ბიუროს 2012 წლის 26 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს VIII  მოწვევის პარლამენტის  ბიუროს 2012 წლის 26 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

1. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 - 7 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

 

 განსახილველი საკითხები

1.        საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ და დევნილ პირთა თაობაზე“ (07-3/10, 19.11.2012)

                       (საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

                  (წარმოდგენილი პროექტით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიების შესაბამისად დგინდება იმ პირთა სია, რომლებიც მიიჩნევიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად. ამავე პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები)

_____________________________________________________________________________________________

2.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ (07-3/2, 01.11.2012) I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრები: ახტანგ ხმალაძის, ავით ბერძენიშვილი, აქარია ქუცნაშვილი, ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი ახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

       (ორგანული კანონის პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარების ვადად განისაზღვრება აპრილი და ოქტომბერი, კერძოდ თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, შუალედური არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, წინააღმდეგ შემთხვევაში - აპრილში)

_____________________________________________________________________________________________

3.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ (07-3/3, 01.11.2012) I მოსმენა

      (საქართველოს პარლამენტის წევრები: ახტანგ ხმალაძის, ავით ბერძენიშვილი, აქარია ქუცნაშვილი, რაკლი ჩიქოვანის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი ახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანი)

          (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს შორის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გადანაწილებასა ან გაცვლას. კვოტების გადანაწილების ან გაცვლის შესახებ ფრაქციათა გადაწყვეტილებას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო)

_____________________________________________________________________________________ 

 
modules