პარლამენტის ბიუროს სხდომა
Thursday, 04 April 2013 17:13

პარლამენტის ბიურომ 4 - 5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დამატებით შეიტანა, მათ შორის: კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 
კანონპროექტით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება 12 თვით (მოქმედი რედაქციით - გაწვევის ვადაა 15 თვე), რაც გავრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნენ 15 თვის ვადით. გაწვევის გადავადებად განისაზღვრება ასევე პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების - გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების შესაბამისად - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე პერიოდი.
ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.

Last Updated on Thursday, 04 April 2013 17:16
 
modules