სხდომის ოქმი #14

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #14 

                             

                      2013 წლის 2 აპრილი

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                გიგლა აგულაშვილი     (კომიტეტის თავმჯდომარე)      

 

სხდომას ესწრებოდნენ: 

კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე -(ადგილმონაცვლე - ა. ქანთარია), გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი - (ადგილმონაცვლე - ზ. ზვიადაური), გ. გოზალიშვილი, დ. ლორთქიფანიძე -(ადგილმონაცვლე - თ. მეჭიაური), თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში. 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ვ. ლემონჯავა, გ. ქავთარაძე, პ. ცისკარიშვილი. 

სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: ლ. ქარდავა. 

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი. 

მოწვეული სტუმრები:  დ. ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ა. ჩიტიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზ. ზვიადაური, თ. მეჭიაური, ა. ქანთარია - საქართველოს პარლამენტის წევრები.  

დღის წესრიგი 

  1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 21 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია (07-1/39; 18.03.2013).

             (მომხსენებელი: დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე). 

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2013 წლის 6 მარტს  ხელმოწერილი „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი) ((IFAD სესხი No. 802 – GE და გრანტი No. 1160 – GE) ცვლილება“ (07-1/40; 18.03.2013).

            (მომხსენებელი: დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე). 

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/53; 21.03.2013.

            (მომხსენებელი: ალექსანდრე ჩიტიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).  

I.                 მოისმინეს: 

დ. ებრალიძის ინფორმაცია „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ 2011 წლის მარტში, საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა აღნიშნული კონვენციის პარაფირება.

                                 /კონვენციის სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/. 

გა         გადაწყვიტეს: 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ 2012 წლის 21 დეკემბერს ხელმოწერილ „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციას და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

II.              მოისმინეს: 

დ. ებრალიძის ინფორმაცია „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების ცვლილების“ თაობაზე.           

/ფინანსური შეთანხმების სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/.      

გ              გადაწყვიტეს: 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ 2013 წლის 6 მარტს  ხელმოწერილ „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი) (IFAD სესხი No. 802 – GE და გრანტი No. 1160 – GE) ცვლილებას“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის.  

III            მოისმინეს: 

ა. ჩიტაშვილის ინფორმაცია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ  პროექტის მიღების მიზეზია მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწის გადასახადისაგან გათავისუფლებასა და გადასახადით დაბეგვრაში არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა, რომელიც დაკავშირებულია 2004 წლის 1 მარტამდე ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებასა და აღნიშნული დროის - 2004 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირების საკუთრებაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწის გადასახადის დაბეგვრასთან. პროექტის მიზანია საქართველოს საგადასხადო კოდექსით დადგენილი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების მიწის გადასახადით დაბეგვრისა და დაბეგვრისაგან განთავისუფლებაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრა, რაც გამოწვეულია მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების კონკრეტული ვადის განსაზღვრით - 2004 წლის 1 მარტით. 

              აზრი გამოთქვეს: 

1.        გ. აგულაშვილი: მინდა დავაზუსტო: კანონის პროექტი ამბობს, რომ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გათავისუფლებულ იქნას
           მიწის გადასახადისაგან. დღეს მოქმედი რედაქციით განთავისუფლებულია მიწის გადასახადისაგან 2004 წლის 1 მარტამდე ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
           მიწის ნაკვეთები. ლაპარაკია არსებული უთანაბრობის აღმოფხვრაზე. აჭარაში არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. მაინტერესებს: პროექტის მიხედვით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 2004 წლის  1 მარტიდან შემდგომ პერიოდში

            არსებულ 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებსაც შეეხება ეს საგადასახადო შეღავათი? თქვენი პასუხია, რომ შეეხება ყველას. მეორე: იცით თუ არა, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობაც, მივიჩნევთ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში
           ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  პრობლემა არის მიწის ნაკვეთების დანაწევრება მცირე
ფართობებად. არ ვარ წინააღმდეგი, გადასახადი ეხებოდეს ყველას ერთნაირად, აჭარაშიც, გურიაშიც და სხვაგანაც, მაგრამ თქვენ იმას კი არ ითხოვთ,     
გ          გადასახადი ერთნაირი იყოს ყველგან, წარმოდგენილი პროექტით, გინდათ გაათავისუფლოთ ყველა 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელი მთელს ქვეყანაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ისედაც დანაწევრებული მიწების
           კიდევ უფრო დანაწევრებას, მაშინ, როდესაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონზე, რომ დანაწევრებული რესურსები გავაერთიანოთ და ჩავრთოთ ერთიან, მთლიან ეკონომიკურ საქმიანობაში.
 

2.       ა. ჩიტაშვილი: საქართველოში ცოტა ადამიანი ფლობს 5 ჰექტარზე მეტი ფართობის სასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს? მათ რომ მოინდომონ და დაყონ კუთვნილი ფართობები,
            ეს ზარალს ვერ მოიტანს. ჩვენ ყველა ადამიანი თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ.
 

