ბიუროს 2013 წლის 3 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

             

             

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 3 აპრილის

სხდომის დღის წესრიგი

 

1.         საქართველოს    პარლამენტის   2013  წლის  3- 5 აპრილის  პლენარული 

            სხდომების  დღის  წესრიგი

         

          განსახილველი  საკითხები

 

1.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (#07-2/7, 29.11.2012) „საერთო სასამართლოების  შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე  საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ“

 

             (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

              _____________________________________________________________________________________________

2.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/75, 28.03.2013) I მოსმენა

               (საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი)

              (რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის, განხილვისა და არჩევის წესი და ვადა)

                     ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

            _____________________________________________________________________________________

3.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N07-3/72, 21.03.2013) I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე იმერლიშვილის, იოსებ ჯაჭვლიანის, თ. ჯაფარიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

              (წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით იცვლება საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული სამი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შუალედური არჩევნების ჩატარების პერიოდულობა და შუალედური არჩევნების ჩატარების ვადად განისაზღვრება უახლოესი თებერვალი, ივნისი ან ოქტომბერი, თუ შესაბამისი თვის ბოლომდე 70 დღეზე მეტია დარჩენილი, ხოლო თუ დარჩენილია 70 დღეზე ნაკლები შესაბამისი მოვდენო თვე)

                       ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

             ____________________________________________________________________________________________

4.         საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/52, 21.03.2013) I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე)

 

             (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მქონე პირთა წრე, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ პირთა უფლებამოსილება, გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა; კანონპროექტითვე დგინდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობა და პირობები)

                      საქართველოს მთავრობა ითოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

               ____________________________________________________________________________________________

5.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი) (IFAD  სესხი N802-GE და გრანტი N1160 - GE) ცვლილების“ (#07-1/40, 18.03.2013) რატიფიცირების თაობაზე“

(საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი)

           ______________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/30, 24.01.2013) II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძეთანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

              (წარმოდგენილი კანონის პროექტით რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის, რეალიზაციისა და განადგურების წესი, ასევე მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი)

             ______________________________________________________________________________________________

7.         საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (#07-2/19, 27.12.2012)

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

                        (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე, ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ზომები ამ პირთა ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველყოფის მიზნით (დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ადმინისტრაცია ცალ-ცალკე ათავსებს საჭიროების შემთხვევაში ან გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე)

8.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

               (კანონპროექტის თანახმად ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს, პროკურორის მითითების გარეშე ადმინისტრაცია მოათავსებს ცალ-ცალკე, გამონაკლისის გარეშე)

            ______________________________________________________________________________________________

9.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/26, 16.01.2013) II მოსმენა

           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

             (კანონპროექტით დგინდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შეთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება)

10.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

             (კანონპროექტით განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სასამართლოსათვის მიმართვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით)

            ______________________________________________________________________________________________

11.       საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო  ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/41, 04.03.2013) II მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე)

              (კანონპროექტით გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება 12 თვით (მოქმედი რედაქციით - გაწვევის ვადაა 15 თვე), რაც გავრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნენ 15 თვის ვადით. კანონპროექტითვე გაწვევის გადავადებად განისაზღვრება ასევე პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების - გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების შესაბამისად - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე პერიოდი)

           ______________________________________________________________________________________________

12.       საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/43, 04.03.2013)                II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

              (კანონპროექტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად ასევე განისაზღვრა კონტრაქტის ვადის გასვლა)

            _____________________________________________________________________________________________

13.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/37, 07.02.2013) II მოსმენა

          (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე,  პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

              (კანონპროექტის თანახმად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად)

            ______________________________________________________________________________________________

14.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/42, 04.03.2013) I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

              (წარმოდგენილი კანონპროექტი რეგულირდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვის საკითხი)  

                    საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

         (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

           ______________________________________________________________________________________________

15.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/40, 26.02.2013) I მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

 

              (კანონპროექტით ცვლილება შედის იმ მუხლებში, რომლებიც ეხება ალბათობის მაღალი ხარისხის განმარტებას, განმეორებით დაკავების, ბრალის წარდგენისა და მსჯავრდების აკრძალვას, დაუშვებელ და ირიბ მტკიცებულებებს, დაცვის მხარის უფლებებს, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესს)

          _____________________________________________________________________________________________

16.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/54, 07.02.2013) I მოსმენა

(საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი  - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

              (წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ზედამხედველობის ორგანო – რეგენტთა საბჭო. საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს)

17.       საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა)

