ბიუროს 2013 წლის 25 მარტის სხდომის დღის წესრიგი

                                                    

                       საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 25 მარტის სხდომის დღის წესრიგი

             

 

         განსახილველი  საკითხები

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/30, 24.01.2013) II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძეთანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

              (წარმოდგენილი კანონის პროექტით რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის, რეალიზაციისა და განადგურების წესი, ასევე მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი)

             ______________________________________________________________________________________________

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/58, 20.02.13)  I მოსმენა      

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად სახელმწიფო დაზვერვის სამსახური ხდება საქართველოს მთავრობის, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომლის საქმიანობაზეც სამსახურებრივ ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს მთავრობა)

3.         საქართველოს კანონის პროექტი „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სისტემის ფუნქციონირების სამსახურებრივ ზედამხედველობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საქართველოს მთავრობა თავისმხრივ დაამტკიცებს ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას)

4.         საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტის შესაბამისად, ხდება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გამიჯვნა, ასევე რეგულირდება ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელებასთან, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნასთან, კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მთავრობის უფლებამოსილების საკითხი)

5.         საქართველოს კანონის პროექტი ,,ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ან მათი ხელმძღვანელების მიერ კანონმდებლობის დარღვევისას, წერილობით მიმართავს საქართველოს მთავრობას ამ ინფორმაციისათვის სახელმწიფო გრიფის მოხსნის მოთხოვნით)

6.         საქართველოს კანონის პროექტი ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტით ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელ სპეციალურ სამსახურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, რომელიც კონტრდაზვერვით საქმიანობაზე განახორციელებს სამთავრობო კონტროლს)

_____________________________________________________________________________________________

 
modules