ბიუროს 2012 წლის 21 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 21 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

 

           კენჭსაყრელი საკითხები

 

   1.        საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში (2012 წლის 21 ნოემბრის #58-I)  ცვლილებების შეტანის თაობაზე

                    (საქართველოს პარლამენტის წევრები ავით ონოფრიშვილის და ოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი) თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ყეინიშვილი, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                    

                             (დადგენილების პროექტით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად, იცვლება კომისიის სახელწოდება)

 2.           საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში (2012 წლის 21 ნოემბრის #69-I)  ცვლილების შეტანის თაობაზე

                          (საქართველოს პარლამენტის წევრები ავით ონოფრიშვილის და ოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ყეინიშვილი, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                          (დადგენილების პროექტით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად, იცვლება კომისიის სახელწოდება)

                  ______________________________________________________________________________________________

 

 

           განსახილველი საკითხები

 

1.            საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (#07-3/16. 22.11.2012) III მოსმენა

                            (საქართველოს პარლამენტის წევრები ავით ონოფრიშვილის და ოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი)

 

                           (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია შეამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არა მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, არამედ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საქმიანობას, ასევე აუდიტის ხარისხის კონტროლსა და შიდა კონტროლის პროცედურებს)

                     

                               ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.          

            __________________________________________________________________________________________________

2.        საქართველოს კანონის პროექტი ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე (07-3/32, 12.12.2012) III მოსმენა

                     

            (საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი)

                       

                         (კანონპროექტის თანახმად, უქმდება აუდიტის განმახორციელებლი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის 7 წელიწადში ერთხელ შეცვლის ვალდებულება, ასევე 2013 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი განისაზღვრება გარდამავალ პერიოდად, როდესაც აუდიტორებს/აუდიტორული ფირმებს არ მოეთხოვებათ პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანება)

                     

                             ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

                 

                (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

              _________________________________________________________________________________________________

 

3.     საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/11, 10.12.2012) III მოსმენა

                         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)   

                        (კანონპროექტით განისაზღვრება 2012 წელს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესი)

                          საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

            __________________________________________________________________________________________________  

4.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (07-2/4, 29.11.2012) III მოსმენა        

                           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე

                          (კანონპროექტი აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისათვის სპეციალური რეისების და აღნიშნული რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებებისა და ამ რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის წესს).

             _________________________________________________________________________________________________  

5.            ამნისტიის შესახებ  საქართველოს კანონის პროექტი (07-3/6, 08.11.2012) მე-5, მე-8, მე-11 და მე-16 მუხლები  II მოსმენა

                             (საქართველოს პარლამენტის წევრები: კა ბესელია, ედევან ფოფხაძის, ვიად კვაჭანტირაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი  კა ბესელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

6.            საქართველოს კანონის პროექტი  ამნისტიის შესახებ (07-3/6, 08.11.2012)  III მოსმენა

                             (საქართველოს პარლამენტის წევრები: კა ბესელია, ედევან ფოფხაძის, ვიად კვაჭანტირაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი  კა ბესელი)

                             (კანონპროექტის შესაბამისად სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირობით მსაჯვრდებული პირები, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე, 140-ე, 141-ე მუხლებით, 146-ე მუხლის პირველი ნაწილით, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 153-ე,   161-ე, 162-ე, 164-ე, 1641, 1642, 1643 მუხლებით, 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირებისა, გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები; სასჯელი უნახევრდებათ არასრულწლოვნებს, ქალებსა და პირველად ნასამართლევ პირებს სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; სასჯელის ვადა ერთიმესამედით უმცირდებათ 2012 წლის 6 ნოემბრამდე მსჯავრდებულ პირებს. აღნიშნული ამნისტია არ გავრცელდება დამატებით სასჯელებსა და გადახდილ ჯარიმებზე)

              _________________________________________________________________________________________________

7.     საქართველოს კანონის პროექტი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (07-2/14, 12.12.2012) ერთი მოსმენით

                         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეთანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

                                     (კანონპროექტით, ცვლილების, რომელიც ითვალისწინებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ელექტრონული სისტემის შემოღებასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპებისა და წესების რეგულირებას, ამოქმედების ვადად 2013 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი)

                         საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას.

              _________________________________________________________________________________________________

8.         საქართველოს კანონის პროექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (07-3/34, 13.12.2012) ერთი მოსმენით

                                 (საქართველოს პარლამენტის წევრი იგლა აგულაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი იგლა აგულაშვილი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                         (წარმოდგენილი კანონპროექტით, საქართველოს მთავრობის მიერ „ბიოწარმოების შესახებ“ და „არაპროდუქტიული ცხოველების შესახებ“ დადგენილებების მიღების ვადად, ნაცვლად 6 თვისა, განისაზღვრა კოდექსის ამოქმედებიდან 1 წელი, ხოლო ვეტერინარ ექიმთან და ვეტერინარ ტექნიკოსთან დაკავშირებული ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვარი)

                           იციატორი ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას.

