ბიუროს 2013 წლის 7 მარტის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 მარტის  

სხდომის დღის წესრიგი

         

 

 

1.         საქართველოს  პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის პლენარული სხდომის  დღის  წესრიგი

 

           კენჭსაყრელი  საკითხები

 

1.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტისაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/23, 29.11.2012) II მოსმენა           

                   

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                          

                (კანონპროექტით უქმდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე)

 

2.         საქართველოს კანონის პროექტიდაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“  II მოსმენა        

                         

                (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება მზღვეველის მართვასა და მისი საქმიანობის განხორციელებასთან, სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაცვლად, განახორციელებს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომლის შექმნის წესი, ფუქნციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონპროექტითვე)

 

3.         საქართველოს კანონის პროექტისაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“       II მოსმენა

                        

                (კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი არ ამოქმედდება სადაზღვევო ორგანიზაციების მიმართ)

 

4.         საქართველოს კანონის პროექტიმიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა           

                        

                (კანონპროექტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სადაზღვევო აგენტის ფუნქციებს განახორციელებენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით)

 

5.         საქართველოს კანონის პროექტი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“  II მოსმენა   

                        

                (კანონპროექტით, სადაზღვევო კომპანიებისათვის საზედამხედველოდ ორგანოდ განისაზღვა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური)

             ______________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/53, 07.02.2013) I მოსმენა

       (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის თანახმად თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები ჩაითვლება აკადემიური პროგრამის დაძლეულ ნაწილად, თუ მიღებულია იგივე წესით, როგორც მას იღებენ აკადემიური საფეხურის სტუდენტები და გავლილი კურსები შეესაბამება აკადემიურ პროგრამას. თუკი დაძლეული პროგრამა არ შეესაბამება აკადემიურ პროგრამას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არ სცნოს თავისუფალი მსმენელის, ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები)

       ________________________________________________________

7.         საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ (#07-3/56, 08.02.2013) I მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის შესაბამისად რეგულირდება პროფესიული თეატრების დაფუძნების, სტრუქტურისა და მართვის, თეატრების დაფინანსების წყაროებისა და ქონების, ასევე თეატრების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები)

        ________________________________________________________

8.         საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/38; 08.02.2013) I მოსმენა

           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე)

             (კანონპროექტით განისაზღვრება სკოლის დირექტორის შესაძლებლობა შეასრულოს სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან ვერ არჩევის შემთხვევაში; კანონპროექტითვე 2013 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება უგრძელდებათ 2013 წლის 1 ივნისამდე)

          _______________________________________________________

9.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/26, 16.01.2013) I მოსმენა

           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

             (კანონპროექტით დგინდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შეთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება)

10.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

             (კანონპროექტით განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სასამართლოსათვის მიმართვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით)

            ______________________________________________________________________________________________

11.       საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/44, 17.01.2013) I მოსმენა

           (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

             (კანონპროექტით დგინდება შეზღუდვა აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) რეკლამასა და სამაუწყებლო რეკლამაზე, ასევე განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა აღნიშნულის დარღვევისათვის)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სამაუწყებლო ან სხვა სახით რეკლამირება)

13.       საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

             (წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სამაუწყებლო ან სხვა სახით რეკლამირება)

              _____________________________________________________________________________________________

14.       საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/36, 07.02.2013)  I მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი,  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

          (წარმოდგენილი ცვლილების თანახმად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ასევე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ვადად განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი)

15.       საქართველოს კანონის პროექტი „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

          (კანონპროექტის თანახმად იცვლება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება და ეწოდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო)

16.       საქართველოს კანონის პროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა 

           (წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება და ეწოდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; გარდა ამისა, ხდება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების, გაცემის წესისა და კონტროლის მექანიზმის მარეგულირებელი ნორმები)

17.       საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა 

         (კანონპროექტით სახელწოდება ეცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს და ეწოდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო)

            ______________________________________________________________________________________________

18.       საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/32, 01.02.2013) I მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ნავთობის ეროვნული კომპანია შესაძლებელია იყოს საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%–ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%–ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო)

           ______________________________________________________________________________________________

 

 

 

           განსახილველი  საკითხები

1.         საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ (#07-1/31, 31.01.2013) I მოსმენა

               (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები შეწყდება და სასჯელისაგან განთავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარის (ეკონომიკური დანაშაული) მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. კანონპროექტითვე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება–ლეგალიზების წესი)

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

            (კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკური თავით გათვალისწინებულ მთელ რიგ დანაშაულებზე ხდება თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირება ან გაუქმება, ანდა სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაწესება; ასევე ხდება ცალკეული მუხლების (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ცრუ მეწარმეობა, ყალბი რეკლამა, საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა და ა.შ.) ამოღება)

3.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

            (კანონპროექტის შესაბამისად, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ბრალდების მხარე წარადგეს დამაჯერებელ მტკიცებულებას ამის აუცილებლოს შესახებ; ასევე დაუშვებლად არის მიჩნეული გადაჭარბებული გირაოს დაკისრება, რაც ნიშნავს იმას რომ გირაოს ოდენობა არაპროპორციულად მაღალია გამოყენების მიზანთან ან ატარებს სასჯელის ხასიათს)

4.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

            (კანონპროექტით დგინდება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ პირის ინფორმირების ვადები, ასევე განისაზღვრება გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა და გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძვლები და წესები)

5.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა

            (წარმოდგენილი კანონპროექტით მოსამართლის ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, ასევე ამ ვადის გაგრძელების ვადა მცირდება 10 დღემდე, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 დღისა; ასევე, თუკი მეწარმის წლიური ბრუნვა აღემატება 10 მილიონს, აღნიშნული 20 დღიანი ვადის დამატებით გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 10 დღით, ნაცვლად დღეს მოქმედი 40 დღისა)

6.         საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

            (კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანებას გასცემს მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დამაჯერებელი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში; გარდა ამისა მაკონტროლებელი ორგანო ვალდებული ხდება პრეზიდენტისა და პარლამენტის გარდა ანგარიში წარუდგინოს საგადასახადო ომბუდსმენსა და სახალხო დამცველს)

              საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

              _____________________________________________________________________________________________­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

7.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“

               (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

              _____________________________________________________________________________________________

8.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-1/33, 05.02.2013) I მოსმენა

               (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

             (კანონპროექტის თანახმად, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მაკონტროლებელი ორგანო ვალდებული ხდება ყოველი წლის 25 იანვრამდე საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, ბრძანებების ოდენობისა და ამ ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებების შედეგების შესახებ, ხოლო სახალხო დამცველი პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში ასევე ასახავს ინფორმაციას ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ)

                 საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

             _____________________________________________________________________________________________

9.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „არჩილ მამათელაშვილის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე არჩევის შესახებ“

          (მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

               _____________________________________________________________________________________________

10.       საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე   წარმოდგენილი (ალექსანდრე ხითარიშვილი, გიორგი დიდიძე) კანდიდატურების არჩევის საკითხი.

          (მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

              _____________________________________________________________________________________________

11.       საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/55, 07.02.2013) I მოსმენა

           (საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი)

(რეგლამენტის პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებიდან ხდება მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულების დამტკიცების უფლებამოსილება, ხოლო იმ მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ბიუროს უფლებამოსილებებს ემატება ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზედაც ბიურო, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით, დაამტკიცებს აღნიშნულ დებულებას)

           _____________________________________________________________________________________________

12.       საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“

        

          (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი)

               _____________________________________________________________________________________________

 

 

 

 
modules