| ბიუროს 2013 წლის 6 მარტის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 6 მარტის სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 6 – 7 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი
კენჭსაყრელი საკითხები
1. საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/28, 16.01.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება ახალგაზრდული კავშირების მიზანი, ასევე ხდება აღნიშნულ კავშირების წევრებისათვის ასაკობრივი შეზღუდვისა და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის შექმნასა და ფუნქციონირებასან დაკავშრებული ნორმები) _____________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/19, 29.11.2012) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი)
(წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში) ______________________________________________________________________________________________ 3. საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/23, 03.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ განახორციელებს სახელმძღვანელობის ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენას, შეფასებასა და გრიფის მინიჭებას; ასევე ავტორიზაციის საბჭოს ნაცვლად იქმნბა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოები) 4. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი; ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ გაუწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სამართლებრივ დახმარებას) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 5. საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციაში გაატარონ, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან შეთანხმებული, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები; გარდა ამისა სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, რეგისტრაციაში გაატარებს ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს) 6. საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 7. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) _____________________________________________________________________________________________ 8. საქართველოს კანონის პროექტი `შემოსავლების სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/16, 17.12.2012) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (კანონპროექტი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის არსებობის შესაძლებლობას, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო კომპეტენციას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი - გადაწყვეტილებით) _____________________________________________________________________________________________ 9. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/41, 08.01.2013) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (ორგანული კანონის პროექტით თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება) 10. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით დედაქალაქის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება) ______________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/39, 27.12.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა) 12. საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით დგინდება აკრძალვა განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის, გადასახდელის ან საფასურის შემოღებაზე იმ საქმიანობისა ან მომსახურების გაწევისათვის, რომლებზეც უკვე დადგენილია მოსაკრებელი) _____________________________________________________________________________________________ 13. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/24, 03.01.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირთათვის, ასევე სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი) _____________________________________________________________________________________________ 14. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/17, 26.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი) (კანონპროექტის შესაბამისად, კომიტეტებთან იქმნება, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან შემდგარი, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა შემადგენლობასაც დანიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სხდომებს, საჭიროების მიხედვით, მოიწვევს კომიტეტი) ______________________________________________________________________________________________ 15. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/47, 18.01.2013) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გუჯაბიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი ) (რეგლამენტის პროექტის თანახმად სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმია ნი ან ეროვნული) _____________________________________________________________________________________________ 16. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/46, 17.01.2013) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ხმალაძის და ლევან ბეჟაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე) (ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების, ფოტო გადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიო ჩაწერისა და ეთერში გადაცემის, ასევე ნაფიცი მსაჯულების მონაწილებით მიმდინარე სასამართლო პროცესის ფოტო გადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიო ჩაწერისა და ეთერში გადაცემის საკითხები) ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ______________________________________________________________________________________________ 17. საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/29, 24.01.2013) III მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი) (კანონპროექტით ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აღიარება ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრამებად) მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ______________________________________________________________________________________________ 18. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/43, 17.01.2013) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი) (ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება დამატებითი პირობები, რომლის საფუძველზე ეროვნულ ბანკი იღებს გადაწყვეტილებას პირის რეგისტრაციაზე ან მასზე ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ______________________________________________________________________________________________ 19. საქართველოს კანონის პროექტი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/52, 06.02.2013) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი)
(წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საკრედიტო საგადახდო ბარათის გაცემის პირობები) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ______________________________________________________________________________________________ 20. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/31, 30.01.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი, რომელიც გაიცემა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის და რომლის გაცემისა და განაწილების წესს განსაზღვრავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) ______________________________________________________________________________________________ 21. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/48, 31.01.2013) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი) _____________________________________________________________________________________________ 22. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/25, 14.01.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ პუნქტების ამოღება, რომლებიც არეგულირებენ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების უფლებამოსილების საკითხებს) 23. საქართველოს კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელი და მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აგრეთვე ხდება ატმოსფერული ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის, გაფრქვევის სახელმწიფო ფორმების, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების საკითხების რეგულირება) 24. საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავების, მათი განხორციელების უზრუნველყოფის, ნორმატიული ბაზის შექმნისა და მიღების ვალდებულება, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაცვლად, დაეკისრება ენერგეტიკის სამინისტროს) 25. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტორების უფლებამოსილებათა გამიჯვნა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა მეშვეობით, ხოლო ნავთობისა და გაზის სფეროში კი - ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგნეტო) 26. საქართველოს კანონის პროექტი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს დასახელება და ეწოდება გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 27. საქართველოს კანონის პროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა უნდა მოხდეს 2015 წლის 1 იანვრამდე) 28. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით ხდება იმ ნორმების ამოღება, რომელიც განსაზღვრავს მთავრობისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონქვემდებარე აქტების მიღების უფლებამოსილებას) 29. საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ექნება უფლება მუდმივად შეინახოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები) 30. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ) 31. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 32. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებთანაც სამხედრო პოლიცია ვალდებულია ითანამშრომლოს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 33. საქართველოს კანონის პროექტი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო, რომლის კონტროლსაც განახორციელებს სამინისტრო) 34. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და ადგილების დარღვევა და სხვა., ასევე განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების საკითხი) 35. საქართველოს კანონის პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, დაცული ტერიტორიის (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირების განმსაზღვრელ მენეჯმენტის გეგმას დაამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ასევე ხდება იმ მუხლის ამოღება, რომლითაც განისაზღვრება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის უფლებამოსილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასთან დაკავშირებით) 36. საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობებში და ტყის ფონდის ტერიტორიაზე) 37. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო; სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტრო) 38. საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლიდან ხდება გარემოს დაცვის სფეროში დადებული შეთანხმების დადების შემთხვევაში აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ამოღება, ასევე იმ ნორმათა ამოღება, რომლებითაც რეგულირდება აღნიშნული ხელშეკრულების არსებობისას აღსრულების შეწყვეტის საკითხს) 39. საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ჩაითვლება ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლე ნავთობისა და გაზის სფეროში, კანონპროექტითვე განისაზღვრება მის მიერ გაწეული მომსახურების საფასური) 40. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით ხდება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებად, ასევე განისაზღვრება აღნიშნული სამინისტროების უფლებამონაცვლეობის საკითხი) 41. საქართველოს კანონის პროექტი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროსა და ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საექსპერტო კომისიის შექმნის უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ნაცვლად გარემოს დაცვის სამინისტროსა) 42. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, ხდება ბუნებრივი რესურსების მართვისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუქნციების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში გადატანა; გარემოსდაცვითი ცნობიერების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით იქმნება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი) 43. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ემატება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება და ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო) 44. საქართველოს კანონის პროექტი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ნაცვლად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსი, დაადგენს იმ სახელმწიფოთა ნუსხას, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის ტრანზიტით გადაადგილება) 45. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტით წყლით სარგებლობის წესის დარღვევის მუხლიდან ხდება შენიშვნის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არ დაკისრების საკითხს) 46. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომელთა ნორმატიული აქტები (თავდაცვის, უშიშროებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით) შესაძლებელია მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაცვლად, მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 47. საქართველოს კანონის პროექტი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის (დღეს მოქმედი რედაქციით - გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან შეთანხმებით) 48. საქართველოს კანონის პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო) 49. საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით ხდება იმ მუხლების ამოღება, რომლებითაც დაშვებულია ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე, აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა) 50. საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელმწოდების შეცვლა, ასევე იმ მუხლების ამოღება, რომლებითაც თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, ილტოსა და ლაგოდეხის აღკვეთილში დაშვებულია დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა) 51. