ბიუროს 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 26 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

 

         კენჭსაყრელი საკითხები

 

 

1.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/28, 06.12.2012)  I მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                      (კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე, ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა, შეუწყვეტს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით)

2.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეI მოსმენა

                       (კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ, თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ყველა სხვა მოსამართლეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო)

3.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებI მოსმენა

                       (რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის წესი)

                         ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

       (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

       (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

 

 

          __________________________________________________________________________________________________

4.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის  წესის  შესახებ“   საქართველოს  ორგანულ  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“  (07-3/8, 15.11.2012)  I მოსმენა          

                

                 (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                         

                       (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით)

             (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)              

_________________________________________________________________________________________________

5.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/19, 29.11.2012) I მოსმენა           

                       

                            (საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

               

                            (წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში)

           __________________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/23, 29.11.2012)       I მოსმენა          

                    

                      (საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                          

                             (კანონპროექტით უქმდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე)

                (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)              

 

 

 7.        საქართველოს კანონის პროექტი დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეI მოსმენა           

                         

                            (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება მზღვეველის მართვასა და მისი საქმიანობის განხორციელებასთან, სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაცვლად, განახორციელებს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომლის შექმნის წესი, ფუქნციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება კანონპროექტითვე)

 

8.         საქართველოს კანონის პროექტი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეI მოსმენა       

                        

                          (კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი არ ამოქმედდება სადაზღვევო ორგანიზაციების მიმართ)

 

9.         საქართველოს კანონის პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეI მოსმენა 

                        

                            (კანონპროექტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სადაზღვევო აგენტის ფუნქციებს განახორციელებენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით)

 

10.       საქართველოს კანონის პროექტიუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“  I მოსმენა    

                        

                           (კანონპროექტით, სადაზღვევო კომპანიებისათვის საზედამხედველოდ ორგანოდ განისაზღვა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური)

            განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხები

 

 1.        საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ (07-3/30, 06.12.2012)    III მოსმენა

           

                          (საქართველოს Pპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)                          

                        

                      (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, შუალედური არჩევნების პერიოდში თანამდებობრივი სარგოს გაორმაგება გავრცელდება მხოლოდ იმ საოლქო დაარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებზე, რომელ საარჩევნო ოლქშიც ტარდება შუალედური არჩევნები)

            __________________________________________________________________________________________________

 

2.         საქართველოს კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/33, 13.12.2012) II მოსმენა

                        (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით საყვარელიძე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                        (კანონპროექტით უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანისა და ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღებისა და დამატების შემთხვევაში მხოლოდ სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღებისა და დამატების თაობაზე მითითების შესაძლებლობა)

3.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ II მოსმენა

                          (რეგლამენტის პროექტით უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანის შესაძლებლობა)

              _________________________________________________________________________________________________

4.         „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზესაქართველოს კანონის პროექტის (07-3/13, 20.11.2012)  პირველი მუხლის მე-4 პუნქტი    II მოსმენა  

                           

                            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო  ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესაქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

 

5.         საქართველოს კანონის პროექტიმაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/13, 20.11.2012) III მოსმენა        

                           

                            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)                         

                       (წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საზოგადოებრივ მაუწყებლის ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და აუდიტორიის ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სათემო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება სოციალური რეკლამის დროის ნაწილი დაუთმოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამებს)

             (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

           _________________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/10, 05.12.2012) II მოსმენა

                        

                           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

                      

                         (კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი, ასევე ზუსტდება მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები)

                         

                                     საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას.             _________________________________________________________________________________________________

7.         საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/35, 19.12.2012)          I  მოსმენა

                                (საქართველოს პარლამენტის წევრი ვიად ძიძიგურის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ვიად ძიძიგური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                        (წარმოდგენილი კანონპოექტით განისაზღვრება საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების მიზნები, საღვთისმეტყველო საგანამანათლებლო პროგრამები, საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, მართვის, სტუდენტთა ჩარიცხვის, აკადემიური პერსონალის მიღების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი, ასევე საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებანი)

8.         საქართველოს კანონის პროექტი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეI მოსმენა

                      (კანონპროექტით დგინდება გამონაკლისი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტიგაცემის, საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად აკრედიტაციის გავლისას)

              ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

          _________________________________________________________________________________________________

9.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (07-2/18, 20.12.2012) I მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე,  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი)

         (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება საგადასახადო ხანდაზმულობის ვადბის ათვლის მომენტი, ცვლილებები ეხება დაბეგვრის და ადმინისტრირების მექანიზმებს, საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინების განხორციელებისა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესებს, ასევე მცირდება საგადასახადო დამართალდარღვევისათვის კოდექსით გათვალისწინებული სანქციის ოდენობები)

     საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

 
modules