სხდომის ოქმი #18

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის

ოქმი #1
8

   /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად/

                                                                                                                                                                                                                                                                                                2 აპრილი  2013წ.

                                                                                                                                                                                                                                                                                             ქ. ქუთაისი 1400 საათი           

                                                                                                                                                                                                                                                                                                   / საკომიტეტოს მოსმენის ოთახი #301/

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                     ერეკლე ტრიპოლსკი

                                                                                    (კომიტეტის თავმჯდომარე)

                                            

სხდომის მდივანი:                                                     ბელა ქველაძე

 

სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა

 და თვითმმართველობის კომიტეტს წევრები:

ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი, ალი მამედოვი, რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგიური, სერგო ხაბულიანი,  გია თევდორაძე,  თამაზ ჯაფარიძე, სერგო რატიანი;

სხდომას საპატიო მიზეზით არ

ესწრებოდა კომიტეტის წევრები: ირმა ნადირაშვილი, დავით ბეჟუაშვილი,ანზორ ბოლქვაძე;

სხდომაზე მოწვეული: ალექსანდრე ჩიტიშვილი  (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი)

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის უფროსის მ/შ, რაფიელ გელანტია, ხათუნა ხვიჩია, რამაზ ხიზანიშვილი, გვანცა დოლიშვილი,  ბელა ქველაძე;

სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07—2/47, 05. 03.13) (პირველი მოსმენა)    

მომხსენებელი: ალექსანდრე ჩიტიშვილი  (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი) 

    მოისმინეს:

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ან/და საქართველოს მთავრობა უფლებამოსილნი არიან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში დაადგინონ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და აჭარის ატონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალური ბიუჯეტებით ხორციელდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტების დაფინანსება, რომელთა შეუფერხებლად განხორციელებას გააჩნია დიდი მნიშვნელობა. რიგ შემთხვევებში პროექტის განხორციელებისათვისა და დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია მისი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება, რასაც ზრუდავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა. მოქმედი კანონით მხოლოდ  დროებით არის დარეგულირებული აღნიშნული საკითხი (საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მოახდინოს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის არა უმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება.

            წარმოდგენილი ცვლილება შედის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში, რომელიც ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

,,დ)  სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთვრობის სამართლებრივი აქტით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრებით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, ასევე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით“         ასევე ცვლილება შედის ამავე მუხლის მე-32 პრიმა პუნქტი კი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

   32. საქართველოს მთვრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით ან/და 31პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის არა უმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათ ტერიტორიებზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით). ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ იყო შენიშვნა ასევე კანონის ამოქმედების ვადაზე, კერძოდ კანონი უნდა ამოქმედებულიყო მომავალი წლიდან, მაგრამ შენიშვნების გათვალისწინებით კანონი ამოქმედდება მიღებისთნავე. 

აზრი გამოთქვეს:

სერგო რატიანი: მაინტერესებს იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებას დაჭირდებოდა გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელება ვის ქონდა სამართლებრივად ამის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს და პრემიერს, თუ ადგილობრივ მთავრობასაც?

პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონით  საქრთველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას ქონდა გამატრივებული შესყიდვის განხორციელების უფლებამოსილება ასევე აწარის ავტონომიური რესპუბლიკის მთაავრობას, დროებით, 1 წლის ვადით დელეგირებული წესით,  წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების დადგენის უფლებამოსილება გარდა საქართლოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისა, მიენიჭა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობასაც უვადოდ. 

 კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს და გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 კომიტეტს მიზანშეწონილად მიიჩევს:

 1. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ასევე გავრცელდეს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და  კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითავტონომიური რასპუბლიკების რესპუბლიკური ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრებით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, ასევე  ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის სამართლებრივი აქტებით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში-საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. ; 

2. შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-32 პუნქტში.

გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). 

   

   სხდომის თავმჯდომარე                                           ერეკლე ტრიპოლსკი

 

      სხდომის მდივანი                                                          ბელა ქველაძე

 
modules