| ბიუროს 2013 წლის 11 მარტის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 11 მარტის სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 20 -22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი
განსახილველი საკითხები
1. საქართველოს კანონის პროექტი “შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/16, 17.12.2012) III მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე) (კანონპროექტი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის არსებობის შესაძლებლობას, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო კომპეტენციას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი - გადაწყვეტილებით) _____________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/23, 03.01.2013) III მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ განახორციელებს სახელმძღვანელობის ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენას, შეფასებასა და გრიფის მინიჭებას; ასევე ავტორიზაციის საბჭოს ნაცვლად იქმნბა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოები) 3. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი; ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ გაუწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სამართლებრივ დახმარებას) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)
4. საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციაში გაატარონ, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან შეთანხმებული, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები; გარდა ამისა სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, რეგისტრაციაში გაატარებს ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს) 5. საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 6. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)
_____________________________________________________________________________________________ 7. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმის (#07-1/34, 11.02.2013) რატიფიცირების თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) _____________________________________________________________________________________________ 8. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/17, 26.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი) (კანონპროექტის შესაბამისად, კომიტეტებთან იქმნება, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან შემდგარი, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა შემადგენლობასაც დანიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სხდომებს, საჭიროების მიხედვით, მოიწვევს კომიტეტი) ______________________________________________________________________________________________ 9. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/47, 18.01.2013) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გუჯაბიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი ) (რეგლამენტის პროექტის თანახმად სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული) _____________________________________________________________________________________________ 10. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/24, 03.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირთათვის, ასევე სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი) _____________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თაობაზე“ (#07-2/21, 03.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება დებულება, რომლის თანახმადაც სასაზღვროპოლიციის უფროსი იმავდროულად არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე) ______________________________________________________________________________ 12. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/31, 30.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი, რომელიც გაიცემა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის და რომლის გაცემისა და განაწილების წესს განსაზღვრავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)
______________________________________________________________________________________________ 13. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/37, 07.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტის თანახმად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად) ______________________________________________________________________________________________ |






