| ბიუროს 2013 წლის 16 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 16 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1. 2013 წლის 16 იანვრიდან მოწვეული |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 16 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი
1. 2013 წლის 16 იანვრიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომის დღის წესრიგი
განსახილველი საკითხები:
1. საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/22, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის შესაბამისად, იმიჯნება იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები. პროკურატურას უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, 5 წლის ვადით. ახლებურად ყალიბდება მთავარი პროკურორის მოადგილეების, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე გამწესებისა და ასევე მათი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესთან დაკავშირებული საკითხები) 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი ხდება გააპროტესტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო, ასევე შესაძლებელი ხდება პროკურორის პროტესტით, რაიონული ან სააპელაციო სასამართლოების მიერ, გაუქმდეს ან შეიცვალოს როგორც რაიონული (საქალაქო), ისე სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე) 3. საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით უქმდება გამონაკლისი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების გაუქმებასთან მიმართებით) 4. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები ხდება საჯარო (მოქმედი რედაქციით - საჯაროა მხოლოდ სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი) 5. საქართველოს კანონის პროექტი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის შესრულებაზე, აგრეთვე აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ზედამხედველობას, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები) 6. საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველბას იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები) 7. საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად) 8. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად) 9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა) 10. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობისა და საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის დაკავების, დაპატიმრებისა ან ჩხრეკის შესახებ მოთხოვნაზე წარდგინებას განახორციელებს მთავარი პროკურორი, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა) 11. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში მისი დაკავების ან დაპატიმრებული სახალხო დამცველის განთავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვას განახორციელებს მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად) 12. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა) 13. საქართველოს კანონის პროექტი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სასამართლო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრის სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით. კანონპროექტით ხდება ასევე გადავადებულ ექსტრადიციის და დროებით გადაცემის, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებისა და მისი გასაჩივრების, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის წესების ახლებური რეგულირება) 14. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებისათვის დაწესებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ გავრცელდება მხოლოდ მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე (მოქმედი ნორმით, აღნიშნული მოთხოვნა ასევე არ ვრცელდება იუსტიციის მინისტრზე). _______________________________________________________________________________________ 15. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/22, 03.01.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) (კანონპროექტის შესაბამისად, 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირთა საქმეები) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას. _________________________________________________________________________________________________
|






