საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ, მანანა კობახიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი მიიღო
ორშაბათი, 08 აპრილი 2013 20:45

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოდგილე მანანა კობახიძე სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით სლოვაკეთის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის გზებზე.

შეხვედრას ქართული მხიდან ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარამიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი.

,,სლოვაკეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა. შესაბამისად, ასეთი ქვეყნის პარტნიორობა, მხარდაჭერა და მისი პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. შემოგვთავაზეს თანამშრომლობა საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით. შექმნილია მეგობრობის ჯგუფი და დარწმუნებულ ვართ, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის პარლამენტებს შორის აქტიური თანამშრომლობა იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ, მანანა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 12:17
 
modules