| ბიუროს 2012 წლის 10 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 10 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 17 - 21 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსახილველი საკითხები 1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/15. 22.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისათვის, განისაზღვრება ასევე იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან ამნისტიის, შეწყალების ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველზე; ასევე აღნიშნული პირებისათვის დაუშვებელი ხდება სასჯელის პირობითად ჩათვლა) ______________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/13, 20.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საზოგადოებრივ მაუწყებლის ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და აუდიტორიის ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სათემო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება სოციალური რეკლამის დროის ნაწილი დაუთმოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამებს) ______________________________________________________________________________________________ 3. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/11, 20.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური პარტნიორობის არსი, პრინციპები და ასევე ის დონეები, სადაც შესაძლებელია სოციალური პარტნიორობის განვითარება. ამავე კანონპროექტის შესაბამისად იქმნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები) ______________________________________________________________________________________________ 4. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/12, 20.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას სექსუალური ხასიათის პროდუქციის, გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, ყველა სახის სამედიცინო-სასწავლო დაწესებულებებში. დაჯარიმებას გამოიწვევს ასევე, აღნიშნული პროდუქციის რეკლამა ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების და კვების პროდუქტების რეალიზაციისას) 5. საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტით ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მე-3 მუხლს დღეს მოქმედი რედაქციით აქვს ორი მე-15 პუნქტი. წარმოდგენილი კანონპროექტით მე-15 პუნქტი, რომელიც განმარტავს ტერმინს „სამაუწყებლო რეკლამა“, გახდება მე-16 პუნქტი) ______________________________________________________________________________________________ 6. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/14, 22.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება დროებითი შრომისუუნარობის ვადა, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებისა ან შეწყვეტის საფუძველია; ზუსტდება კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეცვლის, ასევე კოლექტიური ხელშეკრულების არსებობისას დავის გადაწყვეტის წესი; ასევე ზუსტდება, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში და განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, დასაქმებულის წერილობით შეტყობინების ვალდებულება) ______________________________________________________________________________________________ 7. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/4, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი) (კანონპროექტი აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისათვის სპეციალური რეისების და აღნიშნული რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებებისა და ამ რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის წესს). _____________________________________________________________________________________________ 8. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით) _____________________________________________________________________________________________ 9. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/18, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის ინიციატივა; მომხსენებელი -საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი) (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან მაჟორიტარი პარლამენტის წევრი უზრუნველყონ სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯზე გაუწიონ დახმარება მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროსა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით) 10. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის #2714-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, დადგენილებიდან ხდება იმ პუნქტების ამოღება, რომლებიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ მაჟორიტარი პარლამენტის წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობის დაფინანსებას) ______________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/5, 08.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გადადის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში (დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად აღნიშნული სამსახური ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს); შესაბამისად სამსახურის სტატუსისა და მისი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების, თანამდებობის პირთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე ამ სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება გადაეცემა საქართველოს მთავრობას) |