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ხოლო სანებართვო და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულებაზე კონტროლის ვალდებულება ეკისრება სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს) 52. საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია დაცული ტერიტორიების მართვასა და ზონირების განხორციელებისას) 53. საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ; ასევე ხდება იმ ქვეპუნქტის ამოღება, რომლითაც ქობულეთის აღკვეთილში დაშვებული იყო დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა) 54. საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას, საგადასახადო ორგანოების გარდა, თავისი კომპეტენციების ფარგლებში განახორციელებენ სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, აჭარის სატყეო სააგენტო და ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) 55. საქართველოს კანონის პროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს დასახელება და ეწოდება გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 56. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ასევე ლიცენზიას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო) 57. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იმ აღმასრულებელ ორგანოთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად, მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 58. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროქტით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს ქონების მმართველის თანხმობით სარგებლობის უფლებით გასცემს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო, ნაცვლად ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა) 59. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც აწესრიგებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის (ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის) თაობაზე სასამართლო დავის განხილვის საკითხებს და ვადებს) 60. საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭების საკითხი, ასევე ხდება იმ ქვეპუნქტის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული იარაღის ტარების უფლებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებისათვის) 61. საქართველოს კანონის პროექტი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ორგანოდ განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ასევე დგინდება აღნიშნული სამინისტროს მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი) 62. საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის მიზნებისათვის არ წარმოადგენს კონტროლს დაემატა გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 63. საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გადაეცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების ფუნქცია, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების ფუნქცია) 64. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით საგადასახადო ორგანო ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, ნაცვლად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსი, წარუდგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს) _____________________________________________________________________________________________ 65. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/30, 24.01.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონის პროექტით რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის, რეალიზაციისა და განადგურების წესი, ასევე მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი) ______________________________________________________________________________________________ 66. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) _____________________________________________________________________________________________ 67. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ“ (მომხსენებელი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ებანოიძე)
განსახილველი საკითხები
1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/23, 29.11.2012) II მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონპროექტით უქმდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე)
2. საქართველოს კანონის პროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა
(წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება მზღვეველის მართვასა და მისი საქმიანობის განხორციელებასთან, სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაცვლად, განახორციელებს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომლის შექმნის წესი, ფუქნციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონპროექტითვე)
3. საქართველოს კანონის პროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა
(კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი არ ამოქმედდება სადაზღვევო ორგანიზაციების მიმართ)
4. საქართველოს კანონის პროექტი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა
(კანონპროექტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სადაზღვევო აგენტის ფუნქციებს განახორციელებენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით)
5. საქართველოს კანონის პროექტი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა
(კანონპროექტით, სადაზღვევო კომპანიებისათვის საზედამხედველოდ ორგანოდ განისაზღვა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური) ______________________________________________________________________________________________ 6. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/53, 07.02.2013) I მოსმენა (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის თანახმად თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები ჩაითვლება აკადემიური პროგრამის დაძლეულ ნაწილად, თუ მიღებულია იგივე წესით, როგორც მას იღებენ აკადემიური საფეხურის სტუდენტები და გავლილი კურსები შეესაბამება აკადემიურ პროგრამას. თუკი დაძლეული პროგრამა არ შეესაბამება აკადემიურ პროგრამას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არ სცნოს თავისუფალი მსმენელის, ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები) ________________________________________________________ 7. საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ (#07-3/56, 08.02.2013) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის შესაბამისად რეგულირდება პროფესიული თეატრების დაფუძნების, სტრუქტურისა და მართვის, თეატრების დაფინანსების წყაროებისა და ქონების, ასევე თეატრების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები) ________________________________________________________ 8. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/38; 08.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე) (კანონპროექტით განისაზღვრება სკოლის დირექტორის შესაძლებლობა შეასრულოს სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან ვერ არჩევის შემთხვევაში; კანონპროექტითვე 2013 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება უგრძელდებათ 2013 წლის 1 ივნისამდე) _______________________________________________________ 9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/26, 16.01.