| ბიუროს 2013 წლის 18 მარტის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 18 მარტის სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 20 -22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი
განსახილველი საკითხები
1. საქართველოს კანონის პროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/16, 17.12.2012) III მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე) (კანონპროექტი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის არსებობის შესაძლებლობას, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო კომპეტენციას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი - გადაწყვეტილებით) _____________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/23, 03.01.2013) III მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ განახორციელებს სახელმძღვანელობის ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენას, შეფასებასა და გრიფის მინიჭებას; ასევე ავტორიზაციის საბჭოს ნაცვლად იქმნბა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოები) 3. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი; ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ გაუწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სამართლებრივ დახმარებას) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 4. საქართველოს კანონის პროექტი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციაში გაატარონ, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან შეთანხმებული, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები; გარდა ამისა სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, რეგისტრაციაში გაატარებს ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს) 5. საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (კანონპროექტით ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 6. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) _____________________________________________________________________________________________ 7. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/49, 31.01.2013) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი) (კანონპროექტით ზუსტდება სახელმწიფო ქონების განკარგვისას მესამე პირის მომსახურების ანაზღაურების წესი და ვადები, ასევე განისაზღვრება ელექტრონული აუქციონისას არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გასატარებელი ღონისძიებები) _______________________________________________________________________________________
8. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/31, 30.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი, რომელიც გაიცემა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის და რომლის გაცემისა და განაწილების წესს განსაზღვრავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) ______________________________________________________________________________________________ 9. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/17, 26.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი) (კანონპროექტის შესაბამისად, კომიტეტებთან იქმნება, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან შემდგარი, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა შემადგენლობასაც დანიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სხდომებს, საჭიროების მიხედვით, მოიწვევს კომიტეტი) ______________________________________________________________________________________________ 10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/47, 18.01.2013) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გუჯაბიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი ) (რეგლამენტის პროექტის თანახმად სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმია ნი ან ეროვნული) _____________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/24, 03.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირთათვის, ასევე სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი) _____________________________________________________________________________________________ 12. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/25, 14.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) (კანონპროექტით ხდება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებად, ასევე განისაზღვრება აღნიშნული სამინისტროების უფლებამონაცვლეობის საკითხი) 13. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ პუნქტების ამოღება, რომლებიც არეგულირებენ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების უფლებამოსილების საკითხებს) 14. საქართველოს კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელი და მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აგრეთვე ხდება ატმოსფერული ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის, გაფრქვევის სახელმწიფო ფორმების, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების საკითხების რეგულირება) 15. საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავების, მათი განხორციელების უზრუნველყოფის, ნორმატიული ბაზის შექმნისა და მიღების ვალდებულება, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაცვლად, დაეკისრება ენერგეტიკის სამინისტროს) 16. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტორების უფლებამოსილებათა გამიჯვნა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა მეშვეობით, ხოლო ნავთობისა და გაზის სფეროში კი - ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგნეტო) 17. საქართველოს კანონის პროექტი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს დასახელება და ეწოდება გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 18. საქართველოს კანონის პროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა უნდა მოხდეს 2015 წლის 1 იანვრამდე) 19. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით ხდება იმ ნორმების ამოღება, რომელიც განსაზღვრავს მთავრობისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონქვემდებარე აქტების მიღების უფლებამოსილებას) 20. საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ექნება უფლება მუდმივად შეინახოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები) 21. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ) 22. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 23. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებთანაც სამხედრო პოლიცია ვალდებულია ითანამშრომლოს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 24. საქართველოს კანონის პროექტი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო, რომლის კონტროლსაც განახორციელებს სამინისტრო) 25. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და ადგილების დარღვევა და სხვა., ასევე განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების საკითხი) 26. საქართველოს კანონის პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, დაცული ტერიტორიის (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირების განმსაზღვრელ მენეჯმენტის გეგმას დაამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ასევე ხდება იმ მუხლის ამოღება, რომლითაც განისაზღვრება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის უფლებამოსილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასთან დაკავშირებით) 27. საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობებში და ტყის ფონდის ტერიტორიაზე) 28. