| ბიუროს 2012 წლის 17 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 17 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 17 - 21 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი
განსახილველი საკითხები 1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/9, 30.11.2012) (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) _____________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ (07-3/21, 29.11.2012) (საქართველოს პარლამენტის 80 წევრის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური) _____________________________________________________________________________________________ 3. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/5, 08.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გადადის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში (დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად აღნიშნული სამსახური ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს); შესაბამისად სამსახურის სტატუსისა და მისი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების, თანამდებობის პირთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე ამ სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება გადაეცემა საქართველოს მთავრობას)
____________________________________________________________________________________________ 4. საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/13, 20.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საზოგადოებრივ მაუწყებლის ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და აუდიტორიის ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სათემო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება სოციალური რეკლამის დროის ნაწილი დაუთმოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამებს) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი) ______________________________________________________________________________________________ 5. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/11, 20.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური პარტნიორობის არსი, პრინციპები და ასევე ის დონეები, სადაც შესაძლებელია სოციალური პარტნიორობის განვითარება. ამავე კანონპროექტის შესაბამისად იქმნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები) ______________________________________________________________________________________________ 6. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/12, 20.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას სექსუალური ხასიათის პროდუქციის, გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, ყველა სახის სამედიცინო-სასწავლო დაწესებულებებში. დაჯარიმებას გამოიწვევს ასევე, აღნიშნული პროდუქციის რეკლამა ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების და კვების პროდუქტების რეალიზაციისას) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი) 7. საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტით ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მე-3 მუხლს დღეს მოქმედი რედაქციით აქვს ორი მე-15 პუნქტი. წარმოდგენილი კანონპროექტით მე-15 პუნქტი, რომელიც განმარტავს ტერმინს „სამაუწყებლო რეკლამა“, გახდება მე-16 პუნქტი) ______________________________________________________________________________________________ 8. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/14, 22.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება დროებითი შრომისუუნარობის ვადა, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებისა ან შეწყვეტის საფუძველია; ზუსტდება კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეცვლის, ასევე კოლექტიური ხელშეკრულების არსებობისას დავის გადაწყვეტის წესი; ასევე ზუსტდება, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში და განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, დასაქმებულის წერილობით შეტყობინების ვალდებულება) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი) 9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/4, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი) (კანონპროექტი აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისათვის სპეციალური რეისების და აღნიშნული რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებებისა და ამ რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის წესს). _____________________________________________________________________________________________ 10. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/15. 22.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისათვის, განისაზღვრება ასევე იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან ამნისტიის, შეწყალების ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველზე; ასევე აღნიშნული პირებისათვის დაუშვებელი ხდება სასჯელის პირობითად ჩათვლა) ______________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი) _____________________________________________________________________________________________ 12. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/18, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის ინიციატივა; მომხსენებელი -საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი) (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან მაჟორიტარი პარლამენტის წევრი უზრუნველყონ სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯზე გაუწიონ დახმარება მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროსა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით) 13. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის #2714-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, დადგენილებიდან ხდება იმ პუნქტების ამოღება, რომლებიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ მაჟორიტარი პარლამენტის წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობის დაფინანსებას) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. _____________________________________________________________________________________________ 14. საქართველოს კანონის პროექტი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე„ (07-2/6, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტით ხდება კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ამოღება, რომლითაც საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, უიმედო სესხად აღიარება, ჩამოწერა, პატიება, მესამე პირისათვის გადაკისრება და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის დისკონტით დათმობა განხორციელდება იმ საწარმოთა მიმართ, რომლების 2013 წლის 1 იანვრამდე მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს) _____________________________________________________________________________________________ 15. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/28, 06.12.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე, ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა, შეუწყვეტს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით) 16. საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ, თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ყველა სხვა მოსამართლეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო) 17. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის წესი) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ______________________________________________________________________________________________ 18. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/7, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) (კანონპროექტით რეგულირდება იუსტიციის უმაღლესო საბჭოს დაკომპლექტების, საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევის წესი, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ხელმძღვანელისა და კანდიდატის დასახელების წესი; განისაზღვრება ასევე სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესი და პირობები) 19. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით განისაზღვრება კოლეგიის დაკომპლექტების ახლებური რეგულაციები, ზუსტდება კოლეგიის წევრად ყოფნის გამომრციხავი გარემოებები, ასევე რეგულირდება სადიციპლინო კოლეგიისა და სადიციპლინო პალატის გადაწყვეტილებების ოფიციალურად გამოქვეყნებისა და პარლამენტის მიერ სადიციპლინო კოლეგიასჰი არცეული წევრებისისათვის ანაზრაურების წესი და ფარგლები) 20. საქართველოს კანონის პროექტი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით დგინდება იუსტიციის იუმაღლესი სკოლის სამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის, დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების ახალი რეგულაციები) 21. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად სასამართლოს შენობასა და სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და ჩაწერა განხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად) მთავრობა ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას. _____________________________________________________________________________________________ 22. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ (07-2/8, 30.11.2012) (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) _____________________________________________________________________________________________ |






