| საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა |
| პარასკევი, 05 აპრილი 2013 14:06 |
|
საქართველოს პრეზიდენტის მიერ რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების წარდგინების საკითხზე იმსჯელეს დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი ხელაიას ინფორმაციით, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილია ხათუნა სალუქვაძის, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად - ირაკლი კოპლატაძის, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად - კონსტანტინე კორკელიას, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად - თეიმურაზ შარაშენიძის და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ პატარიძის კანდიდატურები. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 05 აპრილი 2013 14:08 |






