| ბიუროს 2012 წლის 19 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 19 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი
19 დეკემბერი, ოთხშაბათი განსახილველი საკითხები
(საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გადადის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში (დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად აღნიშნული სამსახური ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს); შესაბამისად სამსახურის სტატუსისა და მისი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების, თანამდებობის პირთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე ამ სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება გადაეცემა საქართველოს მთავრობას) ____________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/3, 01.11.2012) III მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ ხმალაძის, დავით ბერძენიშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი) (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს შორის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობას ან გაცვლას. კვოტების დათმობის ან გაცვლის შესახებ ფრაქციათა გადაწყვეტილებას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო) ______________________________________________________________________________________________ 3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/15. 22.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისათვის, განისაზღვრება ასევე იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან ამნისტიის, შეწყალების ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველზე; ასევე აღნიშნული პირებისათვის დაუშვებელი ხდება სასჯელის პირობითად ჩათვლა) ______________________________________________________________________________________________ 4. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი) _____________________________________________________________________________________________ 5. საქართველოს კანონის პროექტი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე„ (07-2/6, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტით საწარმოთა მიერ საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, უიმედო სესხად აღიარების, ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრებისა და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის დისკონტით დათმობის შესახებ წერილობითი მიმართვის წარდგენისათვის, ნცვლად 2013 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვარი) _____________________________________________________________________________________________ 6. საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/13, 20.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საზოგადოებრივ მაუწყებლის ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და აუდიტორიის ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სათემო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება სოციალური რეკლამის დროის ნაწილი დაუთმოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამებს) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი) ______________________________________________________________________________________________ 7. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/11, 20.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური პარტნიორობის არსი, პრინციპები და ასევე ის დონეები, სადაც შესაძლებელია სოციალური პარტნიორობის განვითარება. ამავე კანონპროექტის შესაბამისად იქმნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები) ______________________________________________________________________________________________ 8. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/16. 22.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილის და ნოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ყეინიშვილი, ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია შეამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არა მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, არამედ მისი საქმიანობის სრულ პროცესს) 9. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დადგენილების პროექტით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად, იცვლება კომისიის სახელწოდება) 10. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილის და ნოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ყეინიშვილი, ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (დადგენილების პროექტით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად, იცვლება კომისიის სახელწოდება) ______________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/19, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში) ______________________________________________________________________________________________ 12. საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ (07-3/32, 12.12.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონპროექტის თანახმად, უქმდება აუდიტის განმახორციელებლი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის 7 წელიწადში ერთხელ შეცვლის ვალდებულება, ასევე 2013 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი განისაზღვრება გარდამავალ პერიოდად, როდესაც აუდიტორებს/აუდიტორული ფირმებს არ მოეთხოვებათ პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანება) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. _____________________________________________________________________________________________ 13. საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/5, 29.11.2012) ერთი მოსმენით (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) (წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება საქართველოს მთავრობის მიერ ტექნიკური რეგამენტების ნუსხის დამტკიცებასთან და გამოქვეყნებასთან, იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცებასთან, რომელთა ტექნიკური რეგლამენტებიც დაშვებულია და რომელთა შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია საქართველოში, შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების განსაზღვრასთან დაკავშირებული ვადების გადაწევა) _____________________________________________________________________________________________ 14. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/11, 10.12.2012) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (კანონპროექტით განისაზღვრება 2012 წელს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესი) საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. _____________________________________________________________________________________________ 15. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმების (რეგიონული განვითარების მეორე პროექტი)“ რატიფიცირების თაობაზე“ (07-1/9, 11.12.2012) (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი) _____________________________________________________________________________________________ 16. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/23, 29.11.2012) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით უქმდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე) 17. საქართველოს კანონის პროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება მზღვეველის მართვასა და მისი საქმიანობის განხორციელებასთან, სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაცვლად, განახორციელებს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომლის შექმნის წესი, ფუქნციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონპროექტითვე) 18. საქართველოს კანონის პროექტი „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი არ ამოქმედდება სადაზღვევო ორგანიზაციების მიმართ) 19. საქართველოს კანონის პროექტი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სადაზღვევო აგენტის ფუნქციებს განახორციელებენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით) 20. საქართველოს კანონის პროექტი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტით, სადაზღვევო კომპანიებისათვის საზედამხედველოდ ორგანოდ განისაზღვა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური) _____________________________________________________________________________________________ 21. საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/10, 05.12.2012) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) (კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი, ასევე ზუსტდება მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები) საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას. ______________________________________________________________________________________________
20 დეკემბერი, ხუთშაბათი განსახილველი საკითხი 1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ (07-2/8, 30.11.2012) (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე) _____________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს 2013-2015 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) ____________________________________________________________________________________________
|