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო; სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტრო) 29. საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლიდან ხდება გარემოს დაცვის სფეროში დადებული შეთანხმების დადების შემთხვევაში აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ამოღება, ასევე იმ ნორმათა ამოღება, რომლებითაც რეგულირდება აღნიშნული ხელშეკრულების არსებობისას აღსრულების შეწყვეტის საკითხს) 30. საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ჩაითვლება ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლე ნავთობისა და გაზის სფეროში, კანონპროექტითვე განისაზღვრება მის მიერ გაწეული მომსახურების საფასური) 31. საქართველოს კანონის პროექტი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროსა და ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საექსპერტო კომისიის შექმნის უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ნაცვლად გარემოს დაცვის სამინისტროსა) 32. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, ხდება ბუნებრივი რესურსების მართვისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუქნციების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში გადატანა; გარემოსდაცვითი ცნობიერების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით იქმნება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი) 33. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ემატება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება და ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო) 34. საქართველოს კანონის პროექტი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ნაცვლად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსი, დაადგენს იმ სახელმწიფოთა ნუსხას, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის ტრანზიტით გადაადგილება) 35. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტით წყლით სარგებლობის წესის დარღვევის მუხლიდან ხდება შენიშვნის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არ დაკისრების საკითხს) 36. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომელთა ნორმატიული აქტები (თავდაცვის, უშიშროებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით) შესაძლებელია მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაცვლად, მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 37. საქართველოს კანონის პროექტი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის (დღეს მოქმედი რედაქციით - გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან შეთანხმებით) 38. საქართველოს კანონის პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო) 39. საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ხდება იმ მუხლების ამოღება, რომლებითაც დაშვებულია ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე, აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა) 40. საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელმწოდების შეცვლა, ასევე იმ მუხლების ამოღება, რომლებითაც თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, ილტოსა და ლაგოდეხის აღკვეთილში დაშვებულია დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა) 41. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ხოლო სანებართვო და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულებაზე კონტროლის ვალდებულება ეკისრება სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს) 42. საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია დაცული ტერიტორიების მართვასა და ზონირების განხორციელებისას) 43. საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ; ასევე ხდება იმ ქვეპუნქტის ამოღება, რომლითაც ქობულეთის აღკვეთილში დაშვებული იყო დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა) 44. საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას, საგადასახადო ორგანოების გარდა, თავისი კომპეტენციების ფარგლებში განახორციელებენ სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, აჭარის სატყეო სააგენტო და ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) 45. საქართველოს კანონის პროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს დასახელება და ეწოდება გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 46. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ასევე ლიცენზიას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო) 47. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იმ აღმასრულებელ ორგანოთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად, მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 48. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროქტით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს ქონების მმართველის თანხმობით სარგებლობის უფლებით გასცემს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო, ნაცვლად ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა) 49. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც აწესრიგებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის (ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის) თაობაზე სასამართლო დავის განხილვის საკითხებს და ვადებს) 50. საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭების საკითხი, ასევე ხდება იმ ქვეპუნქტის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული იარაღის ტარების უფლებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებისათვის) 51. საქართველოს კანონის პროექტი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ორგანოდ განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ასევე დგინდება აღნიშნული სამინისტროს მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი) 52. საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის მიზნებისათვის არ წარმოადგენს კონტროლს დაემატა გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 53. საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გადაეცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების ფუნქცია, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების ფუნქცია) 54. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით საგადასახადო ორგანო ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, ნაცვლად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსი, წარუდგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს) _____________________________________________________________________________________________ 55. საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/36, 07.02.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) (წარმოდგენილი ცვლილების თანახმად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ასევე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ვადად განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი) 56. საქართველოს კანონის პროექტი „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად იცვლება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება და ეწოდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 57. საქართველოს კანონის პროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება და ეწოდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; გარდა ამისა, ხდება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების, გაცემის წესისა და კონტროლის მექანიზმის მარეგულირებელი ნორმები) 58. საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით სახელწოდება ეცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს და ეწოდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) ______________________________________________________________________________________________ 59. