|
საქართველოს პარლამენტის უმცირესობის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, კახი კალაძესთან |
|
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 18:44 |
|

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, კახა კალაძეს მოუსმინეს. უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული სამინისტროს საქმიანობის სფერო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებისთვის, შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან მაღალი მოლოდინები და მოთხოვნები არსებობს. ეს შეეხება საკითხებს დაწყებული კომუნალური ტარიფებით, მიმდინარე პროექტებით და კონკრეტული პროგრამებით დასრულებული. შეხვედრის დასაწყისში დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა საქმიანად და კონსტრუქციულ დიალოგის ფორმატში წაიმართებოდა და დეპუტატებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მოსმენის საშუალება მიეცემოდა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების შეკითხვები ძირითადად ქვეყნის გაზიფიცირების, ელექტროენერგიის გამომუშავების და მისი შემდგომი ექსპორტის, კომუნალური მრიცხველების, სატარიფო პოლიტიკის და ჰესების მშენებლობის საკითხებს შეეხებოდა. მაჟორიტარმა დეპუტატებმა კონკრეტული რაიონების პრობლემატური საკითხები წამოწიეს და მათი მოგვარების თაობაზე მინისტრის ხედვები მოისმინეს. შეხვედრის დასასრულს დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კახა კალაძემ გულახდილ დისკუსიაში პასუხები გასცა იმ კითხვებს, რომლებზეც დღეს მას ჰქონდა ინფორმაცია, რაც შეეხება კითხვების იმ ნაწილს, რომელზეც დღეს არ იყო პასუხი, მომავალში დამატებითი შეხვედრა ან საქმიანი კონსულტაცია გაიმართება. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 05 აპრილი 2013 10:15 |