| ბიუროს 2012 წლის 18 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 18 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 18 - 21 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი
18 დეკემბერი, სამშაბათი განსახილველი საკითხები 1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/15. 22.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისათვის, განისაზღვრება ასევე იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან ამნისტიის, შეწყალების ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველზე; ასევე აღნიშნული პირებისათვის დაუშვებელი ხდება სასჯელის პირობითად ჩათვლა) ______________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი) _____________________________________________________________________________________________ 3. საქართველოს კანონის პროექტი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე„ (07-2/6, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტით საწარმოთა მიერ საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, უიმედო სესხად აღიარების, ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრებისა და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის დისკონტით დათმობის შესახებ წერილობითი მიმართვის წარდგენისათვის, ნცვლად 2013 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვარი) _____________________________________________________________________________________________ 4. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/5, 08.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გადადის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში (დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად აღნიშნული სამსახური ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს); შესაბამისად სამსახურის სტატუსისა და მისი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების, თანამდებობის პირთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე ამ სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება გადაეცემა საქართველოს მთავრობას) ____________________________________________________________________________________________ 5. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/4, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი) (კანონპროექტი აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისათვის სპეციალური რეისების და აღნიშნული რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებებისა და ამ რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის წესს). _____________________________________________________________________________________________ 6. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/28, 06.12.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე, ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა, შეუწყვეტს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით) 7. საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ, თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ყველა სხვა მოსამართლეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო) 8. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის წესი) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ______________________________________________________________________________________________ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონის პროექტები:
9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/3, 05.11.2012) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი თაბუაშვილი და დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი) (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდების და სხვა სახის ფონდების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების და ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის ღონისძიებების საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებში გაერთიანებას. ასევე, კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მათ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების შეფასების ინდიკატორებს, ხოლო ბიუჯეტის პროექტს განმარტებით ბარათთან და მოკლე აღწერილობასთან ერთად უნდა დაერთოს წლიური ბიუჯეტის ამოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების ცვლილების პაკეტიც) 10. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით, ასევე განისაზღვრება დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობა და მისი გამოყენების წესი, გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას დივიდენდისა და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავლებზე დგინდება 5%-იანი, ხოლო როიალტის სახით მიღებულ შემოსავლებზე კი - 20% განაკვეთი) 11. საპარლამენტო უმცირესობის ალტერნატიული წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით 12. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროქტის თანახმად საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებულნი არიან თავიანთი ბიუჯეტის პროექტები და საშტატო ნუსხები შეათანხმონ ფინანსთა სამინისტროსთან) ______________________________________________________________________________________________ 13. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/18, 29.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის ინიციატივა; მომხსენებელი -საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი) (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან მაჟორიტარი პარლამენტის წევრი უზრუნველყონ სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯზე გაუწიონ დახმარება მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროსა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. _____________________________________________________________________________________________ 14. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/3, 01.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ ხმალაძის, დავით ბერძენიშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანი) (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს შორის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობას ან გაცვლას. კვოტების დათმობის ან გაცვლის შესახებ ფრაქციათა გადაწყვეტილებას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო) _____________________________________________________________________________________ 15. საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/13, 20.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საზოგადოებრივ მაუწყებლის ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და აუდიტორიის ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სათემო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება სოციალური რეკლამის დროის ნაწილი დაუთმოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამებს) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)
______________________________________________________________________________________________ 16. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/11, 20.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური პარტნიორობის არსი, პრინციპები და ასევე ის დონეები, სადაც შესაძლებელია სოციალური პარტნიორობის განვითარება. ამავე კანონპროექტის შესაბამისად იქმნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები) ______________________________________________________________________________________________
20 დეკემბერი, ხუთშაბათი განსახილველი საკითხი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ (07-2/8, 30.11.2012) (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) _____________________________________________________________________________________________
|






