|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
|
პარასკევი, 05 აპრილი 2013 11:32 |
|

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა III მოსმენით განიხილა.მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძეს განცხადებით, საკითხების II მოსმენის დროს პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტთა ავტორებმა წარმოდგენილ დოკუმენტში ასახეს და გაითვალისწინეს. საუბარია, პარლამენტის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის მიერ გამოთქმულ შენიშვნაზე, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტს შეეხებოდა. რედაქციული ცვლილება განიცადა ასევე აღნიშნული მუხლის 14-ე პუნქტმაც.  კომიტეტმა II მოსმენით „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებიც განიხილა, რომლის თაობაზეც შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე დღევანდელი პლენარული სხდომა იმსჯელებს. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 05 აპრილი 2013 11:42 |