| დავით უსუფაშვილის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში |
| კვირა, 07 აპრილი 2013 15:04 |
|
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 8-10 აპრილს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის სენატის თავმჯდომარეს, ბოგდან ბორუსევიჩს და სეიმის თავმჯდომარეს, ევა კოპაჩს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან და პოლონეთი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან. შეხვედრები გაიმართება აგრეთვე პოლონეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია დავით უსუფაშვილის საჯარო გამოსვლა პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 12:19 |