3.      გ. ღვინიაშვილი: განმარტებით ბარათში თქვენ მიუთითეთ, რომ იქ, სადაც რეფორმა არ ჩატარებულა (კერძოდ აჭარაში), საჭიროა რეფორმა განხორციელდეს, ამაში გეთანხმებით, მაგრამ როდესაც ამბობთ, 2004 წლის 1 მარტის
            შემდეგ შეძენილი ხუთ ჰექტრიანი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები მთელი საქართველოს მასშტაბით, გინდათ გაანთავისუფლოთ გადასახადისაგან, ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი პოლიტიკა. ჩვენ ვცდილობთ

           მიწები გავაერთიანოთ, თქვენ ცდილობთ - დაანაწევროთ. ერთი კითხვა მაქვს: უკვე არსებულმა მოდელმა რა შედეგი გამოიღო? მიწები მეტი დამუშავდა? ეს ანალიზი გაკეთებული გაქვთ? დარწმუნებული ვარ, ყველას უნდა, რომ
           ჩვენს მოსახლეობას შეღავათები ქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკითხი უფრო კარგად უნდა იყოს შესწავლილი ცენტრალურ მთავრობასთან ერთად. მიწების დანაწევრების საშიშროება არსებობს. საგადასახადო თვალსაზრისითაც, არ ვიცი,
           რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ პროცესს.
 

4.     ა. ჩიტაშვილი: გეთანხმებით, როდესაც ადამიანი ქონების გადასახადს იხდის, მეტად უფრთხილდება მას. არსებობს ხალხი, ვინც არ იხდის აღნიშნულ გადასახადს. ამიტომ, ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ. თუ შენიშვნებს მოგვცემთ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, გავითვალისწინებთ. 

5.     . აგულაშვილი: მე ვფიქრობ, წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის მზად, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ. ვისურვებდი, მოსამზადებელი სამუშაოები და ერთობლივი კონსულტაციები უფრო აქტიურად ჩაატაროს ინიციატორმა
           ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, შესაბამის კომიტეტებთან. სწორედ იმიტომ, რომ  მიწა საბაზრო საქმიანობაში ვერ ჩაერთო, ჩვენთან მიწას ფასი არ აქვს და მიწას რომ
            ფასი დაედოს, უნდა ჩაერთოს ეკონომიკურ საქმიანობაში. საგადასახადო შეღავათები ამას ხელს არ უწყობს. მე ასეთ თემებს უფრო ფაქიზად მოვეპყრობოდი. მომხრე ვიქნებოდი, რომ ის მიწები გავათავისუფლოთ გადასახადებისაგან,         რომლებიც მოახერხებდნენ ერთმანეთთან კონსოლიდირებას. თუ კოოპერატივის წევრი ხარ და მეპაიე ხდები შენი მიწით, ამ შემთხვევაში განთავისუფლდები გადასახადისაგან. ამ საკითხებთან დაკავშირებით მე ახლაც ვარ კონსულტაციის
       რეჟიმში ფინანსთა სამინისტროსთან. ასეთ რამეზე უნდა ვიფიქროთ და არა ხელაღებით გათავისუფლებაზე. მე ვეთანხმები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველ ეტაპზე სოფლად მცხოვრები
            კომლებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფიზიკური პირების გათავისუფლებას მიწაზე ქონების გადასახადისაგან, რადგან აჭარის ზოგიერთ
       მუნიციპალიტეტში არ დასრულებულა მიწის რეფორმა, თუმცა ჩემი წინადადებაა: კენჭი ვუყაროთ იმას, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა არ არის მზად პლენარულ სხდომაზე გასატანად და ის საჭიროებს
            დამატებით კონსულტაციებს და გადამუშავებას .  
 

გა            გადაწყვიტეს: 

 

კომიტეტი მოუმზადებლად მიიჩნევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად არ თვლის მის გატანას პარლამენტის სხდომაზე განსახილველად.

/ამასთან კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: კომიტეტი ეთანხმება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველ ეტაპზე სოფლად მცხოვრები კომლებისათვის (ოჯახებისათვის) უსასყიდლოდ გადაცემული 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფიზიკური პირების გათავისუფლებას მიწაზე ქონების გადასახადისაგან, რადგან აჭარის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ დასრულებულა მიწის რეფორმა.

რაც შეეხება მთლიანად საქართველოში 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მქონე ყველა ფიზიკური პირის გათავისუფლებას მიწაზე ქონების გადასახადისაგან, უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული მიწის რეფორმის შედეგად მოხდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დანაწევრება. დღეს აგრარული პოლიტიკა მიმართულია წვრილკონტურიანი მიწის ნაკვეთების გამსხვილებისკენ ეფექტური მეურნეობების შესაქმნელად.  წარმოდგენილი პროექტით, პირიქით,  მიწაზე ქონების გადასახადის თავის არიდების მიზნით, მოხდება ისედაც დაქუცმაცებული მიწის ნაკვეთების კიდევ უფრო დანაწევრების ხელშეწყობა, რაც  ხელს შეუშლის მათ კონსოლიდაციას, მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობების შექმნას.

კანონპროექტი არ არის შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან.

აქედან გამომდინარე, კომიტეტი მოუმზადებლად მიიჩნევს კანონპროექტს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად/.

 

 

  

      სხდომის თავმჯდომარე:                                                        . აგულაშვილი

  

         სხდომის მდივანი:                                                                 . ქიტიაშვილი