| ბიუროს 2013 წლის 22 მარტის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 22 მარტის სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 22 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი
განსახილველი საკითხები
1. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/40. 29.12.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის 78 წევრის საკანონმდებლო ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე) (კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დათხოვნის შეუძლებლობის ერთ-ერთ საფუძვლად, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვისა, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე პერიოდი. საქართველოს პრეზიდენტი გადამდგარ ან გადაყენებულ მთავრობას დააკისრებს მოვალეობათა შესრულებას ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე; ხოლო საქართველოს მთავრობისა და სამათავრობო პროგრამისათვის ზედიზედ სამჯერ ნდობის მიუღებლობისას, თუკი არსებობს პარლამენტის დათხოვნის შეუძლებლობის კონსტიტუციით გათვალისწინებული გარემოებები, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს შესაბამისი გარემოების ამოწურვიდან 3 დღის ვადაში) ______________________________________________________________________________________________
2. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/7, 29.11.2012) II მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)
(კანონპროექტით რეგულირდება იუსტიციის უმაღლესო საბჭოს დაკომპლექტების, საბჭოს არჩევის წესი)
3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა
(კანონპროექტით განისაზღვრება კოლეგიის ფორმირების წესი, ზუსტდება კოლეგიის წევრად ყოფნის გამომრციხავი გარემოებები, ასევე რეგულირდება სადიციპლინო კოლეგიისა და სადიციპლინო პალატის გადაწყვეტილებების ოფიციალურად გამოქვეყნებისა და პარლამენტის მიერ სადიციპლინო კოლეგიაში არჩეული წევრებისისათვის ანაზღაურების წესი და ფარგლები)
4. საქართველოს კანონის პროექტი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა
(წარმოდგენილი პროექტით დგინდება იუსტიციის იუმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის, დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების ახალი რეგულაციები)
5. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა
(კანონპროექტის თანახმად სასამართლოს შენობასა და სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და ჩაწერა განხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად) _____________________________________________________________________________________________ 6. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/24, 03.01.2013) III მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე) (კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირთათვის, ასევე სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი) _____________________________________________________________________________________________ 7. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/39, 27.12.2012) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი) (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა) 8. საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა (კანონპროექტით დგინდება აკრძალვა განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის, გადასახდელის ან საფასურის შემოღებაზე იმ საქმიანობისა ან მომსახურების გაწევისათვის, რომლებზეც უკვე დადგენილია მოსაკრებელი) _____________________________________________________________________________________________ 9. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/47, 18.01.2013) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გუჯაბიძე) (რეგლამენტის პროექტის თანახმად სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული) _____________________________________________________________________________________________ 10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/55, 07.02.2013) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი) (რეგლამენტის პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებიდან ხდება მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულების დამტკიცების უფლებამოსილება, ხოლო იმ მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ბიუროს უფლებამოსილებებს ემატება ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზედაც ბიურო, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით, დაამტკიცებს აღნიშნულ დებულებას) _____________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/44, 04.03.2013) III მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი) (კანონპროექტის შესაბამისად, ზუსტდება ჯავახეთის ეროვნული პარკის, კარწახის ჭაობის აღკვეთილის, სულდის ჭაობის აღკვეთილის, ხანჩალის ტბის აღკვეთილის, ბუღდაშისა და მადათაფის ტბის აღკვეთილის საზღვრები; კანონპროექტითვე განისაზღვრება ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდებარეობა და იმ სოფლების ჩამონათვალი, რომელსაც აღნიშნული ტერიტორია მოიცავს) საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. _____________________________________________________________________________________________ 12. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/17, 26.11.2012) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტის შესაბამისად, კომიტეტებთან იქმნება, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან შემდგარი, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა შემადგენლობასაც დანიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სხდომებს, საჭიროების მიხედვით, მოიწვევს კომიტეტი) ______________________________________________________________________________________________ 13. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/57, 14.02.2013) საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლით წარმოდგენილი მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი“ II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე) თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
14. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/57, 14.02.2013) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე) თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონპროექტის თანახმად სამსახურში მიღებისას პირმა უნდა წარადგინოს სამედიცინო–ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ნაცვლად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობის შესახებ ინფორმაციისა; გარდა ამისა, თანამდებობაზე უკონკურსოდ შესაძლებელი ხდება დაინიშნოს სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ______________________________________________________________________________________________ 15. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/25, 14.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) (კანონპროექტით ხდება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებად, ასევე განისაზღვრება აღნიშნული სამინისტროების უფლებამონაცვლეობის საკითხი) 16. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ პუნქტების ამოღება, რომლებიც არეგულირებენ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების უფლებამოსილების საკითხებს) 17. საქართველოს კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელი და მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აგრეთვე ხდება ატმოსფერული ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის, გაფრქვევის სახელმწიფო ფორმების, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების საკითხების რეგულირება) 18. საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავების, მათი განხორციელების უზრუნველყოფის, ნორმატიული ბაზის შექმნისა და მიღების ვალდებულება, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაცვლად, დაეკისრება ენერგეტიკის სამინისტროს) 19. