ბიუროს 2012 წლის 20- 21 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 20- 21 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

           განსახილველი საკითხები

 

1.        საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  შესახებ“  და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ (07-2/8, 30.11.2012)

                           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი,   საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის  პორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

            _____________________________________________________________________________________________    

             საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის       პროექტიდან გამომდინარე კანონის პროექტები:

 

2.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/3, 05.11.2012) III მოსმენა

                            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი თაბუაშვილი და დავით ებრალიძე) 

        

                        (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდების და სხვა სახის ფონდების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების და ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის ღონისძიებების საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებში გაერთიანებას. ასევე, კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მათ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების შეფასების ინდიკატორებს, ხოლო ბიუჯეტის პროექტს განმარტებით ბარათთან და მოკლე აღწერილობასთან ერთად უნდა დაერთოს წლიური ბიუჯეტის ამოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების ცვლილების პაკეტიც)

 

3.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  III მოსმენა

        

                           (კანონპროექტით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით, ასევე განისაზღვრება დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობა და მისი გამოყენების წესი, გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას დივიდენდისა და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავლებზე დგინდება 5%-იანი, ხოლო როიალტის სახით მიღებულ შემოსავლებზე კი - 20% განაკვეთი)

 

4.         საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეIII მოსმენა

                       

                          (წარმოდგენილი კანონპროქტის თანახმად საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებულნი არიან თავიანთი ბიუჯეტის პროექტები და საშტატო ნუსხები შეათანხმონ ფინანსთა სამინისტროსთან)

               ______________________________________________________________________________________________

5.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი `საქართველოს  2013-2015 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

                 (მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)   

               ____________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (#07-3/16. 22.11.2012) II მოსმენა

                            (საქართველოს პარლამენტის წევრები ავით ონოფრიშვილის და ოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ყეინიშვილი, ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                           (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია შეამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არა მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, არამედ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საქმიანობას, ასევე აუდიტის ხარისხის კონტროლსა და შიდა კონტროლის პროცედურებს)

                     

                               ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.          

            ______________________________________________________________________________________________

7.      საქართველოს კანონის პროექტი ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე (07-3/32, 12.12.2012) II მოსმენა

                     

            (საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                       

                         (კანონპროექტის თანახმად, უქმდება აუდიტის განმახორციელებლი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის 7 წელიწადში ერთხელ შეცვლის ვალდებულება, ასევე 2013 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი განისაზღვრება გარდამავალ პერიოდად, როდესაც აუდიტორებს/აუდიტორული ფირმებს არ მოეთხოვებათ პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანება)

                     

                             ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

                (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

              _____________________________________________________________________________________________

 

8.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/7, 29.11.2012)        I მოსმენა     

                              (საქართველოს მთავრობაის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

               

                               (კანონპროექტით რეგულირდება იუსტიციის უმაღლესო საბჭოს დაკომპლექტების, საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევის წესი, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ხელმძღვანელისა და კანდიდატის დასახელების წესი; განისაზღვრება ასევე სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესი და პირობები)

              (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

 

 

9.       საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“       I მოსმენა

                            

                            (კანონპროექტით განისაზღვრება კოლეგიის დაკომპლექტების ახლებური რეგულაციები, ზუსტდება კოლეგიის წევრად ყოფნის გამომრციხავი გარემოებები, ასევე რეგულირდება სადიციპლინო კოლეგიისა და სადიციპლინო პალატის გადაწყვეტილებების ოფიციალურად გამოქვეყნებისა და პარლამენტის მიერ სადიციპლინო კოლეგიასჰი არცეული წევრებისისათვის ანაზრაურების წესი და ფარგლები)

 

10.     საქართველოს კანონის პროექტი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეI მოსმენა  

                       

                            (წარმოდგენილი პროექტით დგინდება იუსტიციის იუმაღლესი სკოლის სამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის, დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების ახალი რეგულაციები)   

 

11.     საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებI მოსმენა      

                            

                              (კანონპროექტის თანახმად სასამართლოს შენობასა და სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და ჩაწერა განხორციელდებასაერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად)

_____________________________________________________________________________________________

12   საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (#07-3/15. 22.11.2012) I მოსმენა

                         

                            (საქართველოს პარლამენტის წევრის ობა  დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                        

                           (კანონპროექტით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისათვის, განისაზღვრება ასევე იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან ამნისტიის, შეწყალების ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველზე; ასევე აღნიშნული პირებისათვის დაუშვებელი ხდება სასჯელის პირობითად ჩათვლა)

