|
საპარლამენტო უმცირესობის წევრის პაატა ლეჟავას მიერ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. ლორთქიფანიძემ ლეჟავას „უმცირესობის მიერ "ქართული ოცნების“ თვითმარქვია რევიზორად“ დანიშნული უწოდა და განაცხადა, რომ ის პროექტები, რომელთა განხორციელებაში ხელისშემშლელად ლეჟავა ლორთქიფანიძეს ასახელებს, სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის დაუგეგმავი და გაუთვლელი მოქმედებების გამო შეჩერდა.
მაგალითად ზედა ვანის სკოლის მშენებლობა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ჩაეყარა საფუძველი, მალევე შეჩერდა და მის შემდეგ არაფერი გაკეთებულა. არსებობს მხოლოდ პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მილიონ ორასი ათას ლარზე, ასევე არსებობს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ გამოცემული დადგენილება, ,, რომელიც ითვალისწინებდა გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარებას სკოლასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის შემდგომ მთავრობას არ უზრუნია დაფინანსების წყაროს მოსაძიებლად. დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მას კონსულტაციები ჰქონდა განათლების სამინისტროსთან და მალე გაგრძელდება სკოლის მშენებლობა, მაგრამ არა ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა - წინმსწრებად, დაფინანსების წყაროს გარეშე ატარებინებდნენ სამუშაოებს და გადაუხდელობის გამო ჩერდებოდა პროექტები. უფრო მეტიც, ლორთქიფანიძემ ლეჟავას ბრალი დასდო, რომ მან თავისი რვაწლიანი დეპუტატობის პერიოდში გააუქმა სამი სოფლის სკოლა და ერთ-ერთ მათგანში თხილის ქარხანა უნდოდა გაეკეთებინა. ახალმა ხელისუფლებამ კი ეს სკოლა (სოფელ მიქელეფონში) უკვე აღადგინა და მიმდინარეობს მუშაობა სხვა სკოლების აღსადგენადაც. ლეჟავას მეორე ბრალდება ვანი-სულორის გზის მშენებლობის შეჩერებას უკავშირდება. ლორთქიფანიძის განცხადებით, არსებული ხარჯთაღიცხვის მიხედვით ამ პროექტზე უნდა დხარჯულიყო 2 მლნ 400 ათასი ლარი, მაგრამ რეალურად ამის მეათედი სამუშაოებიც არ შესრულებულა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ატარებს მის ინვენტარიზაციას და უკეთ გამოჩნდება ყველაფერი. დავით ლორთქიფანიძემ ისაუბრა ასევე ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით, მან მოიძია გერმანელი არქიტექტორის მიერ შესრულებული პროექტი და განაცხადა, რომ პროექტით გათვალისწინებული არცერთი პუნქტი არ არის შესრულებული, „უფრო მეტიც, პროექტით არ არის გათვალისწინებული მუზეუმისათვის სახურავის მოხსნა, მაგრამ ლეჟავასა და სააკაშვილის უშუალო მითითებით, როდესაც სააკაშვილი იყო ვანში წინასაარჩევნოდ ჩასული, შენობას მოხადეს სახურავი, მთელი წლის განმავლობაში მუზეუმი ღია ცის ქვეშ დარჩა, საყრდენი კედლები ინგრევა და მასზე არანაირი სამუშაოების გაგრძელება არ შეიძლება, ანუ ეს პროექტი ლეჟავამ და ნაციონალურმა მოიძრაობამ ჩაშლის პირას მიიყვანა. გარდა ამისა პაატა ლეჟავამ რაიონის ცენტრში ნაციონალური მოძრაობის ოფისი ააშენა, რომელზეც დაახლოებით ნახევარი მილიონი დაიხარჯა, მისი არც პროექტი არსებობს, არც ხარჯთაღრიცხვა, არც ბიუჯეტშია გადახდილი რაიმე. ეს არის რეალურად მათი სახე და ეს ადამიანები ცდილობენ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში, რასაც არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები, მას უნდა გაღმა შედავების პრინციპით გააგრძელოს პარლამენტში მოღვაწეობა“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ მან ასევე გაიხსენა 26 მაისს დაღუპული ვანელი სულიკო ასათიანი, რომლის ოჯახზეც ნაციონალური მოძრაობა, კონკრეტულად პაატა ლეჟავა და უშიშროების მაღალჩინოსნები ზეწოლას ახდენენ, ამასთან დაკავშირებით დავით ლორთქიფანიძემ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. |