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) (კანონპროექტით დგინდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შეთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება) 10. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტით განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სასამართლოსათვის მიმართვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით) ______________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/44, 17.01.2013) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით დგინდება შეზღუდვა აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) რეკლამასა და სამაუწყებლო რეკლამაზე, ასევე განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა აღნიშნულის დარღვევისათვის) 12. საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სამაუწყებლო ან სხვა სახით რეკლამირება) 13. საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სამაუწყებლო ან სხვა სახით რეკლამირება) _____________________________________________________________________________________________ 14. საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/36, 07.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) (წარმოდგენილი ცვლილების თანახმად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ასევე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ვადად განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი) 15. საქართველოს კანონის პროექტი „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად იცვლება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება და ეწოდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 16. საქართველოს კანონის პროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება და ეწოდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; გარდა ამისა, ხდება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების, გაცემის წესისა და კონტროლის მექანიზმის მარეგულირებელი ნორმები) 17. საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით სახელწოდება ეცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს და ეწოდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) ______________________________________________________________________________________________ 18. საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/32, 01.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ნავთობის ეროვნული კომპანია შესაძლებელია იყოს საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%–ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%–ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო) ______________________________________________________________________________________________ 19. საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ (#07-1/31, 31.01.2013) I მოსმენა (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ირაკლი გორდულაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები შეწყდება და სასჯელისაგან განთავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარის (ეკონომიკური დანაშაული) მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. კანონპროექტითვე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება–ლეგალიზების წესი) 20. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკური თავით გათვალისწინებულ მთელ რიგ დანაშაულებზე ხდება თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირება ან გაუქმება, ანდა სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაწესება; ასევე ხდება ცალკეული მუხლების (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ცრუ მეწარმეობა, ყალბი რეკლამა, საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა და ა.შ.) ამოღება) 21. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ბრალდების მხარე წარადგეს დამაჯერებელ მტკიცებულებას ამის აუცილებლოს შესახებ; ასევე დაუშვებლად არის მიჩნეული გადაჭარბებული გირაოს დაკისრება, რაც ნიშნავს იმას რომ გირაოს ოდენობა არაპროპორციულად მაღალია გამოყენების მიზანთან ან ატარებს სასჯელის ხასიათს) 22. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტით დგინდება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ პირის ინფორმირების ვადები, ასევე განისაზღვრება გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა და გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძვლები და წესები) 23. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით მოსამართლის ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, ასევე ამ ვადის გაგრძელების ვადა მცირდება 10 დღემდე, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 დღისა; ასევე, თუკი მეწარმის წლიური ბრუნვა აღემატება 10 მილიონს, აღნიშნული 20 დღიანი ვადის დამატებით გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 10 დღით, ნაცვლად დღეს მოქმედი 40 დღისა) 24. საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანებას გასცემს მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დამაჯერებელი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში; გარდა ამისა მაკონტროლებელი ორგანო ვალდებული ხდება პრეზიდენტისა და პარლამენტის გარდა ანგარიში წარუდგინოს საგადასახადო ომბუდსმენსა და სახალხო დამცველს) საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას. _____________________________________________________________________________________________ 25. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-1/33, 05.02.2013) I მოსმენა (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ირაკლი გორდულაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტის თანახმად, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მაკონტროლებელი ორგანო ვალდებული ხდება ყოველი წლის 25 იანვრამდე საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, ბრძანებების ოდენობისა და ამ ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებების შედეგების შესახებ, ხოლო სახალხო დამცველი პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში ასევე ასახავს ინფორმაციას ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ) საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. _____________________________________________________________________________________________ 26. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „არჩილ მამათელაშვილის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ (მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გორდულაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) _____________________________________________________________________________________________ 27. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი (ალექსანდრე ხითარიშვილი, გიორგი დიდიძე) კანდიდატურების არჩევის საკითხი. (მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ირაკლი გორდულაძე) _____________________________________________________________________________________________ |






