|
ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრის, გიორგი ხეჩინაშვილის ბრიფინგი |
|
პარასკევი, 05 აპრილი 2013 14:55 |
|

საქართველოს პარლამენტი ახლო მომავალში „ტუბერკულოზის შესახებ კანონზე“ დაიწყებს მუშაობას, ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, პარლამენტმა ნოემბერში დაიწყო ტუბრკულოზის პრობლემის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტებით და მივიდა დასკვნამდე, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე არსებულ კანონებში დამატებების შეტანა არ იქნება საკმარისი, ამიტომ ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროა კანონის შემუშავება.
შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საერთაშორისო ექსპერტებიც შედიან. მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველებთანაც, რადგან ტუბერკულოზი თავისი არსით განსაკუთრებული სნეულებაა, ის არა მხოლოდ ინფექციური, ასევე სოციალური დაავადებაცაა.
გირგი ხეჩინაშვილის განცხადებით ის პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად ერთი თვის წინ მოულოდნელად ეწვია სასჯელაღსრულების მე-19 დაწესებულებას, მათი შეფასებით იქ შესამჩნევი პროგრესია ტუბერკულოზის კონტროლის თვასაზრისით, არის სწორი ტენდენციები და სწორი ნაბიჯებია გადადგმული პრობლემის მოსაგვარებლად. მთავარია, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ტუბერკულოზის კონტროლის პროცესი სწორი გზით მიდის, ამას ამნისტიამაც შეუწყო ხელი, განტვირთა დაწესებულებები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული გეგმები, რომელთა პრეზენტაციაც უკვე გააკეთა პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელობამ. დეპუტატმა ისაუბრა ასევე ზოგადად ქვეყანაში ტუბერკულოზის პრობლემისა და მისი მოგვარების გზებზე. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 05 აპრილი 2013 15:40 |