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტორების უფლებამოსილებათა გამიჯვნა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა მეშვეობით, ხოლო ნავთობისა და გაზის სფეროში კი - ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგნეტო) 20. საქართველოს კანონის პროექტი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს დასახელება და ეწოდება გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 21. საქართველოს კანონის პროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა უნდა მოხდეს 2015 წლის 1 იანვრამდე) 22. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით ხდება იმ ნორმების ამოღება, რომელიც განსაზღვრავს მთავრობისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონქვემდებარე აქტების მიღების უფლებამოსილებას) 23. საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ექნება უფლება მუდმივად შეინახოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები) 24. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ) 25. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 26. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებთანაც სამხედრო პოლიცია ვალდებულია ითანამშრომლოს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 27. საქართველოს კანონის პროექტი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო, რომლის კონტროლსაც განახორციელებს სამინისტრო) 28. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და ადგილების დარღვევა და სხვა., ასევე განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების საკითხი) 29. საქართველოს კანონის პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, დაცული ტერიტორიის (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირების განმსაზღვრელ მენეჯმენტის გეგმას დაამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ასევე ხდება იმ მუხლის ამოღება, რომლითაც განისაზღვრება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის უფლებამოსილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასთან დაკავშირებით) 30. საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობებში და ტყის ფონდის ტერიტორიაზე) 31. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო; სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტრო) 32. საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლიდან ხდება გარემოს დაცვის სფეროში დადებული შეთანხმების დადების შემთხვევაში აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ამოღება, ასევე იმ ნორმათა ამოღება, რომლებითაც რეგულირდება აღნიშნული ხელშეკრულების არსებობისას აღსრულების შეწყვეტის საკითხს) 33. საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ჩაითვლება ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლე ნავთობისა და გაზის სფეროში, კანონპროექტითვე განისაზღვრება მის მიერ გაწეული მომსახურების საფასური) 34. საქართველოს კანონის პროექტი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროსა და ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საექსპერტო კომისიის შექმნის უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ნაცვლად გარემოს დაცვის სამინისტროსა) 35. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, ხდება ბუნებრივი რესურსების მართვისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუქნციების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში გადატანა; გარემოსდაცვითი ცნობიერების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით იქმნება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი) 36. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ემატება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება და ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო) 37. საქართველოს კანონის პროექტი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ნაცვლად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსი, დაადგენს იმ სახელმწიფოთა ნუსხას, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის ტრანზიტით გადაადგილება) 38. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტით წყლით სარგებლობის წესის დარღვევის მუხლიდან ხდება შენიშვნის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არ დაკისრების საკითხს) 39. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომელთა ნორმატიული აქტები (თავდაცვის, უშიშროებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით) შესაძლებელია მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაცვლად, მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 40. საქართველოს კანონის პროექტი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის (დღეს მოქმედი რედაქციით - გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან შეთანხმებით) 41. საქართველოს კანონის პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო) 42. საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ხდება იმ მუხლების ამოღება, რომლებითაც დაშვებულია ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე, აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა) 43. საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელმწოდების შეცვლა, ასევე იმ მუხლების ამოღება, რომლებითაც თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, ილტოსა და ლაგოდეხის აღკვეთილში დაშვებულია დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა) 44. საქართველოს კანონის პროექტი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ხოლო სანებართვო და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულებაზე კონტროლის ვალდებულება ეკისრება სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს) 45. საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია დაცული ტერიტორიების მართვასა და ზონირების განხორციელებისას) 46. საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ; ასევე ხდება იმ ქვეპუნქტის ამოღება, რომლითაც ქობულეთის აღკვეთილში დაშვებული იყო დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა) 47. საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას, საგადასახადო ორგანოების გარდა, თავისი კომპეტენციების ფარგლებში განახორციელებენ სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, აჭარის სატყეო სააგენტო და ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) 48. საქართველოს კანონის პროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს დასახელება და ეწოდება გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 49. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ასევე ლიცენზიას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო) 50. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იმ აღმასრულებელ ორგანოთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად, მიეთითება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 51. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროქტით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს ქონების მმართველის თანხმობით სარგებლობის უფლებით გასცემს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო, ნაცვლად ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა) 52. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც აწესრიგებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის (ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის) თაობაზე სასამართლო დავის განხილვის საკითხებს და ვადებს) 53. საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭების საკითხი, ასევე ხდება იმ ქვეპუნქტის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული იარაღის ტარების უფლებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებისათვის) 54. საქართველოს კანონის პროექტი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ორგანოდ განისაზღვრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ასევე დგინდება აღნიშნული სამინისტროს მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი) 55. საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის მიზნებისათვის არ წარმოადგენს კონტროლს დაემატა გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 56. საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გადაეცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების ფუნქცია, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების ფუნქცია) 57. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით საგადასახადო ორგანო ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, ნაცვლად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსი, წარუდგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს) _____________________________________________________________________________________________ 58. საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/36, 07.02.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) (წარმოდგენილი ცვლილების თანახმად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ასევე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ვადად განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი) 59. საქართველოს კანონის პროექტი „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად იცვლება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება და ეწოდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) 60. საქართველოს კანონის პროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება და ეწოდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; გარდა ამისა, ხდება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების, გაცემის წესისა და კონტროლის მექანიზმის მარეგულირებელი ნორმები) 61. საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით სახელწოდება ეცვლება გარემოს დაცვის სამინისტროს და ეწოდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) ______________________________________________________________________________________________ 62. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/30, 24.01.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონის პროექტით რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის, რეალიზაციისა და განადგურების წესი, ასევე მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი) ______________________________________________________________________________________________ 63. საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ (#07-3/56, 08.02.2013) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის შესაბამისად რეგულირდება პროფესიული თეატრების დაფუძნების, სტრუქტურისა და მართვის, თეატრების დაფინანსების წყაროებისა და ქონების, ასევე თეატრების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები) ________________________________________________________ 64. საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-3/63, 22.02.13) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით განისაზღვრება ტერმინი „აბრა“, რომელიც არის ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა განთავსებული იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ევალება მისი ქართულ ენაზე გადმოცემა) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) 65. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აბრის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის) ______________________________________________________________________________________________ 66. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/58, 20.02.13) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად სახელმწიფო დაზვერვის სამსახური ხდება საქართველოს მთავრობის, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომლის საქმიანობაზეც სამსახურებრივ ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს მთავრობა) 67. საქართველოს კანონის პროექტი „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სისტემის ფუნქციონირების სამსახურებრივ ზედამხედველობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საქართველოს მთავრობა თავისმხრივ დაამტკიცებს ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას) 68. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად, ხდება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გამიჯვნა, ასევე რეგულირდება ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელებასთან, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნასთან, კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მთავრობის უფლებამოსილების საკითხი) 69. საქართველოს კანონის პროექტი ,,ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ან მათი ხელმძღვანელების მიერ კანონმდებლობის დარღვევისას, წერილობით მიმართავს საქართველოს მთავრობას ამ ინფორმაციისათვის სახელმწიფო გრიფის მოხსნის მოთხოვნით) 70. საქართველოს კანონის პროექტი ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელ სპეციალურ სამსახურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, რომელიც კონტრდაზვერვით საქმიანობაზე განახორციელებს სამთავრობო კონტროლს) _____________________________________________________________________________________________ 71. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/40, 26.02.13) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)
(კანონპროექტით ცვლილება შედის იმ მუხლებში, რომლებიც ეხება ალბათობის მაღალი ხარისხის განმარტებას, განმეორებით დაკავების, ბრალის წარდგენისა და მსჯავრდების აკრძალვას, დაუშვებელ და ირიბ მტკიცებულებებს, დაცვის მხარის უფლებებს, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესს) _____________________________________________________________________________________________ 72. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/41, 04.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე) (კანონპროექტით გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება 12 თვით (მოქმედი რედაქციით - გაწვევის ვადაა 15 თვე), რაც გავრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნენ 15 თვის ვადით. კანონპროექტითვე გაწვევის გადავადებად განისაზღვრება ასევე პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების - გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების შესაბამისად - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე პერიოდი) ______________________________________________________________________________________________ 73. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/43, 04.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი) (კანონპროექტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად ასევე განისაზღვრა კონტრაქტის ვადის გასვლა) _____________________________________________________________________________________________ 74. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) ______________________________________________________________________________________________ 75. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური დახმარების შესახებ“ განსახორციელებელი ოქმის (#07-1/20, 18.01.2013) რატიფიცირების თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) ______________________________________________________________________________________________
|






