ბიუროს 2012 წლის 28 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 28 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

           

            განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხები

 

1.         საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/35, 19.12.2012)          III მოსმენა

                                (საქართველოს პარლამენტის წევრი ვიად ძიძიგურის ინიციატივა; მომხსენებელი - (საქართველოს პარლამენტის წევრი ვიად ძიძიგური)

                        (წარმოდგენილი კანონპოექტით განისაზღვრება საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების მიზნები, საღვთისმეტყველო საგანამანათლებლო პროგრამები, საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, მართვის, სტუდენტთა ჩარიცხვის, აკადემიური პერსონალის მიღების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი, ასევე საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებანი)

2.         საქართველოს კანონის პროექტი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეIII მოსმენა

                      (კანონპროექტით დგინდება გამონაკლისი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტიგაცემის, საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად აკრედიტაციის გავლისას)

               ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

          _________________________________________________________________________________________________

3.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (07-2/18, 20.12.2012) III მოსმენა

           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე)

        (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება საგადასახადო ხანდაზმულობის ვადბის ათვლის მომენტი, ცვლილებები ეხება დაბეგვრის და ადმინისტრირების მექანიზმებს, საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინების განხორციელებისა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესებს, ასევე მცირდება საგადასახადო დამართალდარღვევისათვის კოდექსით გათვალისწინებული სანქციის ოდენობები)

   საქართველოს მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              _________________________________________________________________________________________________

4.         საქართველოს კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/33, 13.12.2012) III მოსმენა

                        (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი)

                        (კანონპროექტით უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანისა და ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღებისა და დამატების შემთხვევაში მხოლოდ სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღებისა და დამატების თაობაზე მითითების შესაძლებლობა)

5.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ III მოსმენა

                          (რეგლამენტის პროექტით უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანის შესაძლებლობა)

              _________________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/28, 06.12.2012)  III მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი)

                      (კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე, ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა, შეუწყვეტს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით)

          (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

              (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

 

7.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  III მოსმენა

                       (კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ, თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ყველა სხვა მოსამართლეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო)

8.         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა

                       (რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის წესი)

                         ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

          __________________________________________________________________________________________________

     9.            საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის  წესის  შესახებ“   საქართველოს  ორგანულ  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) III მოსმენა         

                        (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ობა  დავითაშვილი)

                                 (კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით)

                          (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორნაციო ფურცელი)

                       _____________________________________________________________________________________________

10.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (07-3/11, 20.11.2012) III მოსმენა          

                           

                            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

                         

                           (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური პარტნიორობის არსი, პრინციპები და ასევე ის დონეები, სადაც შესაძლებელია სოციალური პარტნიორობის განვითარება. ამავე კანონპროექტის შესაბამისად იქმნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები)

           _________________________________________________________________________________________________

11.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2011 წლის 1 მარტის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა) ცვლილების“ (07-1/15, 21.12.2012) რატიფიცირების თაობაზე“

               (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი)

              _________________________________________________________________________________________________

12.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მცირე ზომის ქვედანაყოფის სადივიზიო სადესანტო სწავლების კავკასიის არწივის განხორციელების მიზნით მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი (07-1/13, 21.12.2012) რატიფიცირების თაობაზე“

 

         (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

           _________________________________________________________________________________________________

13.       საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/5, 08.11.2012)         II მოსმენა

                            (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

                             (წარმოდგენილი   კანონპროექტის   შესაბამისად   სახელმწიფო   დაცვის   სპეციალური   სამსახური, გადადის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში (დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად აღნიშნული     სამსახური    ექვემდებარება    საქართველოს     პრეზიდენტს);     შესაბამისად    სამსახურის   სტატუსისა  და მისი ფუნქციონირებასთან   დაკავშირებული  საკითხების  რეგულირებისთანამდებობის    პირთა     დანიშვნისა   და   თანამდებობიდან    გათავისუფლების,    ასევე    ამ    სფეროში     ნორმატიული     აქტების     გამოცემის უფლებამოსილება გადაეცემა  საქართველოს  მთავრობას)             _________________________________________________________________________________________________

 

 

 

 
modules