              _________________________________________________________________________________________________

9.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი `საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (07-1/9, 11.12.2012)

 

                            (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე;; თანამომხსენებელნი: პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე)

              _________________________________________________________________________________________________

10.       საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/5, 08.11.2012)         II მოსმენა

                            (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                             (წარმოდგენილი   კანონპროექტის   შესაბამისად   სახელმწიფო   დაცვის   სპეციალური   სამსახური, გადადის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში (დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად აღნიშნული     სამსახური    ექვემდებარება    საქართველოს     პრეზიდენტს);     შესაბამისად    სამსახურის   სტატუსისა  და მისი ფუნქციონირებასთან   დაკავშირებული  საკითხების  რეგულირებისთანამდებობის    პირთა     დანიშვნისა   და   თანამდებობიდან    გათავისუფლების,    ასევე    ამ    სფეროში     ნორმატიული     აქტების     გამოცემის უფლებამოსილება გადაეცემა  საქართველოს  მთავრობას)             _________________________________________________________________________________________________

11.         საქართველოს კანონის პროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/13, 20.11.2012) II მოსმენა    

                           

                            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო  ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესაქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                        

                       (წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საზოგადოებრივ მაუწყებლის ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და აუდიტორიის ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სათემო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება სოციალური რეკლამის დროის ნაწილი დაუთმოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამებს)

            

                (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

           _________________________________________________________________________________________________

12.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი  „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (07-3/11, 20.11.2012) II მოსმენა       

                            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესაქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილისაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე

                         

                           (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური პარტნიორობის არსი, პრინციპები და ასევე ის დონეები, სადაც შესაძლებელია სოციალური პარტნიორობის განვითარება. ამავე კანონპროექტის შესაბამისად იქმნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები)

           _________________________________________________________________________________________________

 

13     საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (#07-3/15. 22.11.2012) I მოსმენა

                         

                            (საქართველოს პარლამენტის წევრის ობა  დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                        

                           (კანონპროექტით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისათვის, განისაზღვრება ასევე იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან ამნისტიის, შეწყალების ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველზე; ასევე აღნიშნული პირებისათვის დაუშვებელი ხდება სასჯელის პირობითად ჩათვლა)

           _________________________________________________________________________________________________

14.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის  წესის  შესახებ“   საქართველოს  ორგანულ  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“  (07-3/8, 15.11.2012)  I მოსმენა              

                

                 (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილისაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                         

                       (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით)

 

                (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

               _________________________________________________________________________________________________

15.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/19, 29.11.2012) I მოსმენა         

                       

                            (საქართველოს პარლამენტის წევრის ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

               

                            (წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში)

           __________________________________________________________________________________________________

16.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/23, 29.11.2012)       I მოსმენა               

                    

                      (საქართველოს პარლამენტის წევრის ავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                          

                             (კანონპროექტით უქმდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე)

 

17.       საქართველოს კანონის პროექტი დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეI მოსმენა   

                         

                            (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება მზღვეველის მართვასა და მისი საქმიანობის განხორციელებასთან, სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაცვლად, განახორციელებს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომლის შექმნის წესი, ფუქნციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონპროექტითვე)

 

18.       საქართველოს კანონის პროექტი საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“              I მოსმენა     

                        

                          (კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი არ ამოქმედდება სადაზღვევო ორგანიზაციების მიმართ)

 

19.       საქართველოს კანონის პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეI მოსმენა      

                        

                            (კანონპროექტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სადაზღვევო აგენტის ფუნქციებს განახორციელებენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით)

 

20.       საქართველოს კანონის პროექტი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“  I მოსმენა         

                        

                           (კანონპროექტით, სადაზღვევო კომპანიებისათვის საზედამხედველოდ ორგანოდ განისაზღვა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური)

              _________________________________________________________________________________________________

21.    საქართველოს კანონის პროექტიზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/10, 05.12.2012) I მოსმენა

                        

                           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

                      

                         (კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი, ასევე ზუსტდება მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები)

                   

                                     საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას.             _________________________________________________________________________________________________

22.    საქართველოს კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/33, 13.12.2012) I მოსმენა

                        (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით საყვარელიძე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                        (კანონპროექტით უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანისა და ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღებისა და დამატების შემთხვევაში მხოლოდ სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღებისა და დამატების თაობაზე მითითების შესაძლებლობა)

23.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებI მოსმენა

                          (რეგლამენტის პროექტით უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანის შესაძლებლობა)

              _________________________________________________________________________________________________

24.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (07-2/13, 12.12.2012) I მოსმენა

                            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი)

                         (კანონპროექტი შესაბამისად, ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება თანამდებობის პირთა ვაკანტურ თანამდებობაზე და ასევე კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე კონკურსის წესით დროებითი მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის წესი, ამოქმედდება 2014 წლის 1 იანვარს, ნაცვლად 2013 წლის 1 იანვრისა)

                    საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას.

              _________________________________________________________________________________________________

25.         საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე   წარმოდგენილი (ეკატერინე ბაქრაძე, ეკატერინე ჩაფიჩაძე) კანდიდატურების არჩევის საკითხი

             (მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე)

              _________________________________________________________________________________________________