|
თედო ჯაფარიძემ პოლონეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა |
|
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 13:50 |
|
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ პოლონეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. „პარლამენტის თავმჯდომარის უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია საქართველოსადმი ევროპის ყველაზე კეთილგანწყობილ და მეგობარ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენი პარტნიორია. პოლონეთი ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენ ქვეყანას, ეხმარებოდა მას ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში და ადეკვატური ინფორმაცია გაჰქონდა ევროპაში იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა საქართველოში. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დავით უსუფაშვილის ვიზიტი, მითუმეტეს რომ ეს გახლავთ პირველი ვიზიტი ევროპაში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჩვენმა დელეგაციამ აირჩია. ძალიან საინტერესო და უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობის შეხვედრები გაიმართა ჩვენს კოლეგებთან პოლონეთის სეიმში და სენატში, ორივე პალატის ხელმძღვანელობასთან. გვქონდა საინტერესო საუბრები პოლონეთის ცნობილ სტრატეგიულ ცენტრში და ეს ყველაფერი საქართველოსთვის დადებით შედეგებს მოიტანს. რაც მთავარია ის თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რა რეფორმები ტარდება და რა გეგმები აქვს ახალ მთავრობას და პარლამენტს, ამის თაობაზე ობიექტური ინფორმაცია გავა პოლონეთში და ჩვენი მეგობრების დახმარებით ამ ინფორმციას ევროპის სხვა ქვეყნებიც გაიგებენ“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
|
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 17:20 |