|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
|
პარასკევი, 05 აპრილი 2013 17:20 |
|

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლში ასახულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები და ასევე განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი III მოსმენით განიხილა. კომიტეტმა ასევე III მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეთანხმების შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 12:22 |