18.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

            (კანონპროექტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობიდან მიღებული მოგება, ხოლო აღნიშნული დაწესებულებების ქონების გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1%–ით)

            ______________________________________________________________________________________________

19.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/62, 22.02.13) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით დარჩიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებებს თავდაცვის სფეროში ემატება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცება, ასევე ზუსტდება იმ სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება თავდაცვის ორგანიზაცია)

            ______________________________________________________________________________________________

20.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “1960 წლის   13 დეკემბრის „ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენცია „საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე“ (შესწორებული 1970 წლის 6 ივლისის დამატებითი ოქმით, 1978 წლის 21 ნოემბრის ოქმით და  1981 წლის 12 თებერვლის ცვლილებების ოქმით), 1981 წლის 12 თებერვლის მრავალმხრივ შეთანხმება „მარშრუტზე მოძრაობის საფასურის შესახებ“, „1960 წლის 13 დეკემბრის  „ევროკონტროლის“  „საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო კონვენციის შესაბამისობაში მოსაყვანად შეტანილი ცვლილებების ოქმი“ (1997 წლის 27 ივნისი) და 1960 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული სხვადასხვაგვარად შესწორებული და 1997 წლის 27 ივნისის ოქმით კონსოლიდირებული საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე „ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციაში ევროგაერთიანების შესვლის ოქმის“ (2002 წლის 8 ოქტომბერი) (#07-1/37,05.03.2013) რატიფიცირების თაობაზე“

                (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  პაატა კვიჟინაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

          ___________________________________________________--

21.         საქართველოს კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-3/22, 29.11.2012) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: -  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის შესაბამისად, იმიჯნება იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები. ახლებურად ყალიბდება მთავარი პროკურორის მოადგილეების, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე გამწესებისა და ასევე მათი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესთან დაკავშირებული საკითხები)

22.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა            

                (კანონპროექტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი ხდება გააპროტესტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო, ასევე შესაძლებელი ხდება პროკურორის პროტესტით, რაიონული ან სააპელაციო სასამართლოების მიერ, გაუქმდეს ან შეიცვალოს როგორც რაიონული (საქალაქო), ისე სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე)

23.         საქართველოს კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

                (კანონპროექტით უქმდება გამონაკლისი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების გაუქმებასთან მიმართებით)

24.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

                (კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები ხდება საჯარო (მოქმედი რედაქციით - საჯაროა მხოლოდ სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი)

25.         საქართველოს კანონის პროექტი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  I მოსმენა               

                (წარმოდგენილი კანონპროექტით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის შესრულებაზე, აგრეთვე აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ზედამხედველობას, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები)

26.         საქართველოს კანონის პროექტი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა  

                 (კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველბას  იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები)

27.         საქართველოს კანონის პროექტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  I მოსმენა               

                (კანონპროექტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად)

28.         საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

                (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად)

29.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

                (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა)

30.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა   

                 (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობისა და საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის დაკავების, დაპატიმრებისა ან ჩხრეკის შესახებ მოთხოვნაზე წარდგინებას განახორციელებს მთავარი პროკურორი, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა)

31.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა         

                (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში მისი დაკავების ან დაპატიმრებული სახალხო დამცველის განთავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვას განახორციელებს მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად)

32.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს  პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

                (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა)

33.         საქართველოს კანონის პროექტი სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“                      I მოსმენა

                (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სასამართლო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრის სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით. კანონპროექტით ხდება ასევე გადავადებულ ექსტრადიციის და დროებით გადაცემის, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებისა და მისი გასაჩივრების, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის წესების ახლებური რეგულირება)

34.         საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა               

                (კანონპროექტით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებისათვის დაწესებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ გავრცელდება მხოლოდ მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე (მოქმედი ნორმით, აღნიშნული მოთხოვნა ასევე არ ვრცელდება იუსტიციის მინისტრზე).

             _____________________________________________________________________________________

35.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმის (#07-1/34, 11.02.2013) რატიფიცირების თაობაზე“

               (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

              _____________________________________________________________________________________________

36.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ძირითადი შეთანხმების (#07-1/38, 14.03.2013) რატიფიცირების თაობაზე“

 (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე)

              _______________________________________________________________________________________

37.       საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/51, 21.03.2013)                I მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

              (კანონპროექტით რეგულირდება კონკურსის წესით დასანიშნ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი და ვადა, ასევე ზუსტდება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის ვადა; კანონპროექტითვე განისაზღვრება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელების წესი)

               _____________________________________________________________________________________________