სხდომის ოქმი #13

  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი ¹ 13 

                                                                                                                                                                                                                                                                                            21მარტი 2013 წ.

 

 სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                           დიმიტრი ხუნდაძე

       

ესწრებოდნენ:                                                   კობა დავითაშვილი

ჯანმრთელობის დაცვისა და                             გუგული მაღრაძე

სოციალურ საკითხთა                                        ფატი ხალვაში

კომიტეტის წევრები                                          გიორგი ხეჩინაშვილი

                                                                         მირიან წიკლაური

                                                                         მალხაზ წერეთელი

                                             გედევან ფოფხაძე

                                           გიორგი წერეთელი

მიხეილ მაჭავარიანი

კახაბერ ოქრიაშვილი 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის მინისტრის

მოადგილე                                                                     დავით ლომიძე

სხდომის დღის  წესრიგი :

 

    1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (#161; 03.01.13) საქართველოს კანონის პროექტის: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ((#07-2/24; 03.01.2013.) III მოსმენით განხილვა. 

მომხსენებელი:  საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილე  დავით  ლომიძე

  სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ სიტყვა მოხსნებისათვის გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით ლომიძეს, რომელმაც სხდომაზე მე-3 მოსმენით განსახილველად წარმოადგინა დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია ძალოვანის სტრუქტურებიდან დსთხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

გუგული მაღრაძე- აღნიშნა, რომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი წერილი იყო შემოსული კომიტეტში, ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ მოხდება დათხოვნილი პირების გათანაბრება. მადლობა გადაუხადა მთავრობას ინიციატივისათვის.

გიორგი წერეთელი- მიმართა მინისტრის მოადგილეს, რომ მარჩენალდაკარგულთა კომპენსაციის, სამხედრო პენსიონერთა, მინიმალური ქვედა ზღვრისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაგრძელდება მუშაობა და სთხოვა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობიდან გადმოცემული იქნას კალკულაციები, პროგნოზული გათვლები, რომელსაც გამოიწვევს ცვლილებები.

სხდომაზე კანონის პროექტის მიმართ სხვა სახის და ამავე დროს რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება(ერთხმად):.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის;

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე

დიმიტრი ხუნდაძე

 

 

 სხდომის მდივანი

ნიკოლოზ ვარნაზიშვილი

 
modules