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/39, 27.12.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა) 60. საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით დგინდება აკრძალვა განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის, გადასახდელის ან საფასურის შემოღებაზე იმ საქმიანობისა ან მომსახურების გაწევისათვის, რომლებზეც უკვე დადგენილია მოსაკრებელი) _____________________________________________________________________________________________ 61. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/38; 08.02.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე) (კანონპროექტით განისაზღვრება სკოლის დირექტორის შესაძლებლობა შეასრულოს სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან ვერ არჩევის შემთხვევაში; კანონპროექტითვე 2013 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება უგრძელდებათ 2013 წლის 1 ივნისამდე) ______________________________________________________________________________________________ 62. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/30, 24.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონის პროექტით რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის, რეალიზაციისა და განადგურების წესი, ასევე მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი) ______________________________________________________________________________________________ 63. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/55, 07.02.2013) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი) (რეგლამენტის პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებიდან ხდება მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულების დამტკიცების უფლებამოსილება, ხოლო იმ მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ბიუროს უფლებამოსილებებს ემატება ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზედაც ბიურო, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით, დაამტკიცებს აღნიშნულ დებულებას) _____________________________________________________________________________________________ 64. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/40. 29.12.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის 78 წევრის საკანონმდებლო ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე) (კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დათხოვნის შეუძლებლობის ერთ-ერთ საფუძვლად, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვისა, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე პერიოდი. საქართველოს პრეზიდენტი გადამდგარ ან გადაყენებულ მთავრობას დააკისრებს მოვალეობათა შესრულებას ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე; ხოლო საქართველოს მთავრობისა და სამათავრობო პროგრამისათვის ზედიზედ სამჯერ ნდობის მიუღებლობისას, თუკი არსებობს პარლამენტის დათხოვნის შეუძლებლობის კონსტიტუციით გათვალისწინებული გარემოებები, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს შესაბამისი გარემოების ამოწურვიდან 3 დღის ვადაში) ______________________________________________________________________________________________ 65. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/37, 07.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტის თანახმად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად) ______________________________________________________________________________________________ 66. საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (#07-2/19, 27.12.2012) (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე, ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ზომები ამ პირთა ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველყოფის მიზნით (დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ადმინისტრაცია ცალ-ცალკე ათავსებს საჭიროების შემთხვევაში ან გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 67. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს, პროკურორის მითითების გარეშე ადმინისტრაცია მოათავსებს ცალ-ცალკე, გამონაკლისის გარეშე) ______________________________________________________________________________________________
68. საქართველოს კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/44, 04.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი) (კანონპროექტის შესაბამისად, ზუსტდება ჯავახეთის ეროვნული პარკის, კარწახის ჭაობის აღკვეთილის, სულდის ჭაობის აღკვეთილის, ხანჩალის ტბის აღკვეთილის, ბუღდაშისა და მადათაფის ტბის აღკვეთილის საზღვრები; კანონპროექტითვე განისაზღვრება ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდებარეობა და იმ სოფლების ჩამონათვალი, რომელსაც აღნიშნული ტერიტორია მოიცავს) საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. _____________________________________________________________________________________________ 69. საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-3/63, 22.02.13) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით განისაზღვრება ტერმინი „აბრა“, რომელიც არის ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა განთავსებული იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ევალება მისი ქართულ ენაზე გადმოცემა) 70. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აბრის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის) ______________________________________________________________________________________________ 71. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) ______________________________________________________________________________________________ 72. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური დახმარების შესახებ“ განსახორციელებელი ოქმის (#07-1/20, 18.01.2013) რატიფიცირების თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) ______________________________________________________________________________________________ 73. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების (#07-1/32, 04.02.2013) რატიფიცირების თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) ______________________________________________________________________________________________ 74. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმის (#07-1/34, 11.02.2013) რატიფიცირების თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) _____________________________________________________________________________________________ 75. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თაობაზე“ (#07-2/21, 03.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება დებულება, რომლის თანახმადაც სასაზღვროპოლიციის უფროსი იმავდროულად არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე) ______________________________________________________________________________
|






