პარლამენტის პლენარული სხდომა
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 21:26

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით, 81 ხმით 16-ის წინააღმდეგ  მიიღო ორგანული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“  ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დეპუტატებმა მეორე მოსმენითვე განიხილეს და მიიღეს აღნიშნული პროექტის თანმდევი სამი კანონპროექტი: „საქართველოს საერთო სასამართლოების   მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“,  „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 

კანონპროექტით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   განისაზღვრება კოლეგიის ფორმირების წესი, ზუსტდება კოლეგიის წევრად ყოფნის გამომრციხავი გარემოებები, ასევე რეგულირდება სადიციპლინო კოლეგიისა და სადიციპლინო პალატის გადაწყვეტილებების ოფიციალურად გამოქვეყნებისა და პარლამენტის მიერ სადიციპლინო კოლეგიაში არჩეული წევრებისისათვის ანაზღაურების წესი და ფარგლები. კანონპროექტით „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დგინდება იუსტიციის იუმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის და დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების ახალი რეგულაციები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, სასამართლოს შენობასა და სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და ჩაწერა განხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“  ორგანული კანონის შესაბამისად.

საპარლამენტო უმცირესობის აზრით, „საქართველოს საერთო სასამართლოების   მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“  კანონპროექტი გამიზნულია იმისთვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ სასამართლო ხელისუფლებაზე ინსტიტუციური კონტროლი განახორციელოს. მათი აზრით, კანონპროექტის ამ სახით მიღებამ  საქართველოს ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მიღებაში შეიძლება პრობლემები შეუქმნას.

პლენარულ სხდომაზე  პირველი მოსმენით განიხილეს  და 86 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს პარლამენტის წევრის, ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი ცვლილებებით პარლამენტის რეგლამენტი შესაბამისობაში მოდის ,,საერთო სასამართლოების შესახებორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან. რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების  პარლამენტისათვის წარდგენის, განხილვისა და არჩევის წესი და ვადა. პროექტის თანახმადპარლამენტში იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს წევრების არჩევნები  საჭიროების შემთხვევაში იმართება სამ ტურად. იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერ შეივსო  ყველა ვაკანსია, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული გამოვლინდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამასთან ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდესპროექტის თანახმად,   პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოში ასარჩევი 6 წევრიდან, 2 წევრი აუცილებლად  არჩეული უნდა იყოს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, წარმოდგენილ პროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით კი, პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოში  6 წევრის არჩევის წესთან დაკავშირებით არ არის გათვალისწინებული  ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.

plenaruli 2პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა  აღნიშნულ საკითხზე და მთლიანად „საერთო სასამართლოების შესახებ“  ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონპროექტებში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების 99%-ი. მისივე თქმით,  პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოში 6 წევრის არჩევისას 2/3-იან კვორუმზე საუბრისას საპარლამენტო უმცირესობა ვენეციის კომისიის დასკვნის საკუთარი ინტერპრეტაცია მოჰყავს. დავით უსუფაშვილმა  საპარლამენტო უმცირესობას მიმართა, თვითონ წარმოადგინონ ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი, სადაც  2/3 -იან კვორუმზეა საუბარი, რათა გამოირიცხოს გაუგებრობა და  საკითხი დაზუსტდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონპროექტებზე მოშაობის პროცესი დეკემბერში დაიწყო და ამდენ ხანს მხოლოდ იმიტომ გაგრძელდა, რომ გათვალისიწებული ყოფილიყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ექსპერტების მოსაზრებები და პოლიტიკური ოპონენტების წინადადებები. მისი შეფასებით, ,,წარმოდგენილი კანონპროექტებით ხდება არასწორი და მახინჯი სისტემის რეფორმა“, რომლის შედეგად მოსამართლეები პოლიტიკური დიქტატისგან გათავისფლდებიან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც არ უნდა ჩაწერილიყო  კანონპროექტებში საქართველოს პრეზიდენტი ცვლილებებს მაინც არ დაუჭერდა  მხარს. "ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოებაზე, ამ შემთხვევაში მოსამართლეებზე და ამ კანონპროექტის მიღებით სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ზეწოლისგან, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტში რაც არ უნდა ჩაწერილიყო, თქვენი ლიდერი მაინც არ იტყოდა, რომ კარგი კანონი მიიღეთო“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. "წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროცესები გველის და უმჯობესი იქნება თუ მონაწილეობას თქვენც მიიღებთ", - მიმართა დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას.

პარლამენტმა  მეორე მოსმენით განიხილა და 83 ხმით, ერთხმად მიიღო კანონპროექტიუმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც  განისაზღვრება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მქონე პირთა წრე, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ პირთა უფლებამოსილება, გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. კანონპროექტითვე დგინდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობა და პირობები.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს და 80 ხმით, ერთხმად მიიღეს  კანონპროექტისაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც  მხარეთა შეთანხმების საფუძველზე საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვის საკითხი რეგულირდება. საპარლამენტო უმცირესობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო.

მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 5 აპრილს. სხდომა  13:00 საათზე  დაიწყება. 

 

ბოლოს განახლდა პარასკევი, 05 აპრილი 2013 17:02
 
modules