| სხდომის ოქმი #10 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
18/02/2013
სხდომის თავჯდომარე : ვიქტორ დოლიძე სხდომის მდივანი: ირინა წულუკიძე
სხდომას ესწრებოდნენ : ვიქტორ დოლიძე ლევან ბერძენიშვილი ზვიად კვაჭანტირაძე ანი მიროტაძე შალვა კიკნაველიძე გიორგი ვოლსკი პაატა ბარათაშვილი ომარ ნიშნიანიძე სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:თინათინ ბოკუჩავა,დავით დარჩიაშვილი, მარიკა ვერულაშვილი, გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი დღის წესრიგი 1. ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნატალია საბანაძის კანდიდატურის განხილვა.
2. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურის განხილვა. მომხსენებლი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე : გიორგი ხელაია 3. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ბარამიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ მომხსენებელი: პარლამენტის წევრი გიორგი ბარამიძე სხდომის მსვლელობა :კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვიქტორ დოლძემ კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი, მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ გიორგი ხელაიას და გადასცა სიტყვა, რომელმაც წარადგინა კანდიდატი, ბელგიის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ქალბატონი ნატალია საბანაძე. ქალბატონი ნატალია გაეცნო დამსწრე საზოგადოებას მოკლედ ისაუბრა თავის ბიოგრაფიაზე და გააცნო კომიტეტს თავის ხედვები, გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები, აღნიშნა რომ საქართველოს საგარეო კურსი იყო და იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია. კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ევროკავშირი მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების გარანტი, საქართველოს როგორც ევროპული ღირებულებების ქვეყნის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა და იმ კლუბის წევრობა, რომელსაც თან სდევს მთელი რიგი პრივილეგიები. ევროკავშირსათვის მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სამეზობლოში სტაბილური, უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც მიიღწევა საქართველოს დემოკრატიზაციის გზით . ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ბელგიის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ფარული კენჭის ყრით (8 მომხრე). საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა გიორგი ხელაიამ წარადგინა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა. ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა გაააცნო კომიტეტს მისი ბიოგრაფია, გაუზიარა ასევე თავის ხედვები და ასევე პრიორიტეტები, რომლების მიხედვით იმოღვაწევებს იგი ელჩად დანიშვნის შემთხვევაში. მისთვის მთავარი პრიორიტეტები ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება, კონკრეტულად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ხელშეწყობა, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო ურთიერთობები, ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი, ასევე ერთერთი მთავარი მიმართულება იქნება ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების მაქსიმალური ჩართულობა როგორც ეკონომიკურ ისე კულტურულ პროცესებში, მათი დაახლოება ჩვენ ქვეყანასთან. ელჩობის კანდიდატის თქმით ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ძალზე მნიშვნელოვანი ტრიბუნაა საქართველოსთვის და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისი გამოყენება, რათა იმ 57 ქვეყნის მხარდაჭერა მოვიპოვოთ რომლებიც გაწევრიანებულები არიან აღნიშნულ ორგანიზაციაში. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ფარული კენჭისყრით (8 მომხრე) მხარდაჭერა გამოხატეს ელჩობის კანდიდატის მიმართ. კომიტეტის თავჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ შემდეგ საკითხად წარადგინა, ბატონი გიორგი ბარამიძის საკანონმდებლო ინიციატივა “საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“და გადასცა მას სიტყვა. მომხსენებელი გიორგი ბარამიძე: პროექტი ითვალისწინებდა: 1.საქართველოს უმაღლეს ინეტერესს, ნატოში ინტეგრაციას. 2.საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, ევროკავშირში გაეთიანებას. 3.აკრძალვას, საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი ქმედებებისა, რაც აფერხებს ქვეყნის გაწევრიანებას ჩრიდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში. 4.საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხარეთ ოსეთის მიმართ. 5. რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგების, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის აკრძალვას. 6. საქართველოს გაწევრიანების აკრძალვას ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა:დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიის კავშირი,საბაჟო კავშირი, და სხვა პოსტ საბჭოთა საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ან თავდაცვის ორგანიზაციაში, რომელშიც დომინანტი წევრიც არის რუსეთის ფედერაცია. კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვაშ მონაწილეობა მიიღეს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებმა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ და კომიტეტის სხვა წევრებმა აღინიშნეს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრირება, დღესაც ხელისუფლების ურყევ საგარეო კურსს წარომდაგენს. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე და ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ამა წლის იანვარში მოამზადა ინტერფრაქციული შეთანხმება საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ, რომელიც ასევე წარმოადგენს პარლამენტის ერთობლივ ხედვას, სადაც სხვა საგერო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ერთად ხაზგასმულია ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მისწრაფება. აღნიშნული პროცესი მიდის ღიად და გამჭირვალედ, სადაც ჩართვა შეუძლიათ ყველა ფრაქციას, მათ შორის შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს. კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი საჭიროებს რედაქციულ და შინაარსობრივ დახვეწას, და მზად იქნება ამ საკითხს დაუბრუნდეს შემდგომ კომიტეტის სხდომაზე მისი გადამუშავების შედეგად. |






