა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა კენჭი ეყარათ შალვა კვინიხაძის მიერ წარმოდეგნილი საკითხებისათვის და კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ შეთანხმებების რატიფიკაციას. კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს და მოეწვეულ სტუმრებს წარუდგინა შემდეგი განსახილველი საკითხი და სთხოვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დავით ებრალიძეს მოხსენების გაკეთება რომელიც ეხება „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ და „საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების პროექტებს. აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. მსგავსი სახის შეთანხმების დადება მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები, მსგავსი შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს. შეთანხმება გარკვეულ წილად ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებული ნორმების დაწესებას, თუმცა პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების შემთხვევაში „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ კანონის თანახმად, შეთანხმებას მიენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივ საკანონმდებლო აქტთან მიმართებაში. შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა კენჭი ეყარათ დავით ებრალიძის მიერ წარმოდეგნილ საკითხებისთვის და კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ შეთანხმებების რატიფიკაციას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი იქნენ ასევე ელჩობის კანდიდატურები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ევროპასთან ინტგრაციის კომიტეტის წევრებმა ფარული კენჭისყრით, მხარს დაუჭირეს შემდეგი ელჩების დანიშვნას :
წინააღმდეგი -1
მომხრე - 9 წინააღმდეგი -0 3. აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ გეგეშიძის მომხრე - 7 წინააღმდეგი -2
მომხრე - 8 წინააღმდეგი -1
მომხრე - 9 წინააღმდეგი -0
მომხრე-9
მომხრე-8 ვიქტორ დოლიძე კომიტეტის თავმჯდომარე
|