           ______________________________________________________________________________________________

13.     საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის  წესის  შესახებ“   საქართველოს  ორგანულ  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“  (07-3/8, 15.11.2012)  I მოსმენა    

                 

                 (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილისაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                         

                       (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით)

                (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

 

               _____________________________________________________________________________________________

14.      საქართველოს კანონის პროექტი მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/13, 20.11.2012) II მოსმენა     

                           

                            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო  ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესაქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                        

                       (წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საზოგადოებრივ მაუწყებლის ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და აუდიტორიის ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სათემო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება სოციალური რეკლამის დროის ნაწილი დაუთმოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამებს)

                (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

           ______________________________________________________________________________________________

15.     საქართველოს ორგანული კანონის პროექტი  „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/11, 20.11.2012) II მოსმენა        

                            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესაქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილისაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე

                         

                           (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური პარტნიორობის არსი, პრინციპები და ასევე ის დონეები, სადაც შესაძლებელია სოციალური პარტნიორობის განვითარება. ამავე კანონპროექტის შესაბამისად იქმნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები)

           ______________________________________________________________________________________________

16.       საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/19, 29.11.2012) I მოსმენა

                       

                            (საქართველოს პარლამენტის წევრის ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

               

                            (წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში)

           ______________________________________________________________________________________________

17.   საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას  შორის დაფინანსების შეთანხმების    (რეგიონული განვითარების მეორე პროექტი)“ რატიფიცირების თაობაზე“ (07-1/9, 11.12.2012)

                            

                            (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი)

              _____________________________________________________________________________________________

18.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/23, 29.11.2012)       I მოსმენა 

                    

                      (საქართველოს პარლამენტის წევრის ავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                          

                             (კანონპროექტით უქმდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე)

 

19.     საქართველოს კანონის პროექტი დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეI მოსმენა        

                         

                            (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება მზღვეველის მართვასა და მისი საქმიანობის განხორციელებასთან, სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაცვლად, განახორციელებს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომლის შექმნის წესი, ფუქნციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონპროექტითვე)

 

20.     საქართველოს კანონის პროექტი საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“              I მოსმენა     

                        

                          (კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი არ ამოქმედდება სადაზღვევო ორგანიზაციების მიმართ)

 

21.     საქართველოს კანონის პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეI მოსმენა    

                        

                            (კანონპროექტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სადაზღვევო აგენტის ფუნქციებს განახორციელებენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით)

 

22.     საქართველოს კანონის პროექტი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“  I მოსმენა 

                        

                           (კანონპროექტით, სადაზღვევო კომპანიებისათვის საზედამხედველოდ ორგანოდ განისაზღვა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური)

              _____________________________________________________________________________________________

23.   საქართველოს კანონის პროექტიზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/10, 05.12.2012) I მოსმენა

                        

                           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

                      

                         (კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი, ასევე ზუსტდება მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები)

                   

                                     საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას.             ____________________________________________________________________________________________

24.     საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ (07-3/2, 01.11.2012)              II მოსმენა

                           

                           (საქართველოს პარლამენტის წევრების: ახტანგ ხმალაძის, დავით ბერძენიშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი ახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                        

                         (ორგანული კანონის პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარების ვადად განისაზღვრება აპრილი და ოქტომბერი, კერძოდ თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, შუალედური არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, წინააღმდეგ შემთხვევაში - აპრილში)

               _____________________________________________________________________________________________

25.   საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ (07-3/30, 06.12.2012)              I მოსმენა

     

                          (საქართველოს Pპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                         

                        (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, შუალედური არჩევნების პერიოდში თანამდებობრივი სარგოს გაორმაგება გავრცელდება მხოლოდ იმ საოლქო დაარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებზე, რომელ საარჩევნო ოლქშიც ტარდება შუალედური არჩევნები)

           _______________________________________________________________________________________

26.   საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (07-2/4, 29.11.2012) II მოსმენა        

                       (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძეთანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

                      (კანონპროექტი აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისათვის სპეციალური რეისების და აღნიშნული რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებებისა და ამ რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის წესს).

          _____________________________________________________________________________________________  

27. საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/11, 10.12.2012) II მოსმენა

                         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)

                        (კანონპროექტით განისაზღვრება 2012 წელს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესი)

                          საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.