| ბიუროს 2013 წლის 1 აპრილის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 1 აპრილის სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 3- 5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსახილველი საკითხები
1. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/30, 24.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონის პროექტით რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის, რეალიზაციისა და განადგურების წესი, ასევე მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი) ______________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-3/58, 20.02.2013) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად სახელმწიფო დაზვერვის სამსახური ხდება საქართველოს მთავრობის, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომლის საქმიანობაზეც სამსახურებრივ ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს მთავრობა) 3. საქართველოს კანონის პროექტი „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სისტემის ფუნქციონირების სამსახურებრივ ზედამხედველობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საქართველოს მთავრობა თავისმხრივ დაამტკიცებს ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას) 4. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, ხდება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გამიჯვნა, ასევე რეგულირდება ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელებასთან, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნასთან, კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მთავრობის უფლებამოსილების საკითხი) 5. საქართველოს კანონის პროექტი ,,ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ან მათი ხელმძღვანელების მიერ კანონმდებლობის დარღვევისას, წერილობით მიმართავს საქართველოს მთავრობას ამ ინფორმაციისათვის სახელმწიფო გრიფის მოხსნის მოთხოვნით) 6. საქართველოს კანონის პროექტი ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელ სპეციალურ სამსახურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, რომელიც კონტრდაზვერვით საქმიანობაზე განახორციელებს სამთავრობო კონტროლს) _____________________________________________________________________________________________ 7. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/26, 16.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) (კანონპროექტით დგინდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შეთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება) 8. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტით განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სასამართლოსათვის მიმართვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით) ______________________________________________________________________________________________ 9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/42, 04.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) (წარმოდგენილი კანონპროექტი რეგულირდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვის საკითხი) საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) ______________________________________________________________________________________________ 10. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/40, 26.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)
(კანონპროექტით ცვლილება შედის იმ მუხლებში, რომლებიც ეხება ალბათობის მაღალი ხარისხის განმარტებას, განმეორებით დაკავების, ბრალის წარდგენისა და მსჯავრდების აკრძალვას, დაუშვებელ და ირიბ მტკიცებულებებს, დაცვის მხარის უფლებებს, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესს) _____________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმის (#07-1/34, 11.02.2013) რატიფიცირების თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) _____________________________________________________________________________________________ 12. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/54, 07.02.2013) I მოსმენა (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ზედამხედველობის ორგანო – რეგენტთა საბჭო. საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) 13. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა) 14. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობიდან მიღებული მოგება, ხოლო აღნიშნული დაწესებულებების ქონების გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1%–ით) ______________________________________________________________________________________________ 15. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/41, 04.03.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე) (კანონპროექტით გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება 12 თვით (მოქმედი რედაქციით - გაწვევის ვადაა 15 თვე), რაც გავრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნენ 15 თვის ვადით. კანონპროექტითვე გაწვევის გადავადებად განისაზღვრება ასევე პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების - გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების შესაბამისად - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე პერიოდი) ______________________________________________________________________________________________ 16. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/43, 04.03.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი) (კანონპროექტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად ასევე განისაზღვრა კონტრაქტის ვადის გასვლა) _____________________________________________________________________________________________ |






