ბიუროს 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

1. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 7 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

 

 განსახილველი საკითხები

1.         აქართველოს სახალხო დამცველის არჩევა _____________________________________________________________________________________________

2.         საქართველოს კანონის პროექტი  ამნისტიის შესახებ (07-3/6, 08.11.2012)  I მოსმენა

      (საქართველოს პარლამენტის წევრები: კა ბესელია, ედევან ფოფხაძის, ვიად კვაჭანტირაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი  კა ბესელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის შესაბამისად სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირობით მსაჯვრდებული პირები, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე, 140-ე, 141-ე მუხლებით, 146-ე მუხლის პირველი ნაწილით, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 153-ე,   161-ე, 162-ე, 164-ე, 1641, 1642, 1643 მუხლებით, 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირებისა, გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები; სასჯელი უნახევრდებათ არასრულწლოვნებს, ქალებსა და პირველად ნასამართლევ პირებს სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; სასჯელის ვადა ერთიმესამედით უმცირდებათ 2012 წლის 6 ნოემბრამდე მსჯავრდებულ პირებს. აღნიშნული ამნისტია არ გავრცელდება დამატებით სასჯელებსა და გადახდილ ჯარიმებზე)

             ______________________________________________________________________________________________

3.         საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/5, 08.11.2012)      I მოსმენა

           (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი – (საქართველოს პარლამენტის წევრი რინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

          (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გადადის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში (დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად აღნიშნული სამსახური ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს); შესაბამისად სამსახურის სტატუსისა და მისი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების, თანამდებობის პირთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე ამ სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება გადაეცემა საქართველოს მთავრობას)

             _____________________________________________________________________________________________

საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის   პროექტიდან გამომდინარე კანონის პროექტები:

4.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/3, 05.11.2012)  I მოსმენა

           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი თაბუაშვილი და დავით ებრალიძე;  თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი)

          (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდების და სხვა სახის ფონდების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების და ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის ღონისძიებების საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებში გაერთიანებას. ასევე, კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მათ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების შეფასების ინდიკატორებს, ხოლო ბიუჯეტის პროექტს განმარტებით ბარათთან და მოკლე აღწერილობასთან ერთად უნდა დაერთოს წლიური ბიუჯეტის ამოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების ცვლილების პაკეტიც)

5.         საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  I მოსმენა

        (კანონპროექტით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით, ასევე განისაზღვრება დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობა და მისი გამოყენების წესი, გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას დივიდენდისა და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავლებზე დგინდება 5%-იანი, ხოლო როიალტის სახით მიღებულ შემოსავლებზე კი - 20% განაკვეთი)

6.         საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  I მოსმენა

       (წარმოდგენილი კანონპროქტის თანახმად საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებულნი არიან თავიანთი ბიუჯეტის პროექტები და საშტატო ნუსხები შეათანხმონ ფინანსთა სამინისტროსთან)

             ______________________________________________________________________________________________

7.       საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ (07-3/24, 29.11.2012) I მოსმენა          

                (საქართველოს პარლამენტის წევრები: აქარია ქუცნაშვილი, რაკლი ჩიქოვანი, იგლა აგულაშვილი, იორა თაქთაქიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრზაქარია ქუცნაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

                (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულობის/საწევრო შენატანის მიღებისათვის ან დამალვისათვის, აღნიშნული შემოწირულობის/შენატანის განხორციელებისათვის, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის დამალვისათვის და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის დაკისრებული აღსრულებული, ასევე აღსასრულებელი ადმინისტრაციული სახდელისაგან პირთა განთავისუფლებას)

_____________________________________________________